dimonXმაგას რა ჯობია თუ გამოგივა.

მარა შენ მთელი ფორუმი გაქეზებდით შენითაც შეგიძლია სწავლაო და გამოვიდა რამე?

სერიოზულად რო ვილაპარაკოდ, იცოდე არ გეგონოს რო პროგრამირების კურსს გაივლი და ვსო მორჩა სამსახური გექნება ეგრევე. სიმართლე თუ გინდა (ჩემი აზრია) პროგრამირებას აშკარად მეტი დრო ჭირდება, ვიდრე სხვა IT "მიმართულებებს".
და საბოლოოდ რაც მანდ გადამწყვეტი მომენტია, ფულის შოვნა არ უნდა იყოს "დედააზრი", რეალურად უნდა გაინტერესებდეს და გიყვარდეს ეგ საქმე.
ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები
პ.ს ისე C#-ით დაწყებას არ გირჩევდი მე მაინც. ჯერ HTML (თუმცა პროგრამირების ენა არაა), java[ertad]script-ით ისწავლე რო ცოტა "პროგრამისტულ ლოგიკას" შეეჩვიო. ჩემზე კარგად მაქ სფეროშ გარკვეული ხალხი გირჩევს რით უნდა დაიწყო.