ყველა დომენი ფასიანია და ყველა 32 ლარი ღირს ზოგზე პირველი წელი ან პირვცელი რამდენიმე წელი იაფია მაგრამ ეს ძირითად აზრს არ ცვლის
egreaუპირველესი რჩევა იქნება
მოხალისეებს მისცე სშვალება დაგეხმარონ კონტენტის შევსებაში
დააყენე
http://www.mediawiki.org/wiki/MediaWikiვიკიპედიას ეგ უყენია ( არ იფიქრო რო სხვისი ძრავა უყენიათ უბრალოტ ტავისი დადეს უფასოთ ინტერნეტში )
მაგ ძრავაზე გააკეთე საიტი და ველას მიცი საშვალება გადმოაფრქვიოს თავისი ცოდნა

კარგი იქნება იმასაც თუ დაითვლი რამდენი ხალხი კითხულობს ამა თუ იმ ავტორის "ნაშრომს" და თუ საიტი რამე შემოსავალზე გადავიდა ცოტა რო ავტორებსაც მისცე
თუმცა შემოსავალი მანდ საეჭვოა პროგრამირება ბევრს არ აინტერესებს თუმცა ჰოსტინგი გადაიხდიდა რომელიმე მანდ დადებულ რეკლამაში ნუ რათქმაუნდა იმის მერე რაც უკვე პოპულარული გახდება თუ გახდება საერთოთ
ისე გირჩევ წარმოიდგინო ადამიანი რომელმაც ტორენტი არ იცის რა არი და გუგლის გამოყენბაც რო არ იცის და
ისე უნდა ახსნა ისეთი შესავალი უნდა გააკეთო რო იმანაც გაიგოს

( საეჭვოა რო ესეთმა ადამიანმა გაიგოს პროგრამირება მაგრამ ამას უნდა ეცადო რო გამოგივიდეს რამე )
და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სანამ რამე "სიბრძნეს" გადმოაფრქვევ ჯერ კარგათ შეამოწმო გუგლიში ( რათქმაუნდ არ ვგულისხმობ რომ რამე არასწორათ გიწერია საიტზე)
დიზაინი საიტის არ მომეწონა (უმნიშვნელოა მაგრამ უნდა ითქვას)
ყველას უნდა სხვას რაღაც ასწავლოს ეს ერთი შეხედვიტ კარგია მაგრამ
როცა მასწავლებელმა თვითონაც არ იცის მაღალ დონეზე საკითხი და ამავდროულათ
მასწავლებლობა არ გამოსდის ვიღებთ ძალიან ცუდ შედეგს
სანამ სტატიის წერაზე გადახვალ დაფიქრდი საიდან ჯობია დაწერა
მე ვფიქრობ ინტერნეტის მუშაობა უნდა აიხსნას ჯერ
უნდა აიხსნას ბრაუზერის და სერვერის როლი
მერე უნდა აიხსნას ის რომ არის პროგრამირების ენები რომლებიც ამუშავებენ ლოგიკას სერვერზე და ბრაუზერზე და რომ ისინი მომხმარებელს ინფორმაციას აჩვენებენ html-ით და რომ html -იდან უნდა დაიწყოს ყველამ სწავლა იმიტომ რომ ყველაზე ადვილი ეს ენაა და ამის გარეშე ვებ პროგრამირება შეუძლებელია მიუხედავათ იმისა რომ html არ არის პროგრამირების ენა
მერე უნდა შეიქმნას html ის ყველა ტეგზე თითო სტატია
სადაც აღწერილი იქნება ტეგის თავისებურებები და ყველა ატრიბუტი
ყველაზე მარტივი და სწორი ალბათ ის იქნება რომ უბრალოტ მიყვეთ და რომელიმე უცხოური რესურსი მაგალიტათ w3school გადმოთარგმნიტ იქ კარგათ არის ახსნილი და თუ იგივე ქართულათ იქნება ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი გამოვა ქართული ვებ სივრცისთვის

აქვე უნდა აღინიშნოს რომ სწავლას ბევრათ აადვილებს ვიდეო გაკვეთილები
სადაც ახსნილის მუსაობას განახებენ (ნუ ეს უფრო რთულია და მეტ დროს მოითხოვს მაგრამ უფრო ეფექტურია ვიდრე სტატია)
ასევე კარგი იქნება რომ საიტი არ განათავსო უცხოურ დომენზე მე ვფიქრობ განცხადებას თუ შეიტან .edu.ge-ს უფასოთ მოგცემენ
თუ არ მოგცეს ჭირიც წაუღიათ რამე სხვა დაარეგისტრირე ( ამ ეტაპზე არც არი დომენი საჭირო პრინციპში )
დიდი ხანია ამდენი არ მიწერია