მოკლედ, გადავიკითხე თემის ბოლოდან 5-6 გვერდი, წავაწყდი დისკუსიებს, სასწავლებელი თუ თვითსწავლება,  პროფესორი თუ დეველოპერი და ა.შ.
ჩემი აზრით ერთიც საჭიროა და მეოირეც.
თუ დამწყებია მაშინ მისაღებია რომ სასწავლებლით დაიწყოს რათა გაიგოს არსი და თეორია რაგაც დონეზე მაინც. პირდაპირ რომ არ მოუხდეს შეჭიდება ენებთან.
აი მე მინდა სწავლების დაწყება. ძალიანაც მაინტერესებს, html და css ვიცი რაღაც დონეზე (ადრე 2009-ში დავდიოდი)
 მაგრამ დამავიწყდა.
კომპი არ მქონდა და პრაქტიკა ვერ გავიარე.
გადმოვწერე უამრავი ვიდეო გაკვეთილები, pdf წიგნები მაგრამ გულს ვერ ვუდებ 
 ამიტომაც მინდა ,,კალაპოტის'' გაჭრა სასწავლებლის მეშვეობით რათა ჩავდგე მასში. შემდეგ კი უკვე მე მოვახდინო თვითგანვითარება და არსებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნით დავეუფლო პრაქტიკას.
ამის გამო ვეძებ სასწავლებელს აკრედიტირებულ კოლეჯს (მაგ. ემისი, სპექტრი, მერმისი და. ა.შ) .
კერძო პირი არ გამომადგება. დაფინანსებით ვარ და მაგიტომ.
ასე რომ რომელს მირჩევთ? სად შეიძლება ეასე თუ ისე  ნორმალური ცოდნის მიღება?
მაინტერესებს: HTML, CSS
                    PHP, MYSQL
                    java[ertad]script.
ეს დასაწყისისთვის.