Next-IT Academy აცხადებს მიღებას ქსელის სპეციალისტის მოსამზადებელი სასწავლო კურსის II ჯგუფზე.
კურსის ხანგრძლივობა: 1.5 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი, საღამოს საათებში (19:30-დან 21:30-მდე);
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია
მთლიანი კურსის ღირებულება: 250 ლარი.
გაიცემა ორი სერტიფიკატი:
1) Cisco CCNA – Introduction to Networks
2) ქსელის სპეციალისტის სერტიფიკატი
გასაუბრება ჩატარდება 13 დეკემბერს (19:00-ზე), სწავლა დაიწყება 15 დეკემბერს (19:30-ზე)
მისამართი: კოსტავას გამზ. №77, (სააკაძის მოედანთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი, I სართული, 128 დ ოთახი)
ტელ: 551 40 12 34, 558 19 04 07
ელ-ფოსტა: nextitacademy@gmail.com
სასწავლო კურსის პროგრამა:
1) ქსელის მიმოხილვა, რესურსების გადაცემა ქსელში; LAN, WAN და Internet ქსელები; შუალედური და საბოლოო მოწყობილობები, ქსელური მედია, კაბელების სტანდარტები, ტოპოლოგიები, ქსელური პროტოკოლები და სტანდარტები. ქსელის დაყოფა დონეებად, OSI მოდელი, TCP/IP მოდელი, OSI და TCP/IP მოდელების შედარება, მონაცემთა გადაცემა ქსელში (მონაცემთა ენკაპსულაცია და დეკაპსულაცია, ლოკალურ და დაშორებულ რესურსებზე წვდომა);
2) ფიზიკური დონის პროტოკოლები, ფიზიკური დონის მიზანი, ქსელური მედია საშუალებები: სპილენძის კაბელი, UTP კაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, უკაბელო შეერთება; სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება, ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, კაბელის ტესტირება;
3) პრაქტიკული/ლაბორატორიული დავალებების შესრულება
4) არხის დონის პროტოკოლები, არხის დონის ქვედონეები (LLC და MAC), მეორე დონის ფრეიმის სტრუქტურა, მედიაზე წვდომის კონტროლი (ტოპოლოგიები, ფართო ქსელის ტოპოლოგიები, ლოკალური ქსელის ტოპოლოგიები), არხის დონის ფრეიმი (Header, მეორე დონის მისამართი, Trailer), LAN და WAN ფრეიმები, Ethernet ფრეიმი, Point-to-Point (PPP) ფრეიმი, 802.11 უკაბელო ქსელის ფრეიმი.
5) Ethernet-ი, Ethenet-ის გამოყენება (LLC და MAC ქვედონეები, MAC ქვედონე, MAC მისამართი, ფრეიმის დამუშავება), Ethernet MAC მისამართი (MAC მისამართი და თექვსმეტობითი კოდი, Unicast, Broadcast და Multicast MAC მისამართები), MAC და IP მისამართები, მისამართების განსაზღვრის პროტოკოლი (ARP, RARP); სვიჩინგი: კომუტატორის MAC მისამართების ცხრილი, Duplex რეჟიმები, Auto-MDIX.
6) პრაქტიკული/ლაბორატორიული დავალებების შესრულება
7) ქსელური დონე, ქსელური დონის პროტოკოლები, IP პროტოკოლის მახასიათებლები (Connectionless, Best Effort Delivery, Media Independent), IPv4 პაკეტი (IPv4 Header, Header Fields, IPv4 ვერსიის შეზღუდვები), IPv6 პაკეტი (IPv6 -ის ენკაპსულაცია, IPv6 Header, Header Fields); მარშრუტიზაცია (Routing): ჰოსტ კომპიუტერის მარშრუტიზაცია (Default Gateway, IPv4 ჰოსტის მარშრუტიზაციის ცხრილი, მარტივი IPv4 და IPv6 ჰოსტის მარშრუტიზაციის ცხრილი), როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი (IPv4 როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი, პირდაპირ დაკავშირებული მარშრუტი¬ზა¬ციის ცხრილის ელემენტები, დაშორებული ქსელის მარშრუტიზაციის ცხრილის ელემენტები, Next-Hop მისამართი, მარტივი როუტერის IPv4 მარშრუტიზაციის ცხრილი).
8) IP დამისამართება, IPv4 ქსელის მისამართები (IPv4 მისამართის სტრუქტურა, IPv4 ქვექსელის ნიღაბი, IPv4 Unicast, Broadcast, Multicast მისამართები, IPv4 მისამართების ტიპები). IPv6 ქსელის მისამართები (IPv6 დამისამართება, IPv6 მისამართების ტიპები, IPv6 Unicats მისამართები, IPv6 Multicast მისამართები), კავშირის შემოწმება (ICMP პროტოკოლი, ტესტირება)
9) პრაქტიკული/ლაბორატორიული დავალებების შესრულება
10) IP ქსელების ქვექსელებად დაყოფა, IPv4 ქსელის ქვექსელებად დაყოფა (ქსელის სეგმენტაცია, ქვექსელებად დაყოფის ფორმულა, ქვექსელის შექმნა, ქვექსელის ნიღაბის განსაზღვრა), დამისამართების სქემა. IPv6 ქსელის ქვექსელებად დაყოფა (ქვექსელებად დაყოფა Subnet ID-ის გამოყენებით, ქვექსელებად დაყოფა Interface ID-ში).
11) ტრანსპორტის დონე, ტრანსპორტის დონის პროტოკოლები: მონაცემთა ტრანსპორტი-რება, TCP და UDP პროტოკოლების მიმოხილვა (TCP პროტოკოლის მნიშვნელობა, TCP და UDP პორტების დამისამართება, TCP და UDP პროტოკოლების სეგმენტაცია, TCP კომუნიკაცია, TCP-ის საიმედოობა და ნაკადის კონტროლი, UDP კომუნიკაცია); გამოყენებითი დონე, გამოყენებითი დონის პროტოკოლები (OSI მოდელის გამოყენე-ბითი, სესიისა და პრეზენტაციის დონეები, TCP/IP გამოყენებითი დონის პროტოკოლები), IP დამისამართების სერვისების უზრუნველყოფა (DNS, DHCP), ფაილების გაზიარების სერვისების უზრუნველყოფა (FTP, TFTP).
12) პრაქტიკული/ლაბორატორიული დავალებების შესრულება
13) მარშრუტიზატორების (Router) აგებულება (პროცესორი, მეხსიერება, შიდა მოწყობილო¬ბე¬ბი, გარე პორტები, LAN და WAN ინტერფეისები, ოპერაციული სისტემა), მარშრუტიზატორის ჩატვირთვა (ჩატვირთვის ფაილები, ჩატვირთვის პროცესი), Cisco მარშრუტიზატორის და კომუტატორის ბაზისური კონფიგურაცია.
14) მარშრუტიზატორის კონფიგურაცია გრაფიკული ინტერფეისით (GUI), TP-Link, D-Link მარშრუტიზატორების დეტალური განხილვა და კონფიგურაცია, უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
15) პრაქტიკული/ლაბორატორიული დავალებების შესრულება
16) უკაბელო ქსელი (Wireless); უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორების კონფიგურაცია, უსაფრთხოება უკაბელო ქსელებში, Linksys, TP-Link, D-Link Wireless Router-ების დეტალური განხილვა და კონფიგურაცია, უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
17) MikroTik როუტერის დეტალური განხილვა და კონფიგურაცია.
18) ქსელის პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა, ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება (დაშორებული კავშირი, დაშორებული დამხმარე, Team Viewer, Net Monitor Employee, Wireshark, Putty და ა.შ).
19) Outlook -ის კონფიგურაცია, ელ. ფოსტების სარეზერვო ასლების შექმნა/აღდგენა
20) პრაქტიკული/ლაბორატორიული დავალებების შესრულება
21) ფინალური გამოცდა
https://www.facebook.com/Next.IT.Academy/?pnref=story