გამარჯობა!
კომპანია "სოფტგენი" (http://softgen.ge/new/) აცხადებს ვაკანსიებს 2 პოზიციაზე:
1. support-ის ოპერატორი გოგონა:
ძირითადი დანიშნულება: ჩვენი კლიენტებისათვის მხარდაჭერის სერვისის მიწოდება.
პროგრამული უზრუნველყოფა ეხება ფინანსურ სექტორს, ამიტომ იდეალური ვარიანტია, თუ კანდიდატს რაღაც წარმოდგენა ექნება ბუღალტერიაზე, რათა დანარჩენი ბიზნე-პროცესები ადვილად აითვისოს.
გარდა ამისა, აუცილებელია გარკვეულ დონეზე სიახლოვე IT ტექნოლოგიებთან, რომ კანდიდატს შეეძლოს ბაზაში შესვლა და რაღაც მონცემების კორექტირება, არასწორი ჩანაწერის წაშლა და ა.შ.
უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ რაზეა საუბარი, ერთ-ერთი სოფტი შეგიძლიათ აქედან ჩამოქაჩოთ და დააყენოთ
http://lomb.ge/მანდვეა გაიდ-ლაინი, რომლის გაცნობა უფრო დეტალურ ინფოს მოგაწვდით სამუშაოს სპეციფიკაზე.
ამ პოზიციის შემთხვევაში გრაფიკი 10:00-დან 18:00-მდე (შესვენების გარეშე) ან 19:00-მდეა (შესვენებიანად), თუმცა შესაძლებელია სხვა გრაფიკზე შეთანხმებაც.
ჯერ იქნება 1 ან მაქსიმუმ 2-თვიანი სტაჟირების პერიოდი (ხელფასი - 250 ლარი) და შემდეგ გაფორმდება კონტრაქტი შტატში აყვანასთან დაკავშირებით (ხელფასი - 500 ლარი). ორივე შემთხვევაში ხელზე ასაღები თანხა (ნეტო) იგულისხმება.
ხელფასის შემდეგი ზრდა და ბონუსები კვალიფიკაციის ზრდის შესაბამისად.
2. დამწყები პროგრამისტი:
საუკეთესო ვარიანტია სტუდენტი - მაგისტრანტი.
გრაფიკის მხრივ ხელშეწყობა ექნება.
ძირითადი სამუშაო საათები დღის მეორე ნახევარი და საღამო იქნება (ხანდახან გვიანობამდეც), თუმცა აქაც შესაძლებელია ვარიაციები.
რაც შეეხება ტექნოლოგიებს:
პირველ ეტაპზე ამოცანა delphi-ზე დაწერილი პროგრამების (ბაზა POSTGRE და ms sql) გარჩევა (სხვა პროგრამერების დახმარებით) და კონკრეტული ტექნიკური დავალებების მიხედვით ახალი ფუნქციონალების დამატებაა;
გარდა ამისა მიმდინარეობს მუშაობა ძველი პროგრამების გადაწერაზე და ახალი ვებ-აპლიკაციების შექმნაზე.
ამიტომ სხვადასხვა ტექნოლოგიებშიც ექნება (ძირითადად PHP, html, java_script, CSS, extjs. არის java ორიენტირებული პროექტიც) განვითარების საშუალება.
ხელფასი დასაწყისისთვის აქაც 500 ლარი, თუმცა პროფესიონალური ზრდის შესაბამისად ხელფასის ზრდის ინტენსივობა ცხადია აქ გაცილებით მაღალი იქნება.
ანუ ახალგაზრდა, მოტივირებულ, დამწყებ სტუდენტ -როგრამისტზეა საუბარი, რომელსაც ხელსაყრელი პირობები და გარემო ექნება შემდგომი გაზრდისათვის.
მსურველებს გთხოვთ CV გამოაგზავნოთ - david.alaverdashvili@softgen.ge