გამარჯობა,
ვეძებთ ჯავასკრიპტ დეველოპერს, ვართ სტარტაპი და ვაპირებთ გავაკეთოთ ვებ აპლიკაცია.
აპლიკაციის იდეის შესახებ დავილაპარაკებთ გასაუბრების დროს.
აუცილებელი ტექნიკური მოთხოვნები:
- ჯავასკრიპტის კარგი ცოდნა, ეს უნდა მოიცავდეს (ES5, ES6)
- HTML და CSS-ის ძალიან კარგი ცოდნა რადგან ბევრი რამ არის front-end-ზე გასაკეთებელი
- Node.js, Express.js, MongoDB (მთელი ბექ ენდი იწყობა ამ ტექნოლოგიებზე ამიტომ საჭიროა კარგად ერკვეოდეთ)
- Git და Github
- ცოტათი მაინც უნდა ერკვეოდეთ ვებ აპლიკაციების ტესტინგში და სუსტი მხარეების აღმოჩენაში.
სასურველი ტექნიკური მოთხოვნები:
- იყენებდეთ Linux-ს ან MacOS
- გქონდეთ გამოცდილება MEAN stack აპლიკაციების დეველოპმენტში
- ასევე კარგი იქნება თუ შეხება გქონიათ React და React Native-თან
უნდა იყოთ:
- კრეატიული
- შეგეძლოთ პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტა
- გქონდეთ ძალიან დიდი ინტერესი პროგრამირების და სულ ახალი ტექნოლოგიების სწავლის სურვილი
- მოტივირებული
- პუნქტუალური (ძალიან მნიშვნელოვანია)
- კომუნიკაბელური
ამასთანავე აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
პროექტი ნელ-ნელა იწყება. მე ვარ ამ პროექტის მთავარი პროგრამისტი და ამიტომ მინდა რომ თქვენი კანდიდატურა ისეთი იყოს რომ კარგად შევეწყოთ და კარგი, ხარისხიანი კოდი ვწეროთ. ხელფასს რაც შეეხება გამოცდილებიდან გამომდინარე გადაგიხდით, საიორიენტაციოთ გეტყვით 1300+.
პროექტის წარმატებით გაშვების შემთხვევაში ხელფასი აუცილებლად გაგეზრდებათ და ამასთანავე საინტერესო სამსახური გექნებათ

რაც მთავარია, მუშაობა პირველ ეტაპზე მოგიწევთ სახლიდან სანამ პროექტი გაეშვება ამიტომ სრულ კომფორტში იქნებით

თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან 80%-ს მაინც აკმაყოფილებთ, სიამოვნებით გაგესაუბრებოდით

დეტალებზე მომწერეთ პირადში.