CoderiotGeწარმოიდგინე პოვარი ვარ რესტორანი მაქვს. მაინცდამაინც მენეჯერიც მე უნდა ვიყო? ან ოფიციანტები, საჭმლის მომარაგება, სალარო და ა.შ. მე უნდა ვაკონტროლო? რატომ?!
მე სასმელებს ვაკეთებ და სულ არ მაინტერესებს, მომსახურე პერსონალი ვინ გყავს, საიდან ვმარაგდებით, რა მუსიკას უკრავ და ა.შ. მე მხოლოდ ვიცი ჩემი საქმე და იმის იქით მანამდე არ გავიხედები სანამ კლიენტია კმაყოფილი.
კი მყავს დიზაინერი, მარკაპი, ფრონტი, ბექი, მაგრამ მათთან ურთიერთობისთვის არც დრო მაქვს და არც შესაბამისი ცოდნა, არც სურვილი.
მე იმას ვაკეთებ და მინდა გავაკეთო რაც კარგად გამომდის, მოვიტანო შეკვეთები.
Roofusკი შენგან ალბათ კარგი მენეჯერი დადგებოდა, უმეტესობა შენი პოსტების კრიტიკულია დაკვირვებული ვარ.
მერე რა რომ პროგრამისტი ხარ?!

აბა მე მეცხვარეს კი არ ვეძებ?! (არანაირი პრობლემა მეცხვარეებთან, პირიქით რესპექტები)
პირიქით რაც უფრო მეტი ენა ეცოდინება, ან ზედაპირულად მაინც მით უკეთესი. მენეჯერს პრაქტიკული თუ არა თეორიული შეხება მაინც უნდა ქონდეს საქმესთან.
ანუ რესტორანში ჭურჭლის რეცხვიდან დაწყებული, მენეჯერამდე დამთავრებული. ზოგ შემთხვევაში უნდა შეცვალოს კიდეც მომენტში თუ ჰქონია პრაქტიკული შეხება.
პს. ჰო ზოგისთვის რემბოა ესეთი ადამიანი, ისე მენეჯერი ჰქვია რომ იცოდე(თ)
elodin