მესაჭიროება Delphi-ს პროგრამისტი ერთჯერად სამუშაოზე (თუმცა თუ წარმატებით ვითანამშრომლებთ დიდი ალბათობით მომავალშიც ეგრე გაგრძელდება).
მოთხოვნები:უნდა ქონდეს ნამუშევარი Delphi-ში. აზრზე უნდა იყოს VCL-ის.
უნდა ერკვეოდეს WinApi-ში.
წარმოდგენა უნდა ქონდეს Thread-ებზე.
უნდა იცავდეს coding style-საუცილებელია სხვის კოდში "ორიენტირების უნარი"

მე არ ვეძებ პროგრამისტს რომელიც მაუსით ვარსკვლავებს წყვიტავს, ასევე დამწყებიც ვერ მოერევა ამ ამოცანას. თუ ფიქრობთ რომ ოქროს შუალედი გიჭირავთ მომწერეთ დაუყოვნებლივ

მუშაობა მოგიწევთ საკმაოდ საინტერესო პროექტზე და გარანტიას გაძლევთ, მსგავსი შინაარსის პროექტი ერთადერთია საქართველოში. ვისაც ამოგივიდათ ყელში ბაზები, ვები და მათი სერვისები იდეალური საშუალებაა "განტვირთვისთვის"
პროგრამის დიდი ნაწილი არის დასრულებული. კოდის ხარისხი შორს არის იდეალურისგან, მაგრამ სტილინგი დაცულია და ლოგიკური ბლოკები მეტნაკლებად გატიხრული, ასე რომ გარჩევა არ უნდა გაგიჭირდეთ. რა თქმა უნდა პრობლემის შემთხვევაში საპორტს გაგიწევთ 24/7-ზე.
შერჩეულ კანდიდატის მოვალეობა იქნება პროგრამის GUI-ს ბოლომდე მიყვანა, მასში ცვლილებების შეტანა, დელფი 7-იდან 2010-ზე პორტირება და პატარ-პატარა ფუნქციონალის დამატება. ასევე მცირედი სამუშაო იქნება ნტ სერვისის მხარეს.
ამოცანას დაგისვავთ თქვენთვის მაქსიმალურად გასაგებ ენაზე, ანუ ჩემგან არ იქნება ისეთი ფრაზები როგორიცაა: "აი ექსელში როა ისეთი მინდა", "ამას რო დააჭერ იქ, ისეთი ის ამომიფრინდეს" და ა.შ.
ასევე ამოცანის დასმასთან მათი გადაჭრის ჩემს ვარიანტს შემოგთავაზებთ რომ ბევრი არ იფიქროთ "ამის" გაკეთება "ესე" ჯობია თუ "ისე"-ო

(თუმცა თუ უკეთეს ალტერნატივას შემომთავაზებთ u r welcome

)
და ბოლოს, როგორც ზემოთ დავწერე, ჩემგან გექნებათ სრული მხარდაჭერა.
ანაზღაურებაზე მოვილაპარაკებთ.
ვინც დაინტერესდებით მომწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია dato0011<at>gmail<dot>com ზე. ასევე სასურველია გამოაყოლოთ თქვენი ნამუშევრები დელFიში და მოკლედ აღწეროთ გამოცდილებაც.