მოკლედ ყველაზე ადვილად რომ გაიგო როგორ უნდა მიუმატო რიცხვები ორობითში წარმოიდგინე ესეთი რამ:
ორობითში შეგიძლია მხოლოდ 1 -იანის და 0 -იანის გამოყენება, მოდი ჩამოვწეროთ რიცხვები ათობით სისტემაში და გვერდით მოვუწეროთ შესაბამისი რიცხვები ოღონდ ორობით სისტემაში:
მარცხნივ დავწერ ათობითს მარჯვნივ ორობითს
0 - 0
1 - 1
2- 10
3 - 11
4 - 100
5 - 101
6 - 110
7 - 111
8 - 1000
9 - 1001
10 - 1010
და ასე შემდეგ,
ვთქვათ გვინდა რომ 6 -ს მივუმატოთ 10 ორობითი სისტემის გამოყენებით:
0110
+
1010
________
10000
ეხლა აგიხსნი როგორ მივიღეთ 10000:
ჩვეულებრივად ქვეშმიწერის ხერხს გავყვეთ, 0+0=0, ამიტომ ბოლო ციფრი იქნება 0, 1+1=0, რადგანაც მხოლოდ 1-ის და 0 -ის გამოყენება შეგვიძლია და 1+1=2 -ს (ათობითში) ამიტომ 1 -ის დამახსოვრება მოგვიწევს და 0 -ის დაწერა, დაახლოებით იგივე პრინციპია რაც 5+5, 1+0=1 მაგრამ რადგანაც 1 დავიმახსოვრეთ ამიტომ მოგვიწევს 1+1 -ის შესრულება ანუ კიდევ 1-ს დავიმახსოვრებთ და 0-ს დავწერთ, და ბოლოს 0+1=0 მაგრამ რადგანაც კიდევ ერთი 1-იანი გვქონდა დამახსოვრებული ისევ 1+1 უნდა შევასრულოთ, ანუ კიდევ 1 უნდა დავიმახსოვროთ და 0 დავწეროთ, რადგანაც მეტი ციფრი აღარ არის ამიტომ დამახსოვრებულ 1 -იანს წინ მივუწერთ და გამოვა რიცხვი 10000 რომელიც ათობით სისტემაში 16 -ის ტოლი,
საერთოდ 2 -ის ხარისხების გადაყვანა ორობითში ძალიან მარტივია:
ვთქვათ გვინდა რომ 1024 გადავიყვანოთ ორობითში,
1024=2^10 (2 ხარისხად 10)
დავწეროთ 1 -იანი და მივუწეროთ 10 ცალი 0-იანი შესაბამისად მივიღებთ 10000000000 -ს

თუ გვინდა 512 გადავიყვანოთ:
512=2^9 (2 ხარისხად 9)
ვწერთ 1 -იანს და მივუწერთ 9 -ცალ 0 -ს, მივიღებთ: 1000000000
ორობითი სისტემა ძალიან საინტერესოა, 1+1=10 -ს მაგრამ 1+1+1=11 -ს

თუ უფრო დაგაინტერესა ეს პროგრამა გადმოწერე, შეიყვანე რიცხვი ორობითში და პროგრამა დაგიწერს იგივე რიცხვს ათობითში, ბევრი არ ვიწვალე და უცებ დაგიწერე პასკალში

ათობითიდან ორობითში გადამყვანსაც დაგიწერ თუ გინდა
ნუ აქაურ პროგრამისტებს ჯერ ვერ შევედრები (1 წელია ჯერ რაც ვსწავლობ) მაგრამ იმედია დაგეხმარე
გადმოწერე ორობითიდან ათობითში გადამყვანი This post has been edited by nikabika97 on 29 Jul 2010, 19:07