მოკლედ რაღაც ფინალის მერე დაიშალა სუყველა

მოკლედ აღვწერ ფინალზე რა მოხდა.
ფინალს უმასპინძლა თავისუფალმა უნივერსიტეტმა და ოლიმპიადებში რამდენიმეწლიანი გამოცდილების გადმოსახედიდან შემიძლია დავასკვნა რომ ყველაფერმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაიარა. გახსნის შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარეს ექსკურსია უნივერსიტეტში, სადაც სხვა საინტერესო რაღაცეებთან ერთად ტელეკონფერენციების დარბაზი, რობოტების ლაბორატორია და სენსორული მაგიდა იყო. ამის შემდეგ მონაწილეები კომპიუტერებთან განლაგდნენ და ცოტახანში ფინალური შეჯიბრიც გავუშვით.
პირველი ამოცანა თსუ-ს მეორე კურსის სტუდენტ ლევან ვარამაშვილმა ამოხსნა. მალე მას სხვებიც დაეწიენ და გადაუსწრეს კიდევაც. დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე ცხრილს თსუ-ს ბაკალავრი აკაკი მამაგეიშვილი უძღვებოდა. შემდეგ სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე წლევანდელი მოსწავლეთა ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი ცოტნე ტაბიძე ავიდა, სადაც მესამე საათის დაწყებამდე მყარად რჩებოდა. 2:04-ზე ლევან ვარამაშვილმა მას ამოცანით გადაუსწრო და კვლავ პირველ ადგილზე გადავიდა, სადაც ე.წ. "ცხრილის გაყინვამდე" რჩებოდა. 4-საათიანი შეჯიბრის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე ცხრილი გაიყინა, ანუ მონაწილეები სხვის მიერ ნაჩვენებ შედეგს ვეღარ ხედავდნენ და გამარჯვებულის ვინაობა დახურვამდე ინტრიგად უნდა დარჩენილიყო (თუმცა მართალია შეჯიბრის დამთავრებისთანავე გაბაზრდა გამარჯვებული).
შეჯიბრის შემდეგ თავისუფალი უნივერსიტეტი პატარა სადილით გაგვიმასპინძლდა და დიპლომების დაბეჭდვის შემდეგ დახურვაც ჩავატარეთ. პირველი სამი ადგილი დაიკავეს: მესამე - აკაკი მამაგეიშვილმა, მეორე - ცოტნე ტაბიძემ და გაიმარჯვა ლევან ვარამაშვილმა, რომელმაც ბოლო ნახევარ საათში კიდევ ერთი ამოცანა ამოხსნა. გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ კომპანია "ჯორჯიან ქარდის" (მეორე და მესამე ადგილი) და "ტოპგრუპის" (პირველი ადგილი) მიერ დაწესებული პრიზებით (აქაც დიდი მადლობა!

).
მთელი სერიის მანძილზე ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ კომპანია "ჯორჯიან ქარდი", რომელმაც დასწრებულ ტურებზე სუვენირების და პრიზების გაცემის საშუალება მოგვცა და ფინალის ორი პრიზი იკისრა და კომპანია "ლუნეტი", რომელმაც სერვერის 24საათიან რეჟიმში მუშაობა უზრუნველყო, რისთვისაც უღრმეს მადლობა გვინდა გადავუხადოთ ორივე კომპანიას. ასევე დიდ მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეს და საგანმანათლებლო ცენტრ "მზიურს", რომლებმაც სერიის III და IV ეპიზოდების დასწრებულ შეჯიბრებს უმასპინძლეს.
იმედი გვაქვს, რომ ასეთი მხარდაჭერა მომავალ წელსაც გვექნება და შევძლებთ GeOlymp Series 2011 ღირსეულად ჩავატაროთ