zoroscremlebiმოეშვი ე.წ ჰაკერობაზე ფიქრს.

--
ბევრს ვერაფერს დავამატებ, სათქმელი თქვეს უკვე

თუმცა, აქვე დავსძენდი, რომ შენი პოსტის წაკითხვის შემდეგ, ჩემი თავი გამახსენდა.
პროგრამირებისკენ მე-8 კლასიდან გამიჩნდა ინტერესი. ძალიან ბევრს ვკითხულობდი კომპიუტერის ეკრანზე სანამ მხრები არ ამტკივდებოდა.
ყოველდღე,დილით სანამ სკოლაში წავიდოდი სახლში ჯიბის ფულს მაძლევდნენ, რათა სკოლაში მეჭამა, ამ ფულს მთელი კვირის განმავლობაში ვინახავდი(სკოლაში 8 კლასიდან მოყოლებული დღემდე(12 კლასი) არაფერი მიყიდია ე.წ "ბუფეტში") და სასწავლო კვირის დამთავრებისთანავე(პარასკევს) გავვარდებოდი ხოლმე
ჩემი ფურცლების ამოსაპრინტერებლად(.pdf ფაილები იყო CD-ROM ზე, სადაც ჩემთვის საინტერესო ფურცლები ინახებოდა, კერძოდ: php,C++/C,XML,MYSQL,C#,java[ertad]script, Network და ა.შ უმეტესად პროგრამირება იყო

)
ამოპრინტერებული ფურცლები (ზოგჯერ ზედმეტადაც ბევრი იყო და ამაში 10 ლარიც გადამიხდია) სახლში მიმქონდა და მთელი დღე ვკითხულობდი, თუმცა ფარულად - რომელიმე საგნის წიგნის ქვეშ,
დავდებდი ჩემთვის საინტერესო ფურცლებს(პროგრამირებაზე), ამ დროს ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს ეგონათ,რომ ძალიან ბეჯითი ვიყავი და ყველა საგანს მთელი დღე ვუჯექი, არადა ამ დროს, რეალურად,ვკითხულობდი პროგრამირებაზე სტატიებს.
პირველად გამიჭირდა წაკითხულის კარგად გააზრება, ბევრჯერ მითქვამს: "აუ დავიღალე", თუმცა ამას ჩემი მოდუნება არ მოყოლია არასდროს, იმდენად მინდოდა გარკვევა, რომ 1 ფურცელს მთელი დღე ვკითხულობდი სანამ არ გავიგებდი,პარარელურად კითხვებს ვსვავდი ფორუმებზე.
მართალია, ამას უარყოფითი მხარეების აქვს, რადგან მე არ ვსწავლობდი გულმოდგინეთ სკოლის საგნებს,თუმცა რაღაც დროს მაინც ვუთმობდი ,რადგან მივხვდი, რომ რაღაც დონეზე ჩამოვრჩი სკოლას.
გამონაკლისია, მათემატიკა, რასაც მე თითქმის ყოველდღე ვაკეთებდი, სანამ პროგრამირებაზე სტატიებს წავიკითხავდი.
გავიდა მე-8,9,10 კლასი და სახლში ძალზედ ბევრი TuTorial ები დამიგროვდა + წიგნები ქსელებზე და პროგრამირებაზე(ამაზეც ბევრი ფული მქონდა გადახდილი).
ამ სამი წლის განმავლობაში ბევრს ვშრომობდი

და შედეგითაც კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით

წელს, სკოლას ვამთავრებ და არასდროს ვინანებ იმას რაც სკოლის პერიოდში ვისწავლე

ბოლო 2 წელი ყველაფერი გვერდძე გადავდე და ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები

მართალია, ძაან გამიგრძელდა, და ამიტომ შევწყვეტ ამდენ ლაპარაკს

პროგრამირებას დასასრული არააქ, მუდამ სწავლაში უნდა იყო, ბევრი შრომაა საჭირო რათა მიაწიო ნორმალურ შედეგს მაინც.
წარმატებებს გისურვებ! და დაიმახსოვრე მთავარია ბევრი შრომა

P.S მათემატიკას მიაწექი!
* * *
n01k37P.S სად აბარებ?

მიხარია ვიღაცა სისტემურ პროგრამირებას რომ მისდევს
This post has been edited by farel0x on 17 Feb 2011, 22:09