TrustPort-ი იყენებს 2 ანტივირუსის ბირთვს. საწყის კომპლექტაციაში ესენია (კოდური სახელი - რეალური ანტივირუსი):
Argon = AVG
Xenon = BitDefender
TrustPort Total Protection 2012-ში "ქსენონის" ნაცვლად არის:
Neon = VIPRE Antivirus
კორპორაციულ ვარიანტში შეიძლება კიდევ 2 ანტივირუსის დამატება:
Vanadium = VBA (ვირუს-ბლოკადა)
Wolfram = DrWeb
TrustPort Total Protection შეიცავს რამდენიმე ახალ მოდულს, ფაირვოლის და პროგრამების კონტროლის ჩათვლით, და საგრძნობლად უკეთესი შედეგები აქვს უბრალო ანტივირუსთან (TrustPort_Antivirus) შედარებით.
პროდუქტზე წარმოდგენის შესაქმნელად - აღწერა ილუსტრაციებით (ვისაც რუსული ესმის) -
http://virlab.comss.ru/blog/testing_anti-v...12/150.html#cutუარყოფითი - დადებითი. ერთი მხარეა რესურსები და სისტემის დატვირთვა. ზოგიერთის გამოცდილებით, ეს კომბაინი "მძიმეა" სისტემისთვის, ზოგი კი (უმეტესობა) პირიქით ამტკიცებს.
მეორე მხარეა დეტექტი. ერთ-ერთი ტესტის შედეგები -
http://virlab.pp.ua/blog/testing_anti-viru...12/146.html#cut იქვე, შედარება სხვა პროდუქტებთან:
http://virlab.pp.ua/blog/testing_anti-virus_2012/152.html მე პირადად არ გამომიცდია. ან რა აზრი აქვს, როცა წინასწარ ცნობილია, რომ პროდუქტი, ორი ანტივირუსის მიუხედავად, მაინც 95-99 პროცენტს უჩვენებს ტესტებში (ვირუსების სხვადასხვა კოლექციაზე), და საბოლოო შედეგით ვერაფრით სჯობნის ვერც რამდენიმე ცნობილ ანტივირუსს, ვერც ცალკე აღებულ თავისსავე კომპონენტებს, და ვერც ჩემს უფასო, მარტოხელა ავირას.