მეგობრებო გადახდის ეს მეთოდი მე მგონი ამ თემაში დეტალურად არ განხილულა.
მე გამოვიყენე და დავწერ შედეგს.
საუბარია სქრილზე (ყოფილი მანიბუქერს)
https://www.skrill.com/ამ საიტზე რეგისტრაცია უფასოა.
ასევე უფასოა საბანკო ანგარიშის მიბმა. მე მივაბი საქართველოს ბანკის აშშ დოლარის ანგარიში.
ასევე უფასოა არაკომერციული გამოყენება თუკი აქტივობა არსებობს.
ოდესკიდან სქრილზე გადარიცხვისას თითო ტრანზაქციაზე ოდესკი მოგაჭრით 1 დოლარს.
სქრილიდან საქართველოს ბანკში გადარიცხვისას თითო ტრანზაქციაზე სქრილი მოგაჭრით 2,49 დოლარს.
მე გადმოვრიცხე თანხა კვირას ოდესკიდან და სქრილზე დაჯდა წუთებში. კვირასვე გადმოვრიცხე სქრილიდან საქართველოს ბანკში და საქართველოს ბანკში დაჯდა სამშაბათს, ანუ 2 დღეში.
სქრილს მითითებული აქვს 2-4 დღე.