Farel0xრაზეც ეხლა ვმუშაობ Amazon -ის, eBay -ს და მისთანათა API -ებზე ბაზირებული სერვისებია...
გაყიდული პროდუქტებია ამოღება, რაოდენობრივი დაჯამება, განახლებები, გასაყიდად განთავსებულ
პროდუქტებზე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და მისთანები...
რასაც ზაფხულში ვმუშაობდი მეილების დაგზავნის სერვისი იყო (ასობით მილიონი მეილის დაგზავნა ერთ დღეში)...
შარშაც ვიმუშავე ასევე wordpress -ის ინსტალატორზე, სპეციფიურ template -ებს და content-ებს სვამდა
ბლოგში ინსტალაციის შემდეგ...
როგორც ხედავ ერთი მიმართულება არ არის...
t-90მაგ ტეგების მთავარი აზრი ის არის რომ ადამიანმა გაიგოს რა იცი...
title -ში, მაგ ტეგებში და description -ში მგონი ყველაფერი გიმეორდება...
ჩემი აზრით თავისუფლად შეგიძლია ტეგებიდან ამოიღო: xml, mathematics, web-services,
microcontroller, assembly-language
ავხსნი რატომ:
1) xml ნუ ისეთი რამე არ არის რო მანდ ადგილი დაიკავოს, ეგ ისეთი რამეა შეიძლება must know -დ ჩაითვალოს...
2) mathematics - odesk -ი არ არის სამეცნიერო ვებ გვერდი, შენ იქ სამუშაოს საძიებლად ხარ და დამიჯერე ასი წელი ისე გავა რო არავის დასჭირდება მათემატიკის მცოდნე (მარტო)... ვისაც მათემატიკა დამატებით ენდომება ის შენს პროფილში ისედაც ნახავს რომ ეს საკითხიც იცი...
3) ვებ სერვისები ისეთი რამეა რომ ნებისმიერ (თითქმის) პროგრამირების ენაში შეგიძლია გააკეთო, ის არ არის რაიმე განსაკუთრებული სერვისი თუ ტექნოლოგია..
4) მიკროკონტროლერებზე იგივე რაც მეორეზე...
5) ასამბლერიც იგივეა რა, ან არავის სჭირდება ეგეთი პროგრამირება ან ვისაც დასჭირდება ის შენს პროფილში ნახავს რომ იცი... თან დიდ ადგილს იკავებს ტეგების ადგილზე და ძნელი წასაკითხი ხდება.
არ ვიცი შენ როგორ ხარ, მაგრამ მსოფლიოს მოსახლეობის 90% ეზარება დიდი ტექსტების კითხვა, მითუმეტეს ისეთი უმნიშვნელოსი როგორიც პოტენციური შემსრულებლის კვალიფიკაციებია...
დაწერე რაში ხარ სუპერი, რა იცი ყველაზე მაგრად... და ჩემი რჩევა იქნება description -იდან მოაშორო რომ ხუთწლიანი გამოცდილება გაქვს, ეგ არ არის საამაყო, ეგ ცოტაა ძაან და ფასს გიგდებს...
კიდევ, description -იც დიდია და მის დაპატარავებაზეც იზრუნე...
წარმატებებს გისურვებ ერისა და ქვეყნის სასიკეთოდ...