ამგვარი პოსტი მქონდა უკვე და ვინმესთვის შეიძლება უსიამოვნო იყოს, მაგრამ ვიფიქრე შეიძლება ვინმეს მაინც დააინტერესოს მექთი. მეტს აღარ შეგაწუხებთ ამით, დრო აღარ მექნება ამაზე სამუშაოდ და ესე დიდი ხნით პროექტი ალბათ ამ 0.8 ვერსიაზე გაჩერდება.
რა გამოვიდაიპ:პორტების ტერმინალიდან დამატება, გაუქმება, ჩამოთვლა
საიტების მისამართების ტერმინალიდან იგივე რაც ზემოთ
პროგრამის ამუშავება გარკვეული პროქსის რაოდენობის და ან ყველას მიხედვით -l ან --limit= flag-ით
ამუშავება ასევე პროქსის წინა გამოყენებიდან 2 საათის ან მითითებული ინტერვალის მიხედვით -t ან --timeout= flag-ით
პროგრამაშივე ხდებოდეს user-agent-ის მითითება საიტისთვის
რა ვერ გამოვიდა, მაგრამ..გვერდებზე java[ertad]script-ის window.screen ობიექტს გააჩნია height, width, pixelDepth და სხვა property-ები, ასევე document ობიექტს referrer-ი, ა.შ. ვერ გავაკეთე პროგრამიდანვე რომ ხდებოდეს საიტზე ამ ცვლადების ცვლილება ჯავასკრიპტისთვის, მაგრამ ამის დასაკმაყოფილებლად პროგრამას ჩავუმატე cookie-ების ფუნქცია, საიტზე გარკვეული cookie-ებით შედის და ის საიტი, რომლის ტრეფიკზეც ვმუშაობთ სურვილისმებრ ნებაყოფლობით დაახვედრებს სპეციალურ ჯავასკრიპტს და მაშინ შეიცვლება ამ ობიექტის მნიშვნელობები.
აი ეს ჯავასკრიპტი, რომელიც შეიძლება სურვილისამებრ ჩაამატოს საიტმა ამ პროგრამისთვის და მაშინ სრულყოფილად იმუშავებს
https://gist.github.com/dnatsvlishvili/6495488შემდეგისთვის მინდოდა გრაფიკული ინტერფეისის შექმნა ამისთვის და სხვა დეტალების დახვეწა, მაგრამ ამაზე დროს ვეღარ დავკარგავ.
აი რუბის gem ფაილი და ვიდეო
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 41 )
anti_top_0.8.gem