#44505171 · 5 May 2015, 09:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Snookera
| QUOTE (Snookera @ 3 May 2015, 22:32 ) | Instructor მე პირველ რიგში ავიყვანდი გამოცდილ/მცოდნე დეველოპერს, რომელსაც გადავუხდიდი 2-4K-ს ფარგლებში და პროექტების რაოდენობიდან გამომდინარე დავამატებდი 500-1500 ლარის ფარგლებში შედარებით დამწყებ დეველოპერებს. თუ 2-3 პროექტი გექნება თვეში, გამოცდილი დეველოპერი მარტოც შეძლებს მუშაობას და თუ მოთხოვნა გაიზრდება, ისეთI კადრი, რომელსაც შეეძლება შედარებით ნაკლებად გამოცდილებს რჩევები მისცეს, პროექტის ეტაპები განუსაზღვროს და დროის მენეჯმენტი მოახდინოს, მნიშვნელოვანი ფაქტორია . მაგრამ გამოცდილში არ იგულისხმება კიბორგისა და ტერმინატორის ნაჯვარი, საქართველოში რომ ძალიან უყვართ, ეძებენ და ჯერ ვერ იპოვეს დამსაქმებლებმა . |
საინტერესო იყო თქვენი პოსტი, ყველაზე მეტად პასუხობდა ხელფასთან დაკავშირებულ საკითხებს. გამოდის რომ დამწყებ დეველოპერს 1000-1500 ლარად ვიშოვი და გამოცდილს ~4000 ლარად
t-90
| QUOTE (t-90 @ 4 May 2015, 09:00 ) | ჩემი გულითადი რჩევა იქნება რაც არ იცი იმ საქმეს ხელი არ მოკიდო. რაც იცი იმ საქმეში დახარჯე ან კარგად ისწავლე ეს საქმე ოღონდ არა ფორუმიდან. |
ყოველთვის ვეთამხმები ამ აზრს რომ მაქსიმალურად მიზანშეწონილია ის აკეთო რაც კარგად იცი. ჩემს შემთხვევაში ამ საქმეს ვიცნობ არა როგორც პროგრამისტის, არამედ როგორც მომხმარებლის კუთხით. ასევე უკვე რამდენიმე წელია ინტერნეტ მარკეტინგით ვარ დაკავებული. დავწერე რომ პროგრამირებაში ვერ ვერკვევი მაგრამ ბლოგიც დმიინსტალირებია და გამიმართია და გოოგლშიც გამიყვანია საკმაოდ დიდ კონკურენციაში მოწინავე პოზიციაზე... უბრალოდ პროგრამირება სხვა თემაა და არ მაქვს ამ კუთხით გამოცდილება. ფორუმზე იმიტომ ვკითხულობ რომ ამ ეტაპზე მხოლოდ იდეის დონეზე მაქვს და ამ საკითხზე მხოლოდ იდეის დონეზე ვფიქრობ ამ ეტაპზე. თუმცა წლის ბოლოსთვის უკვე მოვიძიებ საკმაოდ ბევრ ინფორმაციას რომ გარკვეული ნაბიჯები გადავდგა ამ კუთხით.
This post has been edited by Instructor on 5 May 2015, 09:08
|