მოთხოვნა დიდია შენზე?...
ანუ, იმას ვგულისხმობ, ეხლა სახლში ხარ, უმუშევარი, ამბობ რომ სწავლობ, ისევ ბაზარზე რო გამოხვიდე, იმ გამოცდილებით
რაც აქამდე გქონდა და იმ ცოდნით რასაც ეხლა შეიძენ, რა ეღირება შენი მომსახურება, რამდენად დაიწყებ მუშაობას და
რა რაოდენობის მოთხოვნა იქნება შენზე?...
და კიდევ ისა, ოჯახი თუ გყავს?..
ძალიან მიკვირს, ძალიან მიკვირდა ალბათ მომავალშიც გამიკვირდება, აქ ხალხი ისე ხელაღებით
დაბლოკავს 2,000 და მეტიან ხელფასს თითქოს ჩირის ფასი იყოს... რას აკეთებს პროგრამისტი ისეთს
ამხელა ფასებს რომ ადებთ, და არის კი რეალური მოთხოვნა, იხდიან კი იმდენს რამდენსაც აქ
ზოგიერთები ითხოვთ?... მე არ მიმუშავია საქართველოში ამ კუთხით, ხელფასზე,
მაგრამ დაშორებულადაც კი რო ვმუშაობ ის ფასები რასაც აქ იწუნებთ არდასაწუნია საერთაშორისო
ასპარეზზე... მითუმეტეს რომ იქ ბევრად უკეთესი ანაზღაურებაა ვიდრე აქ...
როცა ოჯახი არ გყავს ყველაფერი გაცილებით მარტივია... დაწუნებაც მარტივად შეგიძლია, წახვალ
წაუბირჟავებ, სხვისი ხელფასით იყიდი სიგარეტსაც და ლუდსაც...
ოჯახი როცა გყავს და ხალხი შენს უკან - მაშინ ძნელია არჩევანის გაკეთება, უფრო სწორად არჩევანის
გაკეთება კი არ არის ძნელი ხელფასთან მიმართებაში სიმტკიცის გამოჩენაა ძნელი, რომ არ დაიწყო
მუშაობა 1,500 ლარზე (უუფ, უმუშევარი მანახეთ ვინც არ დაიწყებს მუშაობას 1,500 ლარად და ოჯახი ყავს
ამ დროს სარჩენი

)
თუ დედაჩემსა და მამაჩემს მოაქვს ჩემი შვილებისათვის საჭმელი, თუ დედაჩემი და მამაჩემი ყიდულობს
ჩასაცმელსაც, დასახურსაც, ისენი იხდიან კომუნალურებსაც და ბენზინის ფულსაც ისენი მაძლევენ
2,000 ლარიანს კი არა 20,000 ლარიან სამუშაოსაც დავიწუნებ...

ყველაზე მატყუარა პროფესია მონადირეობა და მეთევზეობააო... ყველაზე მეტს ეგენი იტყუებიანო და ამ
ფორუმზე ისე უჩანს პირი მგონი პროგრამისტებსაც მიამატებენ...