#62597565 · 20 May 2026, 17:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iOS დეველოპმენტის სწავლა მაქვს დაწყებული. ძალიან მომწონს ეს მიმართულება. ბევრჯერ მიფიქრია რამე უფრო მოთხოვნადი მესწავლა, მაგ. .net ვაკანსიებით სავსეა ჯობს.ჯი და ლინკდინი მაგრამ არ მიმდის გული. iOS სტაკი მომწონს ძალიან, სვიფტი, xcode და ა.შ
ასევე პროგრამირებაც ძალიან მიყვარს. ლიტკოდზე ამოცანების ამოხსნა. ერთი 200მდე ამოცანა მაქვს ამოხსნილი. ძირითადად მარტივი და საშუალო კატეგორიის.
ცოტა ხნის წინ C-ს სწავლაც გადავწყვიტე. რაღაცები უკვე ვიცი აქაც.
მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ხანაში აღარ ვარ დარწმუნებული რომ დავსაქმდები ამ მიმართულებით
ეი აის პერიოდამდეც შედარებით ნაკლები მოთხოვნა იყო iOS-ზე და ამის შემდეგ რა იქნება არ ვიცი. ძალიან ცოტაა ამ მიმართულებით ვაკანსიები.
არადა ეს მიმართულება მომწონს ყველაზე მეტად და არ მინდა შეცვლა მაგრამ არც ტყუილად სწავლა, არაფრის გამო
რას ფიქრობთ ღირს სწავლის გაგრძელება ამ მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში? იუთუბზე რომ ვუყურებ სრულიად არატექნიკური ხალხი წერს აპლილაციებსაც, საიტებსაც მხოლოდ პრომტებით.
ამის შემხედვარე აღარ ვარ დარწმუნებული რა გავაკეთო.
სხვა შემოსავლის წყაროს იმედი რომ მქონდეს ჰობად დავიტოვდი პროგრამირებას, ხანდახან ლიტკოდზე ამოვხსნიდი რაღაცეებს და გავისწორებდი. არც მექნებოდა არაფერზე სანერვიულო მაგრამ სხვა რამის კეთება არც ვიცი და არც მინდა
This post has been edited by MGG on 20 May 2026, 17:46
|