ვინაიდან ამ შეიარაღებულ კონფლიქტზე ცალკე თემა არ არსებობდა, გადავწყვიტე ახალი თემა გამეხსნა.
აფხაზეთის ომის (1992-1993) შემდეგ, გალის რაიონში აქტიურად დაიწყო პარტიზანული მოძრაობა. 1996 წელს გალის რაიონში ჩამოყალიბდა პარტიზანული დაჯგუფება „ტყის ძმები“, ხოლო მოგვიანებით – „თეთრი ლეგიონი“.
ქართველმა პარტიზანებმა არაერთი წარმატებული შეტევა განახორციელეს, მაგალითად 1996 წელს გაანადგურეს 15 აფხაზი და 2 ჯავშანმანქანა.
1998 წლისთვის სეპარატისტებმა დაკარგეს კონტროლი გალის რაიონის არაერთ სოფელზე. მაგ. 2-3 მაისს ქართველმა პარტიზანებმა საქართველოს კონტროლი აღადგინეს სოფელ საბერიოზე და ხუმუშქურზე. 1998 წლის 9 მაისს კი სოფელ ფიჩორში ჩატარდა მარულა რომელსაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ და აღმართეს შინდისფერი დროშა.
18 მაისს, ქართულმა პარტიზანულმა დაჯგუფებებმა შეტევა მიიტანეს სოფელ რეპში განლაგეულ აფხაზურ მილიციის საგუშაგოზე. 17 აფხაზი მილიციელი მოკლულ იქნა.
20 მაისს, დაახლოებით 1500 აფხაზი ჯარისკაცი, რუსული წარმოების T-55 და T-72 ტიპის ტანკებით, 122–მმ–იანი საარტილერიო დანადგარებით შევიდნენ გალის რაიონში. დაიწყო სასტიკი ბრძოლები. 21 მაისს პარტიზანებმა პოზიციები შეინარჩუნეს.
22 მაისს მხარეებმა თბილისში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც იმავე დღეს დაირღვა. დაიწყო უსასასტიკესი ბრძოლები.
24 მაისს აფხაზებმა დამატებით მიიღეს T-55-ები და არტილერია. ქართველები (რომლებიც მტერზე ისედაც გაცილებით ცოტანი იყვნენ) კი კალაშნიკოვებისა და ყუმბარმტყორცნების იმედად დარჩნენ. პარტიზანები სისხლისგან იცლებოდნენ.
25 მაისს საქართველოსა და სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაგრაში ხელი მოაწერეს მორიგი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ცეცხლის შეწყვეტა ძალაში მეორე დღის 6:00 საათზე უნდა ამოქმედდებულიყო, მაგრამ ბრძოლა მაინც გაგრძელდა. 27 მაისს კი სრულიად გალის რაიონი სეპარატისტთა კონტროლ ქვეშ მოექცა.
საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, შეიარაღებული დაპირისპირებებს შედეგად 6 ქართველი დაიკარგა, 35 მშვიდობიანი მოსახლე და 17 ჯარისკაცი დაიღუპა, 24 დაიჭრა და 56 ტყვედ ჩავარდა. ამის გარდა, 1,695 ქართული სახლი განადგურებულ იქნა. ხოლო აფხაზების მხარეს, 300 ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა.
P. S ერთმა ფორუმელმა მითხრა, რომ ამ შეიარაღებული კონფლიქტისთვის ომის წოდება შეცდომაა, მაგრამ ვიკიპედიაში ასე წერია.
ფოტოზე: შინაგანი ჯარის მებრძოლები გალში 1998 წ.
This post has been edited by Aleksandre166 on 10 Sep 2023, 00:12