#58844392 · 5 Feb 2022, 22:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
TAG ნამწვის მოცილება მარტივია, მაგას ალბათ ტყვიის ნადები ექნება.
იარაღის მაღაზიაში იკითხეთ ნადების მოსაცილებელი სპრეი, ან უნივერსალური ზეთი (ესაც გამოდგება). შეასხურეთ, გაატარეთ ლულაში რბილი ჯაგრისი, რომ სითხე ყველგან მოედოს და 10-15 წუთი დააცადეთ. შემდეგ ატარებთ სპირალს (არაფერი სახიფათო არაა, მთავარია სპირალის თავსა და ბოლოში მავთული ჩაკეცოთ კარგად, ლულას არ მიედოს). ტყვიის ნაფლეთებს გამოიტანს სპირალი. 2-3-ჯერ გაიმეორეთ ეს პროცედურა (მსუბუქ ნადებზე ერთიც ეყოფა). სპირალის ბევრჯერ გატარების არ შეგეშინდეთ, მაგისთვისაა შექმნილი.
ან ვინმე ნაცნობ მსროლელს/მონადირეს მიუტანეთ, ექნება ყველაფერი.
ლულის გაწმენდის სერვისი არ გამიგია, თეორიულად ვინც არემონტებს იმან უნდა გაწმინდოს კიდევაც, მაგრამ ეგ დაახლოებით იგივეა, დასატენად ტელეფონი სერვისში მიიტანოთ.
|