#61357894 · 23 Jun 2024, 10:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (misha-htc @ 22 Jun 2024, 11:51 ) | QUOTE (გამარჯობაათ @ 20 Jun 2024, 15:15 ) | ნუ 180-ზე თუ ბრუნდება, 360 აღარ ესაჭიროება, ებრაული პითონ-5 ნამდვილად ვიცი რომ ბრუნდება 180 გრადუსზე, ანუ გაშვების შემდეგ შეუძლია მოტრიალდა და უკან წავიდეს, ასევე სავარაუდოდ შეუძლია ამერიკულ AIM-9X მოდიფიკაციასაც უკან მიტრიალება. ნუ ამ ამერიკულ რაკეტასე Data Link აყენია და მისი აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს რომ, რაკეტა გაისროლო ისე, რომ სამიზნე არ ჩაიჭიროს. ვთქვათ მოწინააღმდეგე ისეთი კუთხითაა შენთან, რომ რაკეტის თავაკი მანდ ვერ ტრიალდება და ვერ ჩაიჭირა სამიზნე, მაგრამ გამანადგურებლის საბორტე სენსორებმა მოწინააღმდეგე დააფიქსირეს, ამ შემთხვევაში ისვრი რაკეტას ბრმად და Data Link დახმარებით ახდენ მის კორექციას და მიზანზე გაყვანას.
ამას გარდა Data Link ასევე საჭიროა მე-5 თაობის გამანადგურებლებისთვისაც, მათი რაკეტები შიდა საცავში არის ჩამოკიდებული და ოპტიკურ თავაკებს სამიზნის დანახვა არ შეუძლიათ, ამიტომ მათო LOAL რეჟიმში ხდება. |
თუ არ გეწყინებათ შევასწორებ - სითბურთავაკიან რაკეტებს როგორებიც არიან პითონ 5 და აიმ-9 არ სჭირდებათ Data Link ით გაცილება ან საერთოდ Data Link ის ჩარევა მათ მუშაობაში. Data Link ით ხდება საშუარო დისტანციაზე მოქმედი აქტიური რადიოლოკაციური თავაკით აღჭურვილი რაკეტების გამიზვნა როგორიც არის აიმ-120 ან მეტეორი.
სითბური რაკეტების გამიზვნა ხდება ან რადარის მეშვეობით რომელსაც ისედაც უფრო ვიწრო ხედვის კუთხე აქვს ვიდრე რაკეტის თავაკს - შესაბამისად თუ რადარი ხედავს სამიზნეს იგივე სამიზნეს რაკეტის თავაკიც დაინახავს. ასევე სითბური რაკეტის გამიზვნა ხდება შლემის მეშვეობით რომელიც უშუალოდ რაკეტის თავაკს ამოძრავებს - მიიხედავ მარცხნივ და რაკეტის სითბური თავაკი მიიხედავს მარცხნივ. შესაბამისად თუ თვალით ხედავ მოწინააღმდეგეს და შლემის კურსორს დაადებ სამიზნეს ის რაკეტის თავაკი ჩაიჭერს მას და შეგეძლება განახორციელო გასროლა. ნებისმიერ შემთხვევაში რაკეტის თავაკის კუთხეები საკმარისია წინა ნახევარსფეროში საკმაოდ დიდი კუთხით სამიზნეების დასალოქად. როცა რაკეტის თავაკი ჩაიჭერს სამიზნეს და გაისვრი მერე მოწინააღმდეგე თუ მოექცა შენს უკან კი ჩამოაგდებს რაკეტა (შებრუნდება თუნდაც 180 გრადუსით) ოღონდ შენს უკან თუ არის სამიზნე ან თუ იმდენად დიდი სიჩქრით ჩაგიარა შემხვედრ კურსზე რომ შენ ვერ მოასწარი რაკეტის სროლა რაკეტა უკან არ გაფრინდება მის ჩამოსაგდებად მაინც მოგიწევს ცოტათი მაინც მტრისკენ თვითმფრინავის მიბრუნება რომ ან რაკეტის თავაკის ხედვის კუთხეებში (საკმაოდ დიდი აქვს) შემოიყვანო ან რადარით დაიჭირო. იდეაში კი უმჯობესია როცა ორივე სენსორი ხედავს მიზანს - რადარიც და რაკეტაც.
|
ყველაფერი მასეა, მაგრამ დატა ლინკს მაინც იყენებს ბოლო თაობის რაკეტები.
QUOTE | The AIM-9X Block II is the most advanced short-range air-air missile in the U.S. inventory, capable of using its datalink, thrust vectoring maneuverability, and advanced imaging infrared seeker to hit targets behind the launching fighter. |
https://www.navair.navy.mil/product/AIM-9X-...ching%20fighter. ჯერ ერთი სტელსის შიდა ნაკვეთურებიდანაა საჭირო ეს დატა ლინკი. რაკეტას ასევე აქვს LOAL შესაძლებლობა, ანუ რაკეტა ვერ ხედავს სამიზნეს, თვითმფრინავი ხედავს, ამიტომ ისვრი მიზნის ჩაუჭერლად და რაკეტა გაშვების მერე ახდენს სამიზნის პოვნას და მის ჩაჭერას, ამისთვის აუცილებელია დატა ლინკი QUOTE | "Analysis completed to date indicates that the missile is exceeding performance requirements in all areas, including lock-on after launch (LOAL)."[/SC] |
https://www.flightglobal.com/aim-9x-block-i.../108582.articleებრაულ Python 5 აქვს დატა ლინკი: Guidance : Infrared, INS, Datalink https://old-forum.warthunder.com/index.php?...o-air-missiles/ This post has been edited by გამარჯობაათ on 23 Jun 2024, 10:42
|