1. სამხედრო სფერო და შეიარაღება
2. სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ
3. პოლიგონი
ძალიან ბევრი საკითხებია დაგროვებული რომელიც უბრალოდ - გასაუბრებასაც კი საჭიროებს.
ბოლო ხანებში ბევრი იარაღი გაიყიდა მოსახლეობაში და მოვლაც კი არ იცინ წესიერად. არ იყიდება საწმენდი საშუალებები.
გამყიდველები თავმომწონედ დგანან დახლთან, მაგრამ როგორც კი საწმენდ საშუალებას მოსთხოვ - მაშინვ ან "გლუხარს" გაჩვენებენ, ან ირანულ ზეთებს.
სპილენზის მოსაშორებელი ამიაკიანი ხსნარი მინდა თქო და სულ გააფრინეს..ლამის დამცინეს.
მთელს თბილისში ვეძებე WD40 - ელემენტარულად გაწმენდილი , გამოხდილი ნავთის ბაზაზეა დამზადებული.
თვითონ ვაზნების ფასი - 4-5 ძვირია ვიდრე მწარმოებელ ქვეყნებში., და რომც მოგინდეს წესიერი ხარისხისას ვერაფერს იყიდი.
გამყიდველს ჰკითხავ - რა ვაზნები გაქვს? - პასუხი რუსეთის (დიანაში ჩეხეთიც არის, მაგრამ 2 ლარი - ცალი), არადა რუსეთში 4-5 ქარხანაა (რომელიც მე ვიცი) რომელიც სამოქალაქო -სანადირო ვაზნებს აწარმოებს. და ერთმანეთისგან როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება. ქარხნის სახელს რომ კითხავ გამყიდველს ცერად გიყურებს.
ხელოსნები - ეს კიდევ კლიენტიების დაბოლების ერთი საშუალება.
არ არის ტირები, სასროლეთები.
სადაც მე დავდიოდი - ის დახურეს 1990-ში.. ერთი 300 მეტრიანი სასროლეთი იყო და ისიც აღარ არსებობს.
აღარ გავაგრძელებ. ზოგადად იმის თქმა შემიძლია რომ ხალხში იარაღის მოხმარების , განსაკუთრებით კი კუთხვილლულიანის, ძალიან დაბალი კულტურაა .
არადა სროლა ნერვებს როგორ აწყნარებს.

თუ ასეთი განყოფილება ჩამოყალიბდება, ძალიან კარგი იქნება.
მაქვს დომენი, რომელზედაც ვაპირებ სახელოსნოების, მაღაზიების და სხვა საჭირო ინფორმაციის დატანას. მაგრამ მაღაზიები ვერ დავითანხმე, 2-3-თან მქონდა ლაპარაკი.
ერთი ჯგუფი ხელოსნების (თან ძალაინ კვალიფიციური), რომლებიც თანამშრომლობაზე დამთანხმდნენ, სახელოსნოს გარეშე დარჩნენ..
მოკლედ მოსაგვარებელია ეს საქმე, ფორუმით თუ უფორუმოდ, უბრალოდ არ ვიცოდი ვინმე თუ იყო მსურველი ასეთი საქმე გვეკეთებინა. ცხადია, TIM თუ ფორუმით სარგებლობის საშუალებას მოგვცემს ძალიან კარგი იქნება.
კიდევ ერთხელ - ამ განყოფიებაში არ უნდა იყოს თემები რომლიც არღვევს საქართველოს კანონებს.
არ უნდა ირჩეოდეს თუ როგორ დაამზადო ბომბი (ზოგადად) - ეს აუცილებელია.
This post has been edited by PBero on 30 Sep 2004, 09:43
თბილისი ფორუმი ახალი თაობის კომკავშირელი ქაჯების სამფლობელოს დაემსგავსა...
სიკეთეში მოგახმაროთ.