ვაჰ ეს რა თემა გამომიტოვებია...

მაშ ასე ჩემო კეთილო ხალხო დავიწყებ ურწმუნოების დარწმუნებას იმაში რომ ლონგბოუს
ვერანაირი აბჯარი ვერ უძლებდა, რაგინდ სუპერაბჯარიც არ უნდა ყოფილიყო ეს !
ლონგბოუ ანგლო-სახსებმა შეიტანეს ინგლისში როგორც სანადირო მშვილდი და მე-9 ს-დან იგი ფართოდ გამოიყენება როგორც სამხედრო საბრძოლო იარაღი.
- ლონგბოუ როგორც სტანდარტი სიგრძეში იყო 190 სმ და ისროდა
82 სმ-იან ისრებს (32 ინგლისური ინჩი)...
- ისრისთვის გამოიყენებოდა ორი სახის ფოლადის წვეტი: 1) მთლიანი ჯავშნის წინააღმდეგ ე.წ.
Bodkin-წვეტი, რომელიც 80 მეტრ დისტანციაზე ყველანაირ აბჯარს ხვრეტდა და 2) ჯაჭვის პერანგის წინააღმდეგ - ე.წ.
Needle-Bodkin-წვეტი, რომელსაც 10 ს-მდე სიგრძის წვეტი ჰქონდა და ჯაჭვის პერანგს ადვილად ხვრეტდა.
- ლონგბოუმენები ისარს 500-600 მეტრ დისტანციამდე ისროდნენ, საბრძოლო დისტანცია 200 მეტრამდე იყო და
წუთში 6 გასროლას ასწრებდნენ !
- თითქმის 400 წლის განმავლობაში ლონგბოუ ინგლისის არმიის სუპერიარაღი იყო, რომელმაც ინგლისს მრავალი ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანა. (ჩამოთვლას არ დავიწყებ)
- 1523 წლის აღწერის დოკუმენტის მიხედვით მარტო ლონდონის ტაუერში ინახებოდა: 11 000 ლონგბოუ, 6 000 კაპარჭი, 384 000 ისარი და 86 400 მშვილდის ლარი !
- ცეცხლსასროლი იარაღის გავცელებამ ბოლო მოუღო ლონგბოუს და ელისაბედ I-ის 1595 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებულებით ჰერფორდშირის საგრაფოს ბოლო 100 ლონგბოუმენს მშვილები ჩამოართვეს და მუშკეტები დაურიგეს.
ლონგბოუთი უამრავი ტესტია ჩატარებული თუ როგორ ხვრეტდა აბჯარს. ვიდეოც მაქვს ნანახი და თუ მივაგენი ნეტში დავაგდებ ლინკს. მანამ კი ამ სურათებით დავკმაყოფილდეთ



* * *


* * *


* * *

