მართალი ხარ ჩამოკიდება თუ გინდა მარტო მაშინ, კარგად ნაკეთებსაც ეკარგება ის რაც სულით და გულით არის გაკეთებული. ძველს რომ მაგ მიზნით ეძებ კარგია
სამწუხაროდ ეს მხოლოდ ჰობია და არა საქმიანობა, იყო დრო როცა სერიოზულად ვიყავი დაკავებული ამ საქმიანობით, ახლა როცა ვიცლი მაშინ.. შემოთავაზებისათვის გაიხარე
1-2 საათში ჩავუჯდები და ავხსნი რა, როგორ, რომ აინტერესებდათ და ვისაც ოდნავ ნიჭი აქვს გაუადვილდება
* * *
აი როგორც იქნა მოვიცალე, დავიწყებ spec -ის და M_Admiral-ის თხოვნებით : მშვილდზე და ისარზე
მშვილდი
ქართული მშვილდები, მათი დამზადების მასალის მიხედვით, ორი ძირითადი სახისაა - ხისა (მარტივი მშვილდი) და სხვადასხვა მასალის (შედგენილი მშვილდი). ბოლო დრომდე საქართველოში შემონახული იყო უმთავრესად მთლიანად ხისაგან დამზადებული მშვილდები, რაც შეეხება სხვადასხვა მასალებისაგან შედგენილ მშვილდების ისინი დიდი ხანია გამოვიდნენ ხმარებიდან და ამჟამად მათი ნახვა მხოლოდ მუზეუმებში ანდა ხატ-სალოცავებში შეიძლება.
ს.ს. ირბელიანს მოჰყავს მშვილდის რამოდენიმე სახესხვაობის დასახელების მისი მასალისა და დანიშნულების მხედვით, საკუთრივ "მშვილდი" (ისრის სატყორცნელი), "აჯის მშვილდი" (ფალაურის ენით რქის მშვილდი, "ბზაკალი" ("ხის მშვილდი გინა ბზის ხის კოპიტი"), "ქამანი" ("სუსტი მშვილდი"), "ჯიღა მშვილდი" ("ტყეთა შინა სასხლეტად მორთვენ მშვილდ ისართა რა ნადირნი გავლიან, შესძრავს დასხლტება და მოჰკლავს").
მშვილდი ძირითადად შოთქვის, ფოხვისა და დგნალისაგან მზადდება, შეიძლება აგრეთვე ცირცლისაგან დამზადებაც. მშვილდისთვის ტყეში მოჭრილ ხის ტოტს თუშეთში "საფშვინდეს" უწოდებენ. საფშვინდედ აირჩევენ ძირეულად - "შვებულად" ამოსულ ხეს, დაახლოებით მაჯის სიმსხო "შვებულოს". საფშვინდე ისე უნდა შეირჩეს, რომ "ჭიდი არ ქონდეს გოზაში".
მშვილდის სიგრძე ადამიანის "შეძლების ანუ მისი ძალის მიხედვით მოიზომება". ჩვეულებრივად მშვილდს ორივე გაშლილი მკლავების სიგრძისას ირჩევენ, რასაც ყულაჯი ეწოდება (სახელურის ზემო ნაპირიდან იგი მწყრთა და ერთი მტკაველი უნდა იყოს. სიმშვილდე ხეს რომ მოსჭრიან, ზურგიდან მოთლიან ცტას, მეტი დრეკადობის მიზნით.
ამ სამშვილდეს ერთ კვირამდე დააცლიან, რომ ცოტა შეშრეს, შემდეგ გამოსაშრობად დაახლოებით ერთი კვირით დებენ ნაკელში, მაგრამ არის ცნობა რომ სამშვილდის გამოშრობა ამ წესით 2-3 თვეს ანდომებდნენ.
ითვლება, რომ ნაკელი სამშვილდე მასალას აწრთობს. მთათუშეთის ზოგიერთ სოფელში (მაგალითად ფარსმაში) ამ მიზნით ცხენის ნეხვს ირჩევდნენ, ვინაიდან მათი დაკვირვებით, ეს უფრო დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, საერთოდ უფრო მხურვალეა და კარგადაც აწრთობს მშვიდლს. შემდეგ ამოიღებენ ამ მასალას, გარეცხავენ მშვილდს გააკეთებენ და ლარს (საბამი) მოარგებენ. ლარის (საბამის) მორგებისას ლარსა და მშვილდის სახელურს შორის გარკვეულ მანძილს იჭერენ, კერძოდ შეკრული მუშტით და აშვერილი ცერა თითით - აი ასე

.
ცნობილია რომ ჩვეულებრივად საქონლის შარდიცა და ნაკელიც ბაშტის კარის წინ გროვდება. სამშვილდეს, როგორც წესი, ნაკელის ქვეშ ათავსებენ იქ სადაც შარდი იწურთება. ამის მიხედვითუნდა ვიფიქროთ, რომ სამშვილდის წრთობაში უფრო მეტი როლი შარდს უნდა ჰქონოდა.
გამზადებულ მშვილდს (ლარის გარეშე) ზოგი ალუდის (ლუდის) სახარშ ქვაბში ჩააყუდებდა და ლუდთან ერთად ხარშავდა 3-4 საათის განმავლობაში. მშვილდის გამოხარშვა, გარდა ამისა, არყის ბუყშიც იცოდნენ. (ბუყი არყის გამოხდის შემდეგ დარჩენილი ნაძირალაა). საამისოდ მშვილდს ჩადებენ ცხელ ბუყში და ერთი კვირის განმავლობაში იქ ამყოფებდნენ.
სამშვილდის გამოსაშრობად ზემოხსენებულ წესებს ამჟამად აღარავინ მიმართავს. განსაკუთრებით ეს ითქმის გამოშრობაზე, რომელიც იმდენად ძველია, რომ მეხსიერებაში მისი აღდგენა ძნელდება.
სამშვილდის გამოშრობის შემდეგ მას დანით გააცლიან ქერქს "სიგრძიდან-სიგრძემდე", შიგნითა მხრიდან, საიდანაც იგი უნდა გაითალოს. მერე შუაში დაუტოვებენ სახელურის ადგილს, ხელის ზომაზე ცოტა მეტს, დაახლოებით 15 სანტიმეტრამდე, რაც უფრო სქელია სახელურის ადგილი, მით კეთესია - ეს ზრდის გოზანების დრეკადობას. შემდეგ გაუთლიან ორივე მხარეს დაახლოებით ნახევარ სისქემდე. გოზანი გვერდებით ისე უნდა ჩაეთალოს მშვილდს, რომ თითოეული შუა ნაწილში ცოტა ამაღლებული იყოს, რადგან ეს ნაწილი ყველაზე დიდ დატვირთვას განიცდის, ჩვეულებრივ. ამის შემდეგ მუხლზე ისინჯება გოზანების სისქის ერთგვარობა. აქედან კი მისი დრეკადობა, ამისმიხედვით სისქის ერთგვარობა. აქედან კი მისი დრეკადობა, ამის მიხედვით ხდება შემოწმება " გოზანები მოსდევს თუ არა", ე.ი. თანაბარი დრეკადობისაა თუ არა.
ამის შემდეგ გოზანებს უკეთდება ჭდეები. უკანა მხარის გოზას ჭდეები საბამის დასამაგრებლად არის განკუთვნილი. უკანა გოზას ორივე მხარეს თითო ან ორ-ორი ჭდეა. გოზანებს ორ-ორ ჭდეს იმიტომ უკეთებენ, რომ საბამი რამდენჯერმე დაეხვიოს. იმის მიხედვით თუ როგორ იცვლება მშვილდის ან საბამის ელასტიურობა, საბამს სხვადასხვა ზომაზე უკეთებენ. ამიტომ საამის მოზომვისას სათანადო თადარიგს იჭერენ. წუნა გოზას მხარეზე თითო ჭდე აქვს; მათ "ამოსაგდები ყია" ეწოდება. საბამის ეს ბოლო მუდმივი ზომის მყარი ყულფით არის დამაგრებული.
"მშვილდის ხმარებაში უნდა იყოს, სახრეს რომ მოსჭრიან, ხმარებაში უნდა ჩავარდეს. თუ არ იქმარება გახმება და ხმარებაში გატყდება. ასევეა გოზანებიც - ამბობენ ადგილობრივი ოსტატები.
* * *
ისრებზეც დავწერ მალე

! ! ! ! ! ! ! ! !
This post has been edited by Georg1an on 24 Oct 2010, 18:30