ბიჭებო მე საბერძნეთის სამხედრო აკადემიაში ვსწავლობ,აქ დიდი რაოდენობით სამხედრო ჟურნალები გამოდის(10-ზე მეტი გამოცემაა,ჩვენთან კიდევ მხოლოდ არსენალია სამწუხაროდ)რასაც სამხედროსთან კავშირ აქვს ყველაფერზე წერენ-სამხედრო ტექნიკქზე,ომებზე,ისტორიულ ბრძოლებზე,ლოკალურ ომებზე,დაწვრილებითი ანალიზით და სად რა იარაღი იქნ გამოყენებული.როგორც იცით საბერძნეთი NATO-სქვეყანაა და რუსულ იარაღს მაინცდა მაინც არ უნდა სწყალობდნენ,მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მასე არაა აქ რუსულ იარაგზე ბევრი წამიკითხავს და ერთ რამეში დავრწმუნდი რომ რუსებს ფარჩაკი და ბანძი იარაღი სულაც არა აქვთ.რაც შეეხება იარაღის ავ კარგობას ეგ ცოტა რთული თემა,იმის დადგენა და დარწმუნებით დასკვნის გამოტანა რომელ იარაღი სჯობია ძალიან ძნელია!!!!მაგრამ გავბედავ და ვიტყვი რო SU-25 არა თუ არ ჩამორჩება A-10 არამედ ბევრ რაღაცაში ჯობნის კიდევაც:
1.ის რომ მართლა მფრინავი ტანკია მაგაზე ორი აზრი არ არსებობს,მისი შუშები 12,7მმ კალიბრის ტყვიებს უძლებს და ეს არც თუ ისე სუსტი კალიბრია(ცნობისთვის 12,7მმ BTR-სა და BMP-ს უპრობლემოდ ხვრიტავს)ასე რომ თქვენ დაასკვენით რამდენად უსაფრთხოა,ქვევიდან ZU-23 -ისთვისაც კი მიუდგომელია(ტიტანის ფილების კორპუსი აქვს) და სამართლიანად ითვლება მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მძიმედ შეჯავშნულ თვითმპრინავად.
2.რუსული ძრავები სრულებითAც არ არის ბანძი და სუსტი ძრავები როგორც აქ მოიხსენია ვიღაცამ,MIG-31(მოდერნიზირებული MIG-25)ითვლება მსოფლიოში ერთერთ ყველაზე სწრაფ(3200+ კმ/სთ) და მაღლა მფრენ გზაგადამჭრელად,ასევე არც სხვა თვითმფრინავები არ განიცდიან ძრავის სისუსტეს(SU-27,MIG-29,TU-160) მაგიტომ მასეთი გამოთქმების დასაბუთებასაც გთხოვთ.და საერთოდ რუსული ტექნიკა დასავლეთის ტექნიკისაგან სიმარტივით და გამძლეობით გამოირჩევა.
3.რაც შეეხება SU-25'სკორპიონს' SU-39-ს მართლა სჯობია,SU-39-ში რუსებმა გამოიყენეს SU-25UB,UB-uhebna baevoi-ის ნიშნავს,და ჩვეულებრივი SU-25 ისგან იმით განსხვავდება რომ 1 ნაცვლად 2 კაციანი კაბინა აქვს სწავლების მიზნით(ინსტრუკტორი და ახალბედა კურსანტი)შესაბამისად წონაც უფრო მეტი აქვს და გაზრდილი წონისა და კორპუსის გამო შემცირებულია საბრძოლო დატვირთვა,სიჩქარე და მანევრულობა.რუსებმა გადააკეთეს 1 კაციანად და მეორე კაცის ადგილი სულ თანამედროვე ელეკტრონიკას დაუთმეს(ღამე და ცუდ ამინდში ფრენისა და ბრძოლის წარმოების ხელსაწყოები) ჩვენი SU-25 სკორპიონი კიდევ ჩვეულებრივი 1 ადგილიანი SU-25-ია რომელსაც ძველი რუსული ელეკტრო აპარატურა შეცვლილი აქვს თანამედროვე ებრაულ ელ.აპარატურაზე რის შედეგადაც აპარატურის წონა 450კგ-თი შემცირდა რაც გამოყენებულია დამატებით საწვავზე და 30მმ ტყვიების მარაგის გაზრდაზე.ასე რომ ჩვენი"მორიელი"უფრო მოქნილი,სწრაფია და ამასთან უფრო თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი,თანაც "სკორპიონს"შეუძლია როგორც რუსული ასევე NATO-ს შეიარაღების ტარება და გამოყენება,თუმცა ეგ არც რუსებისთვის წარმოადგენს პრობლემას როგორ თვითმფრინავსაც შეუკვეთავ ისეთს აგიწყობენ.
ჩემის აზრით რუსებს ვაჯობეთ

))))))))
4.რაც შეეხება SU-25სკორპიონს და A-10 მე მგონინ სცორპიონი აჯობებს:
ა.საიმედოობით
ბ.სისწრაფით
გ.მანევრულობით
დ.შეიარაღება ერთი და იგივე აქვს.როგორც ზემოთ მოგახსენეთSU-25 სკორპიონი NATO-ს შეიარაღებასთანაა ადაპტირებული,მაშასადამე A-10 საბრძოლო კომპლექსსაც გამიოყენებს,თუმცა არც რუსული შეიარაღებაა ცუდი,რომელიც არა თუ არ ჩამოუვარდება არამედ ბევრ მახასიათებელში სჯობია კიდეც დასავლეთის შეიარაღებას
ე.6 ლულიანი,მბრუნავ ბლოკიანი ქვემეხი რუსებსაც გააჩნიათ(MIG-25,MIG-31,MIG-1.44) რომელიც ამერიკულისგან განსხვავებით ელეკტრო მოტორით კი არ ბრუნავს არამედ დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი წნევის ძალით,უფრო მსუბუქი,პატარა და საიმედოა რადგანაც არ საჯიროებს აკუმლიატორს და ელეკტრო ძრავას.
საერთოდ მასეთი იარაღის გამოყენება არ გამოყენება სადავო საკითხია.6 ლულიანის სიძლიერე ეჭვს გარეშეა უფრო მეტია ვიდრე 1 ლულიანისა(6000გასროლა წუთში 1 ლულიანის 700-900 ის მაგივრად) მაგრამ ამ სიძლიერის პრაკტიკული გამოყენება ფაქტიურად შეუძლებელია,მისი სწრაფ სროლა ხელოვნურად დაყავთ 1000-1500ტყ/წთ,ტყვიების ეკონომიის მიზნით(A-10-ს მგონი 2000 ის ფარგლებში უნდა ჰქონდეს,შეიძლება ცოტა ნაკლებიც)და აგრეთვე უკუცემის ძალის შესამცირებლად რომელიც საშინლად დიდია მაშასადამე მისი სიზუსტეც დაბალია,რომელიც სროლის ტემპის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო კლებულობს,მისგან საჭინააღმდეგოდ 1 ლულიანი BMP-2-ის 30მმ ქვემეხი დიდი საიმედოობით და სიზუსტით გამოირჩევა და ამით კომპენსაციას უკეთებს შედარებით დაბალ სწრაფსროლას.რაც შეეხება გაღარიბებული ურანის თყვიებს მასეთები რუსებსაც გააჩნიათ მაგრამ სიძვირის გამო არ იყენებენ,თუმცა აქ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკას კი არ განვიხილავთ არამედ იარაღს და ფაქტია რო სკორპიონს შეუძლია მასეთი ტყვიების გამოყენება.
მე მგონი ამერიკელებსაც ვაჯობეთ

)))))))))
* * *
კიდე ერთი რამ:ორივე თვითმფრინავზე 30მმ ქვემეხები არ გამოიყენება ტანკების გასანადგურებლად,რადგანაც ვერ გახვრიტავს ტანკის სქელ ჯავშანს,მხოლოდ მის ნაწილობრივ დაზიანებას გამოიწვევს,ამ ქვემეხების ძირითადი მიზანი BMP-ეებისა,BTR-ების(1500მ ფარგლებში) და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურებაა,ტანკებისთვის ორივე თვითმფრინავს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები გააჩნია.აგრეთვე როგორც ვიცი SU-25-ის არსენალში NRS(ნე უპრავლიაემაია რაკეტნაია სისწემა) ბლოკიც შედის.
“Yea though I walk through the Valley of the shadow of Death, I shall fear no evil...because I am the meanest motherfucker in the Valley.”
― Bruce H. Norton, Force Recon Diary, 1969: The Riveting, True-to-Life Account of Survival and Death in One of the Most Highly Skilled Units in Vietnam