აკლია კიდევ ბევრი ვინმე...
კახეთ-ჰერეთი რომ ცალკე სამეფო იყო ფაქტია, და მისი თითქმის უსისხლოდ დაბრუნება ძაან დიდი პლიუსია დავითის.
ქართლში თბილისის ამირა, ბაღუაშები, აბულეთისძენი ბატონობდნენ. მათი მორჯულება-განადგურებაც, რაც საუკუნის განმავლობაში მისმა წინაპრებმა ვერ შეძლეს, საკმაოდ ოსტატურად მოახერხა დავითმა.
გიორგი II მეფობის წლებში თვითონ დასავლეთ საქართველოს ფეოდალთა (ლოიალურ ფეოდალებად რომ ითვლებოდნენ) ისეთ გამოხტომებს აქვს ადგილი რომ ზოგჯერ დაუჯერებლადაც კი ჩანს. მაგ: ვარდანისძემ და ქვაბულისძემ სამოფო ქალაქი ქუთაისი აიღეს და მეფის სასახლე გაძარცვეს. დავითის მეფობის დროა ამ საგვარეულოების ასეთი საქციელი არ ჩანს, სავარაუდოა რომ მეფემ ჭკუაზე მოიყვანა თავგასულები. (არაა საფიქრალი რომ ეს ძალოვანი მეთოდებით გაკეთდა)
მესხ დიდებულთა ბიზანტიასთან კურკურიც, რომელსაც ადგილი ბაგრატის და გიორგის მეფობის დროს ჰქონდა და რომელთაც ეს მეფეები საჩუქრებით თუ აკავებდნენ თავიანთ მხარეზე დასრულდა დავითის მეფობაში.
შიდაპოლიტიკურ სარბიელზე დავითის ყველაზე დიდი გამარჯვებად მაინც ლიპარიტის დამხობა იყო. არ დაგვავიწყდეს ის ფაქტი რომ განსხვავებით თავი წინაპრებისგან, რომლებსაც მოკავშირედ ბიზანტია ჰყავდათ, ლიპარიტ IV-მ სელჩუკებთან დაამყარა კავშირი და გამაჰმადიანდა. თავისი მეფობის პირველსავე წლებში ასეთ დიდი ფეოდალთან და ამავე დროს სელჩუკთა ამირასთან დატაკება დავითისთვის უბრალო საქმე არ იყო.
არის კიდევ ერთი მომენტი რაც ქართულ ისტორიოგრაფიაში ცოტა უკანა პლანზეა გადაწეული. დავითი ალბათ ერთადერთი მეფე იყო, რომელსაც შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე კონტროლი არ დაუკარგავს და მასზე ყურადღება არსდროს არ მოუდუნებია. მსტოვართა აპარატის შექმნა არ ითვალისწინებდა მარტო საგარეო დაზვერვით სამუშაოებს, უფრო მეტად ქვეყნის შიგნით ინფორმაციის მოპოვებით იყო განპირობებული. დიდი ჯარი კი არა, არამედ სწორი და სწრაფი ინფორმაციის ქონა იყო მეფის ყველაზე დიდი იარაღი ურჩ ფეოდალების წინააღმდეგ. დავითი ერთადერთი მეფე იყო ქართველ მეფეებს შორის ვინაც ასე სწორად გაიგო ინფორმაციის, როგორც იარაღის მნიშვნელობა და ამისათვის ისეთი დახვეწილი და მოქნილი ჯაშუშთა აპარატი შექმნა, რომლის არსი მისმა მემკვიდრეებმაც კი ვერ გაითავისეს და ნელ-ნელა ეს სისტემა დაანგრიეს კიდეც.(ამ სისტემაზე ცნობები ბლომად არის "მეფედ მეფე დავისთის ცხოვრებაში")
დამეთანხმები ალბათ, რომ ქვეყნის შიგნით კონტროლისთვის ასეთი რამ გიორგი V-ს არ გაუკეტებია