#1768826 · 25 Aug 2005, 18:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
PBero ხო, ფანტომასი ცოტა სხვანაირია: პური და კოპტონია არეული ერთმანეთში და რაღაც ზამბარიანი ბურთივით კეთდება რომელშიც "კრუჩოკები" ერჭობა. მე პირდაპირ ვიღებ კოპტონის ნაჭერს რომელზეც ლასოსავით ეჭირება ლესკა და 4 "კრუჩოკი" ერჭობა სხვადასხვა მხარეს, ზევიდან გრუზი უნდა ქონდეს. კოპტონი არომატულია და დროის განმავლობაში წყალში დაშლას იწყებს, ამ დროს მოდის თევზი (უმეტესად კობრი) და იწყებს ამ მასის შეწოვას და მასთან ერთად "კრუჩოკსაც" შეიწოვს ხოლმე. როგორც წესი ღამის განმავლობაში რამოდენიმე კოპტონზე გარანტირებულად დაგიჯდება მინიმუმ 1-2 თევზი. თან ანკესთან ლოდინი საჭირო არ არის, ტრეშოტკა დააყენე და ელოდე ხმას ან რომც გამაზო, მაინც იჯდება ძალიან ძლიერი თუ არ არის და არ გაწყვიტა (კოპტონზე დიდი კვეთის ლესკა უკეთდება). ყველაზე დიდი თევზი როგორც წესი კოპტონზე ჯდება.
|