შვედეთის ჰოუმ გუარდი
Hemvärnet
ჰემვერნეტის წევრებს თავიდან მხოლოდ სამკლავურს ანძლევდნენ წევრობის ნიშნად...
დანარჩენზე თავად უნდა ეჩალიჩათ.
წევრებად იღებდნენ იმათ, ვისაც სამხედრო სამსახური გავლილი არ ქონდათ და შესაბამისად არმიის რეზერვად არ გამოდგებოდნენ.
1939 წელს რომ შეშფოთდა შვედეთის მთავრობა 1940 წელს უკვე სანადირო თოფებიანი 90 ათასი მოხალისე ყავდათ მობილიზებული.
90 ათასი დაახლოებით 6 მილიონიანი ქვეყნიდან, არმიისა და არმიის რეზერვის, საზღვაო ფლოტისა და პოლიციის და უშიშროების ძალების გარდა.
ორგანიზება
ჰემვერნეტში უმცირესი საბრძოლო ერთეული არის ოცეული, რომელიც ემორჩილბა ასეულის მეთაურს. 2 ან მეტი ასეულისგან შედგება სახალხო ლაშქრის ბატალიონი, რომელიც პასუხისმგებელია თავის ოლქში მოქმედებაზე. ოლქის ჰემვერნეტი თავის მხრივ ემორჩილება არმიის ტაქტიკურ დაჯგუფებას, რომლის ხემძღვანელობა ინიშნება ცენტრიდან. არმიის ტაქტიკური დაჯგუფების ხელმძღვანელობას შეუძლია უშუალოდ ჰამვერნეტის ბატალიონის ან ასეულის დონეზე დასვლა და ხემძღვანელი პირის დანიშვნა, ხემძღვანელი უნდა იყოს არანაკლებ ლეიტენატის ჩინის ოფიცერი.
ჰემვერნეტის ცოცხალი ძალის რესურსებით და სამეთაურო კადრებით უზრუნველყოფაში ეხმარება მთელ შვედეთში განაწილებუული 22 სასწავლო ჯგუფი, რომლებიც ემორჩილებიან 12 სხვადასხვა სასწავლო ცენტს. ერთიანი კურსი და სასწავლო სტანდარტიზაცია ხდება ჰემვერნეტის მთავარი საწვრთნელი სკოლის მიერ.
საკონტრაქტო ორგანიზაციები
ჰამვერნეტში შედის 8 საზოგადოებრივი როგანიზაცია, ეგრეთ წოდებული სახელშეკრულებო ორგანიზაციები
* FFK - ავიამოყვარულთა კორპუსი - დაზვერვა და ტრანსპორტირება.
* FMCK - მოტომოყვარულთა კლუბი - დახმარება და დაზვერვა.
* FRO - რადიომოყვარულთა ორგანიზაცია - რადიო და სატელეფონო კავშირი.
* SBK - კინოლოგთა კლუბი - ძაღლების გაწვრთნა, ასევე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
* SBR - შვედეთის მძღოლთა ასოციაცია - ტრანსპორტი და დრაივერები.
* SLK - შვედეთის ლოტტა ასოციაცია - ქალები - ორგანიზაციული სამუშაოები.
* SRK - შვედეთის წითელი ჯვარი - ექიმები
* SVK - მეტბეურები (მენავეები) - ტრანსპორტირება და თავდაცვა ტბიან ოლქებში.
ჰემვერნეტში მიღების პირობები.
მიიღებიან მოხალისეები სქესის განურჩევლად, პირი უნდა იყოს შვედეთის მოქალაქე გავლილი უნდა ქონდეს სამხედრო სამსახურის არანაკლებ 85 დღე ან კონკრეტული 3 თვიანი მოკლევადიანი მომზადება. შეიარაღებულ ძალებთან ნებაყოფლობითი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირი ირიცხება ჰემვერნეტში.
უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურების უფლებამოსილი პირი წარუდგენს ანგარიშს მოხალისეზე ადგილობრივ სუციალურ სამსახურებში.
იმ სემთხვევასი, როცა იარაღი უნდა ინახებოდეს მოხალისის სახლში, დგება დამატებითი მოხსენება სახლის გაქურდვისაგან დაცულობის შესახებ.
ჰემვერნეტში ჩარიცხვისა და გარკვეული წვრთნის გავლის შემდეგ მოხალისე უერთდება ადგილობრივ ბატალიონს და ნაწილდება ასეულსა და ოცეულში.
http://aisiforce.org/forum/viewtopic.php?f=12&t=1233