CPL
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 511
წევრი No.: 147978
რეგისტრ.: 1-May 12
|
#33579169 · 21 Oct 2012, 23:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი მაჭარაშვილი
საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის სტრატეგიული კონცეფცია
2011 პოლონეთი
შინაარსი
1. საქართველოს ეროვნული უსაფრთხეობა XXI-ე საუკუნის რეალობის გათვალისწინებით. 2. ეროვნული სამხერდო სტრატეგიის მნიშვნელობა. 3. ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების დეფინიცია და მიზანი. 4. ტერიტორიული თავდაცვის მართვა. -ტერიტორიული თავდაცვის სტრუქტურის საერთო ჩანახატი. -ტერიტორიული თავდაცვის(ტერდაცვის) ცენტრალური მართვის ორგანოები. -ტერიტორიული მართვის ორგანოები.
5. ტერიტორიული თავდაცვის სამხედრო შენაერთები. 6. ტერიტორიული თავდაცვის როლი - მშვიდობიანობის დროს. -კრიზისულ სიტუაციებში. -ომის პერიოდში. -საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შემთხვევაში. 7. საყოველთაო სამხედრო რეზერვის (ტერიტორიული თავდაცვის) ჩამოყალიბების პროცესი და სპეციფიკა. 8. ტერიტორიული თავდაცვის შენაერტების შეიარაღება და არჭურვილობა. 9. ტერიტორიული თავდაცვის დაფინანსება. 10. ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების საკითხი. 11. ტერიტორიული თავდაცვის ჩამოყალიბების ჰარმონოგრამი. -ტერიტორიული ტავდაცვის შენაერთების უშუალო ფორმირების პროცესი. -სასწავლო პროცესის პირველი რამდენიმე დღის ევენტუალური მაგალითი. 12. ტერიტორიული სახით დაკომპლექტებული საყოველთაო სარეზერვო სისტემის პლიუსები.
1. საქართველოს ეროვნული უსაფრთხეობა XXI-ე საუკუნის რეალობის გათვალისწინებით.
უსაფრთხოება ყველა ჩვენი ქმედების ფუნდამენტია. /ჰ.კისინჯერი/
საყოველთაოდ მიღებული უსაფრთხოების კონცეფცია, საკუთარი თავდაცვითი და სტრატეგიული მოკავშირეების პოტენციალის გაერთიანებაა, რაც ევენტუალური აგრესორის შემაკავებელი ფაქტორი იქნება. /ი.ნოვაკ-ნიეჟორანსკი/
კარგად ორგანიზებული მილიცია(დღევანდელი ტერიტორიული თავდაცვა. ავტორის მინაწერი) აუცილებელია დამოუკიდებელი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის(....) /ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია/
XXI-ე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს საზოგადოება განვითარების ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან; დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესშია. ისეთი სახელმწიფოს და საზოგადეობის ჩამოყალიბების პროცესში, რომელსიც შესძლებს დააკმაყოფილოს დღევანდელი და მომავალი თაობების ოცნებები და ასპირაციები. ასპირაციები სამართლიან, მდიდარ და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებისა. ყველაზე დიდი გამოწვევა ძლიერი საქართველოს შენებლობის პროცესში, არის მისი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უსფრთხოების, რომელიც საზოგადოების ყველაზე ძვირფასი ეგზისტენციონალური ფასეულობა და აუცილებლობაა და რომლის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ყველაზე მთავარი მიზანი და პრიორიტეტია. გასული საუკუნეები და ბოლო ათეული წლები იმის კარგი მაგალითია თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხეობის უზრუნველყოფა საქართველოსთვის. რუსეთის იმპერიის ოკუპაციის და სოციალური ექსპერიმენტების შედეგად, ქართული მრავალსაუკონოვანი ეროვნული მხედრული ტრადიციები, დაგროვილი გამოცდილება და ისტორია გადაგვარდა, დასუსტდა და დავიწყებას მიეცა. ქართული ეროვნული მილტარიზმის ტრადიციების არქონაც იყო 1921 წლის ტრაგედიის ერთერთი მიზეზიც. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300 000 და მობილიზირებული 700 000 მოქალაქე, იყო მონურ-იმპერიალისტური პოლიტიკის აპოგეუმი და ერთდროულად იმის მაგალითი თუ რა მობილიზაციური პოტენციალი იმალება 3 მილიონიან სახელმწიფოში. ზუსტად ამ ეროვნული პოტენციალის სწორად და მიზნობრივად გამოყენება უნდა გახდეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხეობის გარანტი. საქართველო არ არის არცერთი სამხედრო კავშირის თუ ალიანსის(ნატო და ა.შ) წევრი და არცერთ სახელმწიფოს არ გააჩნია პარტნიორული ვალდებულებები ჩვენს წინაშე. ამ რეალობის გათვალისწინებით, მოწინააღმდეგის ევენტუალური აგრესიის შემთხვევაში იმედი მხოლოდ ჩვენი ინდივიდუალური თავდაცვითუარიანობის შესაძლებლობებზე უნდა ვიქონიოთ. საქართველოს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც ტერიტორიის 1/5 ოკუპირებულია,ხოლო მოწინააღმდეგე დედაქალაქიდან 40 კილომეტრში იმყოფება და კონფლიქტის განახლება სავსებით რეალურია , ყველა ჩვენ ხელთ არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენება, სიკვდილ სიცოცხლის ტოლფასი ხდება. ერთერთი ასეთი რესურსი , ბრძოლისუნარიანი მოსახლეობაა. ევენტუალური, მაღალი ინტენსივობის კონფლიქტის შემთხვევაში, ქართული მხარის უპირატესობა არის იმაში, რომ ჩვენ , ჩვენ ტერიტორიაზე მოგვიწევს ბრძოლა და მოწინააღმდეგის სახმელეთო გადაადგილების ყველა ევენტუალური გზა(ძირიტთადი მიმართულება) თუ მიზანი ცნობილია. ამიტომ ქართული მხარისთვის , მოწინააღმდეგის აგრესიის ძირითადი მიმართულებების (სამაჩაბლოს, სომხეთის და აფხაზეთის) და მიზნების(დედაქალაქი და მსხვილი დასახლებული პუნქტები)წინასწარ გამაგრება შედარებით ადვილია(ასევე გამაგრებული უნდა იქნას რუსეთ საქართველოს საზღვარი კავკასიონის ქედის გაყოლებაზე,უღელტეხილები: ყაზბეგში,რაჭაში და კახეთში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში უნდა შეიქმნას მობილური, დესანტ საწინააღმდეგო სანაპიროს დაცვის სისტემა. ადგილებში სადაც მოწინააღმდეგის ევენტუალური საჰაერო დესანტის საშიშროება არსებობს, უნდა განხორციელდეს მუდმვი მორიგეობა.მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული რელიეფი. სტრატეგიულ სიმაღლეებზე უნდა შეიქმნას ხანგრძლივი საცეცხლე წერტილების ქსელი. ევენტუალური ლუკები ამ წერტილებს შორის , მობილურმა საჯარისო დანაყოფებმა უნდა შეავსონ.უნდა გამაგრდეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გამყოფი ზოლი. ). თუ მხედველობაში მივიღებთ იმას ,რომ ევენტუალური მოწინააღმდეგის მიზანი (ომის პირველ ეტაპში) ,აგლომერაციების და დიდი დასახლებული პუნქტების(ასეთ აგლომერაციებში , საქართველოს მოსახლეობის 70%- 80% იმყოფება. მარტო თბილისში 2 მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს)რაც შეიძლება სწრაფი თავისი კონტროლის ქვეშ მოქცევა იქნება, ნათელი ხდება, რომ აუცილებელია ყველა დიდი , საშუალო ან სტრატეგიულად განლაგებული დასახლებული პუნქტის გამაგრება. ასეთი გამაგრებული დასახლებული პუკქტების სიმრავლე , ხელს შეუშლის მოწინააღმდეგეს ე.წ. „ბლიც კრიგის“ ელვისებური ომის წარმოებაში, რადგან მას არ შეეძლება მათი გვერდის ავლა და სწრაფი მარშის გაგრძელება. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი გამაგრებული პუნქტი, მით უფრო შენელდება მოწინააღმდეგის იერიშის ტემპი. ქალაქებს როგორებიც არიან : ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი,ხონი, ოზურგეთი, ქუთაისი,საჩხერე, ყაზბეგი, ახალქალაქი, ახალციხე,ბოლნისი,რუსთავი, მცხეთა, გორი,კასპი,თბილისი, თელავი უნდა მიენიჭოს ციხე სიმაგრის სტატუსი და დაცული იქნას რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში. ამ ქალაქების გარშემო უნდა შეიქმნას თავდაცვითი ზღუდეები, ხოლო მტრის უპირატესობის შემთხვევასი, ქალაქის დაცვა მის უშუალო პერიმეტრში(ქალაქის შიგნით) უნდა გაგრძელდეს. ნათელია, რომ ყველაფერი ზემოთ ხსენებულის შესასრულებლად საჭიროა სამხედრო მოსამსახურეების ძალიან დიდი რაოდენობა, რაც დიდ ფინანსურ და მატერიალურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. დასახული მიზნების შესრულება მარტო რეგულარულ ძალებს არ ძალუწთ. საჭიროა ხდება საჯარისო ერთეულების რიცხვის გაზრდა, რაც საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით მხოლოდ ერთ შემთხვევაში არის შესაძლებელი- უნდა შეიქმნას ტერიტორიალური თავდაცვის სისტემა და საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგია ამ შენაერთებზე დაყრდნობით აიგოს.
2. ეროვნული სამხერდო სტრატეგიის მნიშვნელობა.
პოტენციალი სტრატეგიის გარეშე ისეთივე უაზრობაა, როგორც სტრატეგია პოტენციალის გარეშე. /დ.პაპპი ამერიკელი პოლიტოლოგი/
სტრატეგია ღმერთების მადლია, რადგან ქვეყნის თავისუფლების და ბედნიერების უზრუნველყოფის საშუალებაა. /სოკრატესი/
სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი მიზანი, არის უზრუნველყოს დაცვა, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, ოფიციალური საზღვრების ხელშეუხებლობა და თავისი მოქალაქეების უსაფრთხეობა. ეროვნული სამხედრო სტრატეგიის მიზანი არის უზრუნველყოს პოლიტიკის მიერ დასახული მიზნების რეალიზაცია, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებით. სტრატეგიის მთავარი მიზანი არ არის შესაძლებლობების კონტესტაცია, არამედ ძიება იმისა თუ რა არის აუცილებელი დასახული მიზნის მისაღწევად და ყველაფრის გაკეთება ამ მიზნის მისაღწევად. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგის მიზანია გააკეთოს არჩევანი თუ რა გზით უნდა მომზადდეს და გამოყენებული იქნას შეიარაღებული ძალები სახელმწიფო ინტერესების და ფასეულობების დასაცავად. დაუსახოს შეიარაღებულ ძალებს მიზანი,იქნება ეს ევენტუალური აგრესიის შემაკავებელი(შემაშინებელი ფაქტორი), უშუალო ძალის გამოყენება თუ სახელმწიფოს დახმარება ეკოლოგიური კატასტროფების შემთხვევაში. სტრატეგია როგორც მეცნიერება, არის სისტემატიზირებული ინფორმაცია შეიარაღებული ძალების მომზადების, გამოყენების შესახებ და მის როლზე სახელმწიფოს შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში. სტრატეგია პრაქტიკაში არის; სახელმწიფოს მმართველების მიერ, ლოგიკური და აუცილებელი არჩევნების გაკეთება, სახელმწიფოს თავდაცვითუნარიანობის უზრუნველსაყოფელად, ამ მიზნის მისაღწევად საჭირო(აუცილებელი) ყველა ფაქტორის (სახსრების,შეიარაღების, ტექნიკის, ინფრასტრუქტურის თუ პირადი შემადგენლობის) გათვალისწინებით. კონკრეტულად საქართველოს თავდაცვითი სტრატეგიის შექმნისას აუცილებლად გასთვალისწინებელია: 1-საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა(ორ ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფოს შორის), რაც განაპირობებს ძალიან ძლიერი თავდაცვითი პოტენციალის ქონის აუცილებლობას. ისეთი პოტენციალის, რომელიც ევენტუალური აგრესორის ოფენსიურ შესაძლებლობებზე გაცილებით ძლიერი იქნება. 2- გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს ისტორიული გამოცდილება და ტრადიციები ამ სფეროში; შუა საუკუნეების საყოველთაო მობილიზაცია ე.წ. „ქუდზე კაცი“ , აგრეთვე მეორე მსოფლიო ომის დროს განხორციელებული საყოველთაო მობილიზაციის მაგალითი. გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ნეგატიური გამოცდილებაც, რეზერვის და სწორი თავდაცვითი სტრატეგიის არ ქონა, რამაც 1921 წელს სახელმწიფოებრიობის დამხობამდე მიგვიყვანა. 3- თავდაცვითი სტრატეგიის შექმნისას, აგრეთვე გათვალისწიებული უნდა იქნას ხანგრძლივი თავდაცვითი ომის შესაძლებლობა. უნდა მოხდეს შეიარაღებული ძალების და ინფრასტრუქტურის ამ ევენტუალობისთვის საფუძვლიანი მომზადება. საქართველოს მიერ არჩეული თავდაცვითი სტრატეგია, უნდა უზრუნველყოფდეს თავდაცვითი შესაძლებლობების სტრატეგიულ უპირატესობას, მოწინააღმდეგის ოფენსიურ(შემტევ) შესაძლებლობებზე. სამხედრო საქმის დიდი თეორეტიკოსის კლაუზევიცის მიხედვით, სამხედრო ოპერაციებიდან ყველაზე ადვილი (სხვა ოპერაციებთან შედარებით) განსახორციელებელი, თავდაცვითი ოპერაციებია და ასეთ ოპერაციებს აქვთ წარმატების მეტი შანსი. თავდაცვითი სტრატეგიის შექმნისას გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ის უპირატესობა თუ შესაძლებლობა , რაც საკუთარ ტერიტორიაზე წარმოებული თავდაცვითი ოპერაციებიდან გამომდინარეობს. ასეტი უპირატესობებია: - საზოგადოების სახედრო განხრით ორგანიზირების და მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა, ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების შექმნით. - თავდაცვითი ბრძოლის ერთერთი ყველაზე ეფექტური ფორმის, არა კონვენციონალური და პარტიზანული მოძრაობის მასიურად გამოყენების შესაძლებლობა. - პარტიაზანული და არაკონვენციონალური ოპერაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის წინასწარი შექმნის შესაძლებლობა. - ქალაქების და დასახლებული პუნქტების მისადგომების და უშუალოდ ქალაქების და დასახლებული პუნქტების თავდაცვითი ოპერაციებისთვის წინასწარი მომზადების შესაძლებლობა. - გეოგრაფიული მდებარეობების უპირატესობების გამოყენებების და ტერიტორიის თავდაცვითი ოპერაციებისთვის წინასწარი მომზადების შესაძლებლობა. - ადგილობრივი მოსახლეობის(საზოგადოების) უმრავლესობის მხარდაჭერა შეიარარებული ძალების მიერ წარმოებული(კონვენციონალური თუ არაკონვენციონალური) ოპერაციების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფელად, თავდაცვითუნარიანობის საჭირო დონეზე ასაყვანად და ყველა ზემოთხსენებული უპირატესობის და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად, ნათელი ხდება საზოგადოების უმრავლესობის სამხედრო ორგანიზირების აუცილებლობა. საზოგადოების სამხედრო ორგანიზირების საუკეთესო მაგალითი ტერიტორიული თავდაცვის შენაერთებია. ორი ურთიერთდამოკიდებული კომპონენტის; შეიარაღებული ძალების მობილური ოპერაციული ნაწილის(რეგულარული არმიის) და ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების ურთიერთთანამშრობლობით, შეიქმნება ეფექტური და მრავალფეროვანი თავდაცვის სისტემა. ზემოთხსენებული ორ კომპონენტიანი თავდაცვის სისტემის არ ქონას, ბევრჯერ გამოუწვევია კონვენციონალური ოპერაციული სამხედრო შენაერთებით დაკომპლექტებული სახელმწიფოების დამარცხება(1939 წელს პოლონეთი, 1940 წელს საფრანგეთი, 1941 წლის საბჭოთა კავშირი და ა.შ. ყველა ამ ქვეყანაში მხოლოდ დამარცხების შემდეგ იქმნებოდა წინააღმდეგობის ახალი ფორმა, პარტიზანული მოძრაობის სახით, რომელიც დღევანდელი ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების ერთერთი ნაირსახეობაა. ყველა ამ ქვეყნებში პარტიზანულმა მოძრაობამ და საზოგადოების ორგანიზებულმა წინააღმდეგობამ, თავის აპოგეუმს ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე წელში მიაღწია. ამის მიზეზი, ომამდელ თავდაცვით სტრატეგიაში, ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების და პარტიზანული თუ არაკონვენციონალური ქმედებების როლის იგნორირება იყო). XXI-ე საუკუნის საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის პრეზენტაციის დროს, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ამერიკის შეერთებული შტატების ერთერთი მთავარი სტრატეგის, ზბიგნევ ბჟეჟინსკის სიტყვები: “... თავდაცვითი სტრატეგია უნდა იქმნებოდეს ერთდროულად ორი ელემენტის თანამშრომლობით. ასეთი ელემენტები არიან: მცირერიცხოვანი, მობილური ძალიან კარგად შეიარაღებული თანამედროვე რეგულარული საარმიო შენაერთები, სწრაფი მანევრების განხორციელების, NATO-ს შენაერთებთან ურთიერთთანამშრობლობის შესაძლებლობით და საყოველთაო მობილიზაციაზე დაყრდნობით შექმნილი, საბოტაჟისთვის, ქალაქის ბრძოლებისთვის და პარტიზანული ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ტერიტორიული თავდაცვის შენაერთები“.
3. ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების დეფინიცია და მიზანი.
-სტრუქტურალური დეფინიცია
ტერიტოტიული თავდაცვა, მობილურ ოპერაციულ შენაერთებთან ერთად, არის ორ კომპონენტიანი სახელმწიფო თავდაცვითი სისტემის ყველაზე მრავალრიცხოვანი კომპონენტი. ტერიტორიულ თავდაცვის შენაერთების მთავარი დავალება არის, მუდმივი პასუხისმგებლობის რაიონებში, ლოკალური თავდაცვითი ოპერაციების განხორციელება, ოპერაციული შენაერთების, ადგილობრივი ადმინისტრაციის,სახელმწიფო სტრუქტურების და მოსახლეობის დახმარება.
-ფუნქციონალური დეფინიცია
ტერიტორიული თავდაცვა, არის საყოველთაო ეროვნული თავდცვის ვალდებულების ერთერთი ფორმა, რომელიც ტერიტორიულ საწყისებზე დაყრდნობით, სახელწიფის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს. ტერიტორიული თავდაცვის როლია; საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო საზღვრების, სტრატეგიული ობიექტების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, ხოლო ევენტუალური მოწინააღმდეგის საქართველოს ტერიტორიაზე უშუალო აგრესიის შემთხვევაში, დასახლებული პუნქტების გამაგრება, არაკონვენციონალური მეთოდებით ბრძოლა მასიურ სკალაზე მოწინააღმდეგის სრულ განადგურებამდე ან საქართველოს ტერიტორიიდან განდევნამდე, ოპერაციული შენაერთების (ან ევენტუალური კოალიციური ჯარების, ასეთი კოალიციის არსებობის შემთხვევაში) მხარდაჭერა. ასევე ტერიტორიული თავდაცვის ვალებულებებში შედის, საზოგადოებისთვის დაუყოვნებლივი დახმარების აღმოჩენა, ეკოლოგიური, ტექნიკური თუ სხვა კატასტროფების შემთხვევაში.
4. ტერიტორიული თავდაცვის მართვა.
ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების მართვა, არის ტერიტორიული მართვის ცენტრალური(სტრატეგიული), ოპერაციული და ტაქტიკური ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებების ერთობლიობა. ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების მართვას, ტერიტორიული მართვის ორგანოები ახორციელებენ, რომლებიც შეიარაღებული ძალების მართვის ნაწილს წარმოადგენენ. თავდაცვის მინისტრი ახორციელებს ტერიტორიული თავდაცვის მარტვას, ტერიტორიული თავდაცვის ინსპექტორატის(დეპარტამენტის) მეშვეობით. ტერიტორიული თავდაცვის ოპერაციულ მართვის ორგანო, კონკრეტული ოპერაციული ზონის სამხედრო ადმინისტრაციაა. ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების ოპერაციულ-ტაქტიკური მართვას, რეგიონული შტაბი ახორციელებს. ტერიტორიული თავდაცვის სენაერთების ტაქტიკური მართვას, კონკრეტული სამხედრო გარნიზონების ხელმძღვანელობა ახორციელებს. (იმ შემთხვევაში თუ ტერიტორიული თავდაცვა შევა შინაგან საქმეტა სამინისტროს დაქვემდებარებაში, მაშინ ყველაფერი ზემოთხსენებული მეორდე შსს-ს სპეციფიკის გათვალისწინებით).
ტერიტორიული თავდაცვის სტრუქტურის საერთო ჩანახატი.
1. ტერიტორიული თავდაცვის(ტერდაცვის) ცენტრალური მართვის ორგანოები.
თავდაცვის სამინისტროში უნდა შეიქმნას ტერდაცვის ინსპექტორატი(დეპარტამენტი), რომელიც განახორციელებს კომპლექსურ კონცეფციურ-კოორდინაციულ სამუშაოებს, კურირებას გაუწევს ტერდაცვის ჩამოყალიბებას, შექმნას, ფუნქციონირებას და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობას. გენერალურ შტაბში უნდა შეიქმნას ტერდაცვის სამართველო, რომელიც განახორციელებს ტერდაცვასთან დაკავშირებულ პლანისტურ-ორგანიზაციულ სამუშაოებს.
2. ტერიტორიული მართვის ორგანოები.
ტერიტორიული თავდაცვის შენაერთები ექვემდებარებიან ყველაზე მაღალი დონის, რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციული ერთეულის(სახედრო ლქის ან სხვა) უფროსს(თანასემწესთან ერთად, რომელიც ტერდაცვის შენაერთებზე იქნება პასუხიმგებელი). რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციული ერთეულის უფროსის(თანაშემწესთან ერთად) მოვალეობაში შედის; ოპერაციულ ან ოპერაციულ-სტრატეგიულ დონეზე, ტერდაცვის და ოპერაციული რეგულარული შენაერთების ურთიერთ თანამშრომლობის ორგანიზაცია. რეგიონალური სამხერდო ადმინისტრაციული ერთეულის(სამხედრო ოლქის) უფროსის დაქვემდებარებაში შედიან:
1. სამხარეო ადმინისტრაციული დონის ტრდაცვის რეგიონალური შტაბები. 2. მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული დონის ტერდაცვის შტაბები. 3. ტერდაცვის ცალკეული გარნიზონების(მაგ. ქალაქებში და ა.შ) შტაბები.
კრიზისულ სიტუაციის ან საქართველოს ტერიტორიაზე უშუალო აგრესიის შემთხვევასი, მოხდება ტერდაცვის შენაერთების მობილიზაცია, რომლებიც გაერთიანდებიან:
1.ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადებში(დიდ დასახლებულ პუნქტებში ან სტრატეგიულ რაიონებში). 2.ტერდაცვის ბატალიონებში(მცირე ზომის დაცახლებულ პუნქტებში ან სპეციულალურად შერჩეულ რაიონებში). (იმ შემთხვევაში თუ ტერიტორიული თავდაცვა შევა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, მაშინ ყველაფერი ზემოთხსენებული მეორდება შსს-ს სპეციფიკის გათვალისწინებით).
* * * 5. ტერიტორიული თავდაცვის სამხედრო შენაერთები
ტერიტორიული თავდაცვა არის, საზოგადოების სამხედრო მობილიზაციის და მომზადების ფორმა, ლოკალური ტერიტორიული თავდაცვითი ოპერაციების განსახორციელებლად. ტერიტორიული თავდაცვის შენართები წარმოადგენენ, ბრიგადულ თუ ბატალიონური სტრუქტურის(დასახული მიზნიდან, თავდაცვითი რაიონის სპეციფიკიდან თუ დემოგრაფიული შესაძლებლობიდან გამომდინარე) მსუბუქ საერთო საჯარისო შენაერთებს. ტერიტორიული თავდაცვის შენაერთები დაკომპლექტებული არიან ადგილობრივი მოსახლეობით და მომზადებული არიან კონკრეტული(მშობლიური) დასახლებული პუნქტის თუ თავდაცვისთვის განსაზღვრული ტერიტორიის სპეციფიკის გათვალისწინებით. ომის შემთხვევაში, ტერიტორიული თავდაცვის შენაერთებს ევალებათ; „მშობლიური“დასახლებული პუნქტების, მნიშვნელოვანი ობიექტების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, ხოლო ტერიტორიის ოკუპაციის შემთხვევაში, არარეგულარული(პარტიზანულ-დივერსიული) ოპერაციების განხორციელება. ტერიტორიული თავდაცვის შენაერთებს, ქართული მხედრული ტრადიციის გაგრძელების მიზნით, შენაერთის ჩამოყალიბების და მოქმედების არეალის მიხედვით, სატანადო სახელი დაერქმევა(მაგ. თელავის პირველი ბატალიონი, რუსთავის მესამე ბატალიონი, თბილისის ტერდაცვის პირველი ბრიგადა და ა.შ.).
6. ტერიტორიული თავდაცვის როლი
1. მშვიდობიანობის დროს:
მშვიდობიანობის დროს, ტერიტორიული თავდაცვის როლია, ძლიერი და დაუმარცხებელი საქართველოს იმიჯის შექმნა, რომელიც ევენტუალური მოწინააღმდეგის აგრესიის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი იქნება. აგრეთვე მშვიდობიანობის დროს ტერიტორიული თავდაცვის როლია, საზოგადოების დახმარება ეკოლოგიური, ტექნიკური თუ სხვა კატასტროფების შემტხვევაში. ტერიტორიული თავდაცვას ევალება: -საყოველთაო ტერიტორიული თავდაცვის დაგეგმარება და მომზადება, ყველა ასპექტის გათვალისწინებით. -საქართველოს თავდაცვითუნარიანობის ასამაღლებლად წარმოებული სამხედრო და სამოქალაქო ქმედებების კოორდინაცია. - საზოგადოების ტერიტორიული თავდაცვისთვის მობილიზირებული ნაწილის, სამხედრო და სამაშველო ოპერაციებისთვის მომზადება მუდმივი პასუხისმგებლობის (მშობლიური) რაიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. - საერთო, სამხედრო და სამოქალაქო წვრთნების ჩატარება. -არასამთავრობო პატრიოტულ გასამხედროებული ორგანიზაციების(მაგ. „აისი“ და ა.შ.) მხარდაჭერა და დახმარება. -საზოგადოების სამოქალაქო მართველობის დაუყოვნებლივი დახმარება ეკოლოგიური, ტექნიკური თუ სხვა კატასტროფების შემთხვევასი. -ახალგაზრდობის პატრიოტულ და სამოქალაქო არზრდის პროცესში, აქტიური მონაწილეობის მიღება. -ლოკალური დამოუკიდებლობსთვის ბრძოლის ისტორიის და სამხედრო ტრადიციების პელენგნაცია და გაგრძელება. -ლოკალური საზოგადოების ერთობის, მშობლიური მიწის დაცვის აუცილებლობის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგრძნების დანერგვა და გაღვივება.
2. კრიზისულ სიტუაციებში:
ტერიტორიული თავდაცვის როლია, მიარწიოს მომზადების ისეთ დონეს, რომ მზად იყოს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაქცია კრიზისულ(სამხედრო თუ სამოქალაქო) სიტუაციაზე და შეეძლოს კრიზისის ეფექტურად შეჩერება, გაუნებელყოფა ან მინიმალიზაცია. ტერიტორიული თავდაცვას ევალება: ა. არამილიტარული კრიზისის სემთხვევაში(ეკოლოგიური, ტექნიკური თუ სხვა სახის კატასტროფები): - მიღწიოს სრული მზადყოფნის დონეს, არამილიტარული კრიზისული სიტუაციის შესაჩერებლად თუ აღმოსაფხვრელად. - საჭიროების შემთხვევაში დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა. - საზოგადოების თუ ლოკალური ადმინისტრაციების დაუყოვნებლივი მხარდაჭერა, არამილიტარული საშიშროების შესაჩერებლად თუ შედეგების აღმოსაფხვრელად. - საზოგადოების თუ ლოკალური ადმინისტრაციების მხარდაჭერა, კატასტროფის შედეგების მინიმალიზაციისთვის და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად. ბ. მილიტარული ან ტერორისტული კრიზისული სიტუაციის შემთხვევასი: - რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს სრული საბრძოლო მზადყოფნის დონეს(განახორციელოს მობილიზაცია, დაიკავოს საბრძოლო პოზიციები და ა.შ.) - გააძლიეროს, გაამაგროს და დაიცვას ადმინისტრაციული საზღვრების თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურა. - განახორცელოს ევენტუალური აგრესორის დივერსიულ-სადაზვერვო თუ ტერორისტული ჯგუფების აღმოჩენა, განადგურება თუ გაუნებელყოფა. - განახორციელოს პასუხისმგებლობის რაიონების გამაგრება. - აღმოუჩინოს დახმარება და მხარდაჭერა რეგულარულ ოპერაციულ სამხედრო შენაერთებს(საწყისი პოზიციების თუ გადაადგილების ტრასების დაცვა და ა.შ.). - თავდაცვითი ინჯინერიული სამუშაობების განხორციელება და უკვე არსებული თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გაფართოება. - გასამხედროებული თუ პარამილიტარისტული ორგანიზაციების(„აისი“ და ა.შ.) ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების რიგებში გაერთიანება.
3. ომის პერიოდში:
ევენტუალური მოწინააღმდეგის საქართველოს ტერიტორიაზე აგრესიის შემთხვევაში, ტერიტორიულ თავდაცვის შენაერთებს ევალებათ: უზრუნველყონ ადმინისტრაციული საზღვრების, დასახლებული პუნქტების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის თუ კონკრეტული პასუხისმგებლობის რაიონების დაცვა, აგრესორის პირადი შემადგენლობის და ტექნიკის განადგურება და საბრძოლო ოპერაციების განხორციელება მოწინაარმდეგის სრულ განადურებამდე ან საქართველოს ტერიტორიიდან განდევნამდე. - ტერიტორიული თავდაცვის შენაერთებს ევალებათ; რაც შეიძლება მოკლე დროში მიაღწიონ სრულ საბრძოლო მზადყოფნას. - დაიცვან საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარი, დასახლებული პუნქტები, კონკრეტული პასუხისმგებლობის რაიონები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. - გაანადგუროს ან გააუნებელყოს მოწინაარმდეგის დივერსიული ჯგუფები, საჰაერო თუ საზღვაო დესანტები. - არმოუჩინოს დახმარება და მხარდაჭერა რეგულარულ ოპერაციულ შენაერთებს, ევენტუალურ სამხედრო პარტნიორს ან კოალიციურ ჯარებს. - მოწინააღმდეგის შენაერტების შეჩერება,გადაადგილების პარალიზირება, პირადი შემადგენლობის და ტექნიკის განადგურება. - მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება, უსაფრთხოების ან ევაკუაციის უზრუნველყოფა. კრიმინალური ქმედებების(ქურდობების,ძალადობის და ა.შ.) პრევენცია და აღმოფხვრა.
4. საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შემთხვევაში:
ტერიტორიული თავდაცვის შენაერთებს ევალებათ: არაოკუპირებულ ტერიტორიებზე(ასეთის არსებობის შემთხვევაში) მყოფ ქართულ შენაერთებთან ერთად, ყველა შესაძლებლობის გამოყენებით ანადგუროს ოკუპანტის პირადი შემადგენლობა, ტექნიკა თუ მის მიერ შექმნილი ინსტიტუციები. დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, ეროვნული საგანძური, არ მიცეს ოკუპანტს რეპრესიების და ძალადობის განხორციელების შესაძლებლობა. ტერიტორიული თავდაცვის შენაერთებს აგრეთვე ევალებათ: - მასიური არარეგულარული(პარტიზანულ-დივერსიული) სამხედრო ოპერაციების განხორციელება ოკუპანტის პარალიზირების, პირადი შემადგენლობის და ტექნიკის განადგურების მიზნით(მასიური არარეგულარული ოპერაციები განხორციელებული უნდა იქნას ოკუპანტის სრულ განადგურებამდე ან საქართველოს ტერიტორიიდან განდევნამდე). - ოკუპაციის შემთხვევაში წარმოქმნილი კონსპირაციული ორგანიზაციის, სახელმწიფო სტრუქტურების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაცვის და ქმედებითუნარიანობის უზრუნველყოფა. -მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება, დაცვა და ოკუპანტის მიერ წარმოებული მშვიდობიან მოსახლეობიის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების არ დაშვება. -ეროვნული ფასეულობების და საგანძურის დაცვა. -დეოკუპირებულ რეგიონებში ლეგალური სახელწიფო სტრუქტურების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აღდგენის პროცესის დაცვა და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
7. საყოველთაო სამხედრო რეზერვის (ტერიტორიული თავდაცვის) ჩამოყალიბების პროცესი და სპეციფიკა.
ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტების საყოველთაო სახმხედრო მომზადების მიზანია; საზოგადოებას მიაწოდოს სამხერდო საქმის ცოდნა, დანერგოს,გააღვივოს და შეინარჩუნოს პატრიოტული, სამოქალაქო და მხედრული ფასეულობები. ტერიტორიული თავდაცვის სახის რეზერვის ჩამოყალიბების სპეციფიკა: - ტერიტორიული სახის რეზერვი არის სავალდებულო და საყოველთაო. მოიცავს მამრობითი სქესის მოსახლეობის ნაწილის უმრავლესობას. საზოგადოების მდედრობითი სქესის ნაწილს, შეუძლია პირადი ინიციატივით(მოხალისედ) ჩაეწეროს ტერდაცვის შენაერთებში. - ტერდაც
This post has been edited by CPL on 22 Oct 2012, 00:01
|