ემირ კუსტურიცამ არ იცის "ქართული რეზერვის 23 წლიანი გვემანი" თორემ ... გამზადებული სიუჟეტია უმაგრესი კომედიისთვის ...
--------------
ირლანდია
"ირლანდიელმა კოლეგებმა საქართველოს დელეგაციას საკუთარი გამოცდილება, ქართულმა მხარემ კი მათ ეროვნული გვარდიის განვითარების ხედვა გააცნო. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ
საქართველოს ეროვნული გვარდია ახალი სარეზერვო სისტემის კონცეფციის დახვეწაში ირლანდიის გამოცდილებას გაიზიარებს" (2009 წელი)
დანია
"დანიის სამეფო ტერიტორიული სიდიდით და მოსახლეობის რაოდენობით ძალიან ჰგავს საქართველოს. აქედან გამომდინარე ქართული რეზერვის განვითრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანიის ეროვნული გვარდიის პრინციპების შესწავლა.
მჭიდრო ურთიერთობები გაგრძელდება და დანიის მხარე აქტიურად მიიღებს მონაწილეობას რეზერვის ახალი სისტემის განხილვაში,” აღნიშნა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ არსოშვილმა." (2009 წელი)
აშშ
გენერალ ნესბიტის მხრიდან მოწონებული და
გაზიარებული იქნა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობის ხედვა რეზერვის ახალ სისტემასთან დაკავშირებით და მხარდაჭერა აღუთქვა, როგორც რეფორმების გატარებაში, ასევე ახალი სისტემის ჩამოყალიბებაში. (2009 წელი)
საბერძნეთი
"ქართულმა მხარემ გააცნო ბერძნულ მხარეს როგორც გვარდიის, ასევე რეზერვის ახალი სისტემები.
საბერძნეთის ატაშემ გამოთქვა მზადყოფნა ქართული მხარის მხარდაჭერასა და დახმარებაში" (2009)
ნორვეგია
ნორვეგიის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელები დაგეგმვისა და პოლიტიკის საკითხებში, პოლკოვნიკი კარლ ეჯიკ პავევიკი და განვითარებისა და წრთვნის საკითხებში, ვიცე-პოლკოვნიკი კსელ ოლავ მიჰრე საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსმა პოლკოვნიკმა დავით აფციაურმა მიიღო.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ნორვეგიის ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე რეფორმებსა და წვრთნის სისტემებს დაეთმო. სტუმრებმა ასევე ქართველ კოლეგებს ნორვეგიის ეროვნული გვარდიის კონცეფცია წარუდგინეს. (2008)
აშშ
გადაწყდა, რომ ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია საქართველოს ეროვნულ გვარდიას რეკრუტირებისა და სადაზვერვო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში დახმარებას აღმოუჩენს. პოლკოვნიკმა პიტერ ვან ამბურგმა ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდლის გენერალ მაიორ ნესბიტის სახელით განაცხადა, რომ მზადაა საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობა გააფართოოს და
არსებულ ურთიერთთანამშრომლობის პროგრამებს ახალი პროგრამები დაამატოს (2008)
შეხვედრა ნატოს ოფიცრების 20 კაციან ჯგუფთან
სამუშაო შეხვედრაზე ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა
ეროვნული გვარდიის ტრანსფორმირების, რეზერვის კონცეფციის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის, სამხედრო პერსონალის მენეჯმენტის საკითხები განიხილეს. (2008)
თურქები
“თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ევრო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე დახმარება აღგვითქვა. ”- განაცხადა პოლკოვნიკმა დავით აფციაურმა. შეხვედრის დასარულების შემდეგ მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები ერთმანეთს გადასცეს. (2008. 6 აგვისტო)
და ა.შ.
2004-2013 წლებში ეროვნულმა გვარდიამ რამდენი მილიონი მიახარჯა რეზერვს?