კარგით,
როგორც ჩანს ჯერ უმეტესობას არააქვს გავლილი 18 დღიანი რეზერვი.
იმათთვის ვისაც უწევს წასვლა, პირველი ჩემი რჩევა - თუ მოგიწიათ ყუმბარმტყორცნიდან სროლა, აუცილებლად გაიკეთეთ ყურებში რამე, გილზები ან ბამბა მაინც! ჩვენი ასეულიდან 6 კაცი ისროდა, იქედან 3 ეხლა დადის ექიმთან, მათ შორის ერთ ერთი მე ვარ. ცუდათ მესმის ეხლა, და წუუილია ყურებში, ექიმმა თქვა ან გაგივლის ან არაო. უმეტესობა სერჟანტების და ოფიცრების მაგარი ქლიბები არიან, ჩვენ არ ჩაგვადებინეს ბამბა "უნდა მიეჩვიოთო". მაგათი დედა *******, თუ დავყრუვდი კი მივეჩვევი. ვინმეს თუ გააქვთ ანალოგიური პრობლება, შემეხმიანეთ. მინდა ვუჩივლო ამ იდიოტებს, და თუ ერთად შევიტანთ საჩივარს მოგების შანსი ბევრად გაიზრდება.
სხვა დანარჩენი ნორმალური იყო, კვებაც, საცხოვრებელი პირობებიც, მართალია ცხელი წყალი ხშირად პრობლემა იყო მაგრამ ჯარი-ჯარია, კურორტი არაა.
ბოლო დღეს გავიარეთ 35 კილომეტრი ფეხით, კოჯორიდან ელგუჯას პოლიგონამდე. რო მივედით და დაგვაყენეს მწყობრში ორი ბატალიონი ბევრი მწყობრშივე ეცემოდა, ცუდად ხდებოდა, ექიმი ძლივს ასწრებდა შველას, ძირითადად წნევა ეცემოდათ. ორგანიზების უნარი ოფიცრებს აქვთ ძალიან დაბალი, შედეგად თქვენ იწვალებთ. პირველი დღე მთელი დღე გვთვლიდნენ, ძლივს დაგვთვალეს 107 კაცი, მერე 3 ჯერ გადაგვიღეს სურათი, იმიტომ რომ რაღაც აერიათ, და სხვა ბევრ რაღაცაში გამოიხატა მაგათი უნიჭობა. იყო ერთი ძალიან კარგი ოფიცერი, მართლა ჯარისკაცი, ეტყობოდა რო თავისის საქმის პროფესიონალია, ეტყობოდა მოტივაცია - თავისი სამშობლოს სიყვარული, ყველა რომ იყოს მაგისთანა - მართლა ძლიერი იქნება საქართველოს ჯარი. მაგრამ შტაბის უფროსს ეჩხუბა და კინაგამ გააგდეს, იმის მერე ცხვირ ჩამოშვებული დადიოდა

ძალიან მინდა რომ საქართველოს ყავდეს ძლიერი და ორგანიზებული ჯარი, მაგრამ პრობლემებზე თვალების დახუჭვით პრობლემებს ვერ მოაგვარებ.
ძალა ერთობაშია (და ჭკუაში

)!