საქმე: 6 მარტს იხსნება სეზონი პეინტბოლში.
აგერ სიახლეებიც:
1. მთლიანად და აბსოლიტურად შეიცვლება პოლიგონის კონფიგურაცია და რაღაც გაუგებარი სიტუაციიდან გახდება CQB-ს სამოთხე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
2. გაიაფდება მთელი დვიჟენიე: აწი უბრალოდ თამაში ღირს 7 ლარი +20 თეთრი თითო ტყვიაზე, ანუ 27 ლარად(100 ტყვია) კაცმა შეიძლება იმდენი ითამაშო რო ბევრად უფრო ადრე დაიღლები ვიდრე ტყვიები დაგეცლება.
3. შეიქმნება და ამუშავდება კლუბში გაწევრიანების სისტემა. აღწერა იხილეთ ქვემოთ.
4. ამიერიდან ნებისმიერი ტიპის შეხვედრებისას დაითვლება მებრძოლის პირადი რეიტინგი(მკვლელობები/სიკვდილები/რაუნდები) და იმავე დღეს გამოქვეყნდება პეინტბოლის საიტზე(რომელიც ასევე დაიქოქება მარტიდან).
5. ჩატარდება გასვლითი თამაშები მხოლოდ კლუბის წევრებისათვის(სტრაიკბოლის მსგავსი სიტუაციები პეინტის იარაღებით)
5. და რაც მთავარია: 3 აპრილიდან იწყება პირველი ღია ჩემპიონატი პეინტბოლში! გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს საგზურს აღმოსავლეთ ევროპის პეინტბოლის ლიგაში სათამაშოდ(რუსეთი, უკრაინა, ჩეხეთი, რუმინეთი და ა.შ.). ანუ გარდა იმისა რომ პირველი სამი გუნდი მიიღებენ ფულად პრიზებს, გამარჯვებულ გუნდს დააფინანსებს ლუდი "ყაზბეგი" და გუნდი მიიღებს მონაწილეობას პეინტბოლის ფესტივალებში რომლებიც ტარდება აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის ეგიდით და წლის ბოლოს დგინდება წლის ჩემპიონი აღმოსავლეთ ევროპაში პეინტბოლში!
პეინტბოლის ჩემპიონატზე თამაში ეღირება 4 ლარი! ჩემპი ჩატარდება შემდეგი ფორმატით:
გუნდები განაწილდებიან 4 გუნდიან ქვეჯგუფებში, გუნდს თავის ჯგუფში ექნება შეხვედრები კვირაში ერთხელ. ერთი თამაში არის 4 რაუნდი, სცენარი - ორდროშობანა.
ბრძოლები იმართება 5 x 5-ზე.
რაუნდი გრძელდება მაქსიმუმ 10 წუთის განმავლობაში. რაუნდი მთავრდება თუ:
ა) რომელიმე გუნდმა გადმოიტანა დროშა
ბ) ყველა მოწინააღმდეგე მოკლულია
გ) გავიდა დრო
პოლიგონზე არის გუნდების 2 საწყისი ზონა, თითო გუნდი 2-ჯერ დაიწყებს ერთი ზონიდან და 2-ჯერ მეორედან(ანუ სულ 4 რაუნდი).
მოკლული მებრძოლი ტოვებს ბრძოლის ველს და ელოდება რაუნდის დამთავრებას.
თუ გავიდა დრო(10 წუთი) და ორივე გუნდს ყავს მებრძოლები და არც ერთი დროშა არ არის გადატანილი მაშინ გამარჯვებული გამოვლინდება ქულების მიხედვით, ქულები იწერება შემდეგი პრინციპით:
მოკლული მოწინააღმდეგე +10 ქულა
აღებული დროშა +30 ქულა
გატანილი დროშა +30 ქულა
რაც შეეხება ფინანსებს:
გუნდის სარეგისტრაციო შენატანი არის 10 ლარი.
თითო თამაშზე მოთამაშე იხდის მინიმუმ 4 ლარს. თითო მებრძოლს ეძლევა 40 ტყვია. მებრძოლს შეუძლია დაიმატოს ტყვიები: +10 თეთრი ტყვია.
გასაგებია რომ რეალურად 40 ტყვია 4 რაუნდზე საკმარისი არ იქნება, მითუმეტეს მოსაგებად. მაგრამ ეს ფასი გათვლილია იმაზე რომ არავინ დარჩეს უკმაყოფილო: ტყვიების დამატება შეიძლება ნებისმიერ დროს რაუნდებს შორის(პირდაპირ ბრძოლის დროს ტყვიების დამატება არ შეიძლება), შესაბამისად თუ მებრძოლი სუსტია, ან არ გაუმართლა და მოკვდა რაუნდის დასაწყისშივე(ანუ ტყვიები თითქმის არ უსროლია) ის იცდის შემდეგ რაუნდამდე და თამაშობს იგივე ტყვიებით, და რომც წააგოს ფინანსურად ბევრს არაფერს იზარალებს. და პირიქით - ვისაც მოგება უნდა და შეუძლია(შესაბამისად იცის რამდენი ტყვიია საჭირო იმისთვის რო მტერს თავი არ ამოაყოფინო) ის თავიდანვე ბევრ ტყვიებს იყიდის და არც ინანებს რო ფული დახარჯა.
ჯამში ყველა ისიამოვნებს და ტყვიების ხარჯვის სტრატეგიის სწორი დასახვა კიდევ ერთი საინტერესო საკითხი იქნება თამაშისას.
გუნდებს შეუძლიათ ეცვათ საკუთარი ფორმები(მაგალითად მაისურები) ზედ შეუძლიათ დააწერონ გუნდის დასახელება, გუნდის ლოგოტიპი და ასევე კონკრეტული მებრძოლის ზედმეტსახელი. ასევე აუცილებელია ფორმაზე ეწეროს მებრძოლის ნომერი(1-იდან 5-მდე).
მონაწილეობის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია კუს-ტბის კლუბში(შეგახსენებთ გუნდზე ერთჯერადი შენატანი არის 10 ლარი).
შეკითხვები დასვით ამავე ტოპიკში.რაც შეეხება ახალ პოლიგონს, ეს არის მისი კონფიგურაცია ზედ ხედში:

(მუქი ყვითელი ხაზები - 2 მეტრის სიგრძის და 2მ-ის სიმაღლის სექციებისგან აწყობილი კედლები; წითელი ხაზები - 1მ-ის სიმაღლის და 1.5მ -ის სიგანის კედლები; თეთრი ოვალები - ქვიშიანი ტომრები.)
საკლუბო სისტემაკლუბში გაწევრიანება ეღირება სავარაუდოდ 20 ლარი(ჯერ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი).
კლუბის წევრობის პლიუსები:
1. გაწევრიანებისთანავე ერთი თამაშის ფასი გახდება 7 ლარი +15 თეთრი ტყვიაზე (ანუ ტყვიები გაიაფდება)
2. კლუბის წევრს მიენიჭება მისი რანგი(წოდება, დონე) რაც მეტს იომებს(მეტ ტყვიას გაისვრის) მისი დონე მოიმატებს, ხოლო ამუნიცია და ტყვიები გაიაფდება! (მაგ: 6 ლარი +15 თეთრი, 5 ლარი + 15 თეთრი ტყვიაზე და ა.შ.)
3. მოეწყობა გასვლითი თამაშები მხოლოდ კლუბის წევრებისათვის, 10x10-ზე მინიმუმ, ტყეებში, სტროიკებზე და ა.შ.
4. კლუბის წევრს ყველანაირად დავეხმარებით რეალური თამაშის დონის ამაღლებაში(რჩევები, გამოცდილების გაზიარება, პროფესიონალ სამხედროებთან პატარა მასტერ კლასები და ა.შ.)
კლუბში ყოფნის წესები:
1. კლუბის წევრი გაირიცხება კლუბიდან(დაკარგავს წოდებას და ყველა პლიუსებს) თუ ბოლო 30 დღის განმავლობაში გასროლილი ტყვიების რაოდენობა იქნება 50-ზე ნაკლები(ანუ რეალურად არ უომია უკვე 1 თვეა).
Жизнь - смертельная болезнь, передаваемая половым путем.
"ავღანეთია და იობანი ვროტია" (c) Zyklon
ჟოპოზიციონერთ მოძულე ანტიმიშისტი
ამ ქვეყანაში ქალიშვილების 90% იმიტომაა ქალიშვილი, რო მაგათ პროსტა არავინ მოტყნავს (c) Kissie