1) თავის თავად კითხვა "რუსეთის ღია აგრესია"-ზე და მასზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ჰიპოტეთურ წინააღმდეგობაზე ძალიან ზოგადია.
საბრძოლო მოქმედებათა ინტენსივობა, მისი არეალი, მასში ჩარტული ძალებისა და საშვალებების სახეობა და რაოდენობა, მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა იურიდიულ/ფორმალურ სარჩულს დაუდებს მას რუსეთი, რა პოლოტიკურ, თუ საინფორამაციო ვითარების ფონზე მოხდება ეს, რა მყისიერი რეაქცია ექნება დასავლეთს და რამდენად მწვავე და ქმედითი იქნება ის, ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზემოთ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, ვინაიდან შეიარაღებული ძალები დიპლომატიის გაგრზელებაა (მისი გრძელი ხელი) და ის თუ რა ძალებისა და საშვალებების გამოიკენებას გაბედავს რუსეთი, რამდენად შორს წავა იგი, ამ აგრესიაში მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება სცორედ ამ ფაქტორებზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინების გარეშე ძალიან ძნელია ზუსტად წარმოიდგინო (დაგეგმო) მომავალ საბრძოლო მოქმედებათა სცენარი. მაგარამ სრულებით შესაძლებელია მკითხაობა.
გავეცანი რა ფორუმის მონაწილეთა მოსაზრებებს მინდა დავეთანხმო მათი უმეტესობის პათოსს (ჩვენ მედგარ წიინააღმდეგობას გავწევთ ნებისმიერ შემთხვევაში, "დედას უტირებთ", "სისხლს დავლევთ და ასე შემდეგ")
ისე ბატონებო მინდა ნაწილობრივ დაგამშვიდოთ, (ზოგიერთები გაგაწბილოთ) ყველაზე უარესი სცენარით მოვლენების განვითარებაც კი ჩემი აზრით არ გულისხმობს რეგულარული რუსული სახმელეთო ნაწილების თბილისში შემოსვლას (მე-4 კოლონის გააქტიურებასა და მტრის მცირერიცხოვანი სპეც. რაზმების მიზანმიმართულ მოქმედებას არ ვგულისხმობ) ასეთ საჩუქარს არავინ გაგვიკეთებს. მითუმეტეს გამორიცხულია რუსეთისგან მასობრივი განადგურების იარაღის (ბირთვული) გამოყენება. ეს უბრალოდ არასერიოზულია.
ა) ვიმკითხავებ მეც. ყველაზე უარესი სცენარი ჩემებურად:
უნდა ითქვას რომ თავისთავად ეს (უარესი სცენარით მოვლენების განვითარება) შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსეთისთვის ძალიან კარგი, ხელსაყრელი პოლიტიკური ფონის შექმნის შემთხვევაში. თუ რუსეთის სპეც. სამსახურებმა, მათდამი დაქვემდებარებულმა მას-მედიამ და დიპლომატიამ სასწაულებრივად შეძლეს და მსოფლიოს ისე წარუდგინეს გარემოება როგორც რუსეთს სურს. ეს თავისთავად დღევანდელ შექმნილ სიტუაციაში ძალიან, ძალიან ძნელად წარმოსადგენია. თუ ჩვენი ხელისუფლება არ გაგიჟდება და არ დავუშვებს ბრიყვულ, უხეშ პოლიტიკურ შეცდომებს, მაგალითად: დაესხმება ეგრეთწოდებულ სამშვიდობოებს სანამ მათ სამშვიდობოს სტატუსი არ აქვთ მოხსნილი, ან კიდევ უარესი არ დაიწყებს მშვიდობიანი მოსახლეობის მასიურ ხოცვას რაც დამეთანხმეთ აბსურდია)
და მაინც უარესი სცენარი:
უარესი სცენარით მოვლენათა განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია რუსულმა ავიაციამ დაბომბოს თბილისში განლაგებული სტრატეგიული მნიშვნელობის პოლიტიკური, სამხედრო პოლიტიკური და სამრეწველო ობიექტები, საკომუნიკაციო კვანძები. საერთოდ რუსეთი შეეცდება ყველანაირად მიბაძოს "ნატო"-ს და ეს ოპერცია მაქსიმალურად მიამსგავსოს იუგოსლავიის დაბომბვას კოსოვოს გამო. გაიხსენეთ რას ბომბავდა ნატო ბელგრადში და მიხვდებით რა გახდება რუსეთის სამიზნე თბილისში. (მოკლედ შეგახსენებთ, ეს სამიზნეები თბილისსა და მთელ დანარჩენ საქართველოში იქნება : რადარები, ყაზარმები, ჯარის კონცენტრაციის ადგილები,სამთავრობო შენობები, ასაფრენ დასაფრენი ბილიკები, (სამოქალაქო აეროპორტიც) , ქარხნები, საწვავის რეზერვუარები, ხიდები, და ასე შემდეგ.
ჩვენი ჰაერსაწინაამდეგო ძალები შეეწინააღმდეგება ამ დაბომბვებს და შესაძლოა ერთი ორი ნადავლიც გვქონდეს ჩამოგდებული საფრენი აპარატების სახით, თუმცა მთავარი ნადავლი, თავად რუსეთის არც თუ ისე ზუსტი იარაღით გამოწვეული, უამრავი ნგრევის და მსხვერპლის გა-PR-ება იქნება.
ესოდენ სასტიკი მოქცევა რუსეთის მხრიდან უცებ ვერ მოხდება. (ამას როგორც ზემოთ ავღნიშნე საინფორმაციო პოლიტიკური ფონი დასჩირდება ხოლო ეს ერთ დილას ვერ მომწიფდება შესაბამისად მოულოდნელობის ეფეკტი რუსეთის დარტკმებს არ ექნება. სიტუაცია სავარაუდოდ ნელა ნელა მივა დუღილის კონდიციამდე.AK-47-სგან განსხვავებით მე ჩვენს სამხედროებზე უკეთესი წარმოდგენისა ვარ და ვფიქრობ ჯარისკაცებს ყაზარმებში და მძიმე ტექნიკას ანგარებში ვერ მოგვისპობენ.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით რუსეთის საჰაერო იერიშები საგრძნობ სამხედრო ეფექტს ვერ მოიტანს!!! (თუ შემთხვევით არ გაუმართლათ და სახემწიფოს მმართველი პირები არ შემოებომბათ. ამ შემთხვევაში მომავალი უფრო ბუნდოვანი გახდება და სავარაუდოდ ქაოტური (ნაკლებ ეფექტური) პარტიზანული ქმედებები დაიწყება) ეკონომიკას და ინფრასტრუქტურას კი გვარიანად გადაუვლის რუსული დათვი.
პარალელურად რუსეთის სახმელეთო ჯარი დამატებით შემოვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. დაიწყება აფხაზეთში ზემო აფხაზეთთზე (ყოფილი კოდორი) იერიში, ხოლო სამაჩაბლოში ქართული სოფლების მიმართულებით და გორის ტრასისკენ სვლა. სამცხე ჯვახეთში ადგილობრივ ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობას იარაღს დაურიგებენ და პროვოკაციებს მოაწყობენ. შესაძლოა სომხეთიდანაც დაიძრას გარკვეული ტექნიკის ოდენობა.(თუ სომხეთის ხემძღვანელობამ ეს არ, ან ვერ აღკვეთა) გამოსვლას და ბათუმის შესასვლელ გასასვლელში პოზიციების დაიკავებას შეეცდება აჭარაში განლაგებული რუსეთის ჯარი.არ არის გამორიცხული ზღვიდან დესანტის გადმოსხმაც. ყველაფერი ეს ერთდროულად მოხდება.
ზემო აფხაზეთთზე იერიში გაუთავებელი (თუ ამინდი შეუწყობს ხელს) და ძალიან მძლავრი რუსეული საავიაციო და საარტილერიო დაბომბვის ფონზე განვითარდება. ფართოდ გამოიყენებენ მოცულობით დეტონირებად, ეგრეთ წოდებულ "ვაკუუმურ" ბომბებს და ჩურვებს. სავარაუდოდ МИ-24-ის ბოლო მოდიფიკაციები და უახლესი МИ-28Н და КА-50-ებიც კი ფართოდ ჩაერთვებიან ჩვენების წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაძლოა დესანტიც გადმოსხან. ამ ყველაფრის საპირწონედ ჩვენ ძირითადად 82მმ და 120მმ ნაღმტყორცნებს, РПГ-7-ებს, ПКМ-ებსა და ავტომატებს დაუპირისპირებთ. СВД-თი და Винторез-ებით შეიარაღებული ჩვენი სნაიპერებიც გაუშრობენ მტერს სისხლს. სენაკის ბრიგადა დაიძვრება გალის მიმართულებით და გარკვეულ ძალებს თავისკენ გამოიტყუებს. აქ მთავარია ჩასაფრებბებში არ მოვხვდეთ. კონტრშეტევებს მოიგერიებს რეზერვისტებით დაკომპლექტებული ნაწილები. სენაკის ბრიგადასვე რეზერვისტებთან ერთად შეიძლება დაეკისროს ზღვიდან გადმოსხმულ დესანტთან ბრძოლა.
მტრის გადაადგილებას სამაჩაბლოში დროდადრო შეაჩერებს ჩვენ სპეცრაზმელთა და რეზერვისტთა ჩასაფრებები. ბლომად მსხვერპლი ექნებათ. ზოგიერთ ადგილას იქითაც შეუტევთ. (მტრის მხრიდან ხშირი იქნება კონრშეტევაზე წამოგების, "ტომარაში" დაჭერის მცდელობა. აქ მე ჩვენი მხედართმთავრების ნიჭიერების და გონებამახვილობის, წინდახედულობის იმედი მაქვს. რომ ისინი უაზროდ, მკაფიოდ დასახული მიზნითა და გეგმით არ შეძვრებიან დასახლებულ პუნქტებში ) შესაძლოა საერთოდ მოვახერხოთ როკის გვირაბის მიმართულების ჩაკეტვა. მაშინ ალბათ რუსები დესანტს გადმოსხამენ და ეს ყველაფერი განუწყვეტელი რუსეული საავიაციო დაბომბვის (თუ ამინდი შეუწყობს ხელს) და ორივე მხრიდან საარტილერიო დუელების ფონზე განვითარდება.
აჭარაში განლაგებული რუსეთის ჯარს გამოსვლას და ბათუმის შესასვლელ გასასვლელში პოზიციების დაიკავებას ჩვენ სპეცრაზმელთა (საზღვაო ფეხოსანთა)ჩასაფრებები შეუშლის ხელს. შესაძლო საღვაო დესანტს კი რეზერვისტებიც გაუწევენ მედგარ წინააღმდეგობას.
ასე გაგრძელდება 3-6 კვირა. ამის შემდეგ საბრძოლო მოქმედებათა (მათ შორის დაბომბვების რაოდენობაც) ტემპი იკლებს. რუსეთი დაიწყებს გადაჯგუფებას და იმ პოზიციების გამყარებას რომელიც იმ მომენტისთვის ექნება დაკავებული.ამავდროულად გაააქტიურებს მე-4 კოლონას და შეეცდება ქართველთა საბრძოლო სულისკვეთების შიგნიდან გატეხვას.(იმედი მაქვს უშედეგოდ).როგორც ვთქვი თბილისში შემოსვლას (მე-4 კოლონის აშკარა წარმატების გარეშე) ისეთი ავანტიურისტიც კი როგორიც ივანოვი გახლავთ, ვერ გაბედავს. შესაბამისად წინააღმდეგობა გაგრძელდება და გადაიზრდება უფრო მდორე, რუტინულ, პარტიზანულ ფაზაში.(აქ მინდა ვთქვა რომ შეხედულება თითქოს ყველა პარტიზანი ტერორისტია და დივერსანტობა ტერორისტობას ნიშნავს, არის სრული სისულელე და უცოდინარობა.ტერორისტი კლავს და წინ იფარებს უდანაშაულო მოსახლეობას თავისი პოლიტიკური თუ რელიგიურ ფანატიკური მიზნით. ხოლო თავისუფლებისთვის მებრძოლი ჯარისკაცი ებრძვის მოწინააღმდეგის ჯარს, მათ შორის გარკვეული (რაინდული) "ღირსების კანონი"-ს დაცვით.(ჟენევის კონვენცია და ასე შემდეგ) ეს ფაზა გაგრძელდება 3თვიდან 1 წლამდე და გამარჯვებაც იმას დარჩება ვისაც უკეთესი ნერვები ექნება. ეს ვიქნებით ჩვენ. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს!!!!
ისე ხომ არ შეგეშინადთ. არ ჩამოყაროთ ყურები. ეს ძალზედ ნაკლებ სავარაუდო მოვლენათა განვითარების გეგმაა.(მკითხაობა)
უფრო მოსალოდნელი (და ალბათ გარანტირებულიც) არის ის რომ რუსეთი შენიღბულად "ქვეშიდან" იმოქმედებს ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მეტი შესაძლებლობეი გვექნება ღირსეული პასუხი გავცეთ მომხვდურს. ინიციატივა ჩვენს მხარეზე იქნება, საქართველო მეტს შეუტევს, თავად გამოიყენებს საბრძოლო ავიაციას და ასე შემდეგ. (პირველ, ყველაზე ცუდ ვარიანტში, თუ მიაქციეთ ყურადღება მე ავიცია (ჩვენი ჰაერსაწინაამდეგო ძალების გარდა ისეც პირველ 2-3დღეს)საერთოდ არ მიხსენებია, რადგან ასაფრენ დასაფრენი ბილიკები ყველაზე ადვილი სამიზნეა და ჩვენი ავიაციის გამოყენება მტრისგან ფართომაშტაბიანი შემოტევის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნეოადა))
4)სირთულე იმაში გახლავთ რომ ქართული ჯარი ერთდროულად უნდა დაუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს და იმავ დროულად შეინარჩუნოს და მნიშვნელოვნად გაზარდოს "რეალური ბრძოლისუნარიანობა" კარზე მომდგარი რუსული საფრთხის მოსაგერიებლად. ეს კი ხშირად ერთი ან მეორე მიმართულებით სერიოზულ კომპრომისებზე წასვლას გულისხმობს. (პროფესიონალები გაიგებენ) პრობლემას ნაწილობრივ გადაცყვეტდა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტი, მისი ხარჯვის კონტროლის უფრო ეფექტური მექანიზმების შემუშავების პარალელურად (გაგიკვირდებათ მაგრამ ეს 10-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტიც კი კვლავ ძალიან ძალიან ცოტაა ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის.)
ჩემი სურვილი იქნებოდა "დიდი პრივატიზებიდან" შემოსული თანხები მთლიანად ჯარზე და არა სოციალურ პრობლემებზე დაგვეხარჯა.
3) საქ. თავდ. სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საქმიანობაში გამჭვირვალეობა დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტებს ცალსახად ვერ აკმაყოფილებს. (ვერც უახლოვდება) თუმცა მე მას 20 ყველაზე აქტუალურ პრობლემათა შორის არ განვიხილავდი.
4)
http://www.mod.gov.ge/ მომწონს.კაი საიტია. ყოჩაღ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს!!!