მიხო ზღვაზე მიდის დასავენებლად. მარო ეკითხება:
- მიხავ, ნიშნობის ბეჭედს რათ არ იკეთებ?
- ამ სიცხეში?!
......................................................................................................................................
ცოლ-ქმარი მიხო და მარო პაპუასებმა დაიჭირეს, ხეზე მიაბეს, ცეცხლზე ქვაბი შემოდგეს და ბარაბნების დაკვრის ფონზე ცეცხლის გარშემო ცეკვა დაიწყეს. შეშინებული მარო მიხოს ეკითხება:
- მიხავ, რაას გვიპირებენ, უნდა გაგვაუპატიუროონ?
- არა, ქალოო, რაა უნდა გაგვაუპატიურონ! უნდა შეგვჭამონ!
- რაა სულ ჭამაზე უნდა ფიქრობდე, შე უბედუროო?!
.......................................................................................................................................
ოკეანეში გამოჩნდა ზვიგენისა და ოქროს თევზის შვილი. ასრულებს სამ უკანასკნელ სურვილს.
.......................................................................................................................................
ოქროს თევზი თიბავს. კაცი მივიდა და ეკითხება:
- შენ, კაცო, ოქროს თევზი არა ხარ?
- ჰო.
- მერე აქ რას აკეთებ?
- რა ვიცი, იმ სვანის სურვილია...
.......................................................................................................................................
სვანი საოქრომჭედლო სალონში მივიდა, ოქრომჭედელს მაგიდაზე ოქროს თევზი დაუგდო და ეუბნება:
- ამისაგან ორი "ბრასლეტი" და ბეჭედი უნდა დამიმზადო!
........................................................................................................................................
- გოგონა, რა მშვენივრად გამოიყურებით!
- დიდი მადლობა!

- დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია!
........................................................................................................................................
ორნი საუნაში შედიან და დამდუღრულები გამორბიან უკან: კაბინაში აუტანელი სიცხეა. მიდიან საუნის დირექტორთან:
- უფროსო, რა ხდება, კინაღამ დავიხრჩეთ ორთქლისგან, რა უბედურებაა!
- ბიჭებო, გვაპატიეთ, ახალი მეაბანოე გვყავს, ადრე კრემატორიუმში მუშაობდა და ჯერ ჩვენს ტემპერატურულ რეჟიმებს ვერ მიეჩვია, ....
........................................................................................................................................
ავტობუსიდან ჩამოდის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ცალი მკერდი გაშიშვლებული აქვს.
- ქალბატონო, ერთი ძუძუ გიჩანთ!
- ვაიმე! ბავშვი ავტობუსში დამრჩა!
.......................................................................................................................................
აგარაკზე ქურდი შეიპარა. უცებ ძაღლი გამოვარდა და შეუყვირა "შეჩრდი!". ქურდს შიშისაგან გული წაუვიდა. გონზე ნიშადურის სუნმა მოიყვანა. თვალი გაახილა და ხედავს, თავზე ძაღლი ადგას და ნიშადურს აყნოსებს. ქურდი გაოცებული ეკითხება:
- შენ რა, ყეფა არ იცი?
- ვიცი, მაგრამ შენი შეშინება არ მინდოდა.
........................................................................................................................................
საოპერაციოდან ქირურგის ყვირილი ისმის:
- მაყვალა!! აქ რომ თირკმელები მეყარა, შენ ხომ არ გამოგავე?!
........................................................................................................................................
- მამაშენს კარლო ერქვა?
- არა?!
- აბა ბურატინოს რატომ გავხარ?
........................................................................................................................................
სვანი მრგვალი მაგიდის კუთხეში დაჯდა.
სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ.
Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.