ამოვთხარე ტოპიკი............................................................
abonentსაკმაოდ დიდი თემაა და ისეთი საკითხები რომელსაც გასაგები მიზეზების გამო ვერ გამოვამზეურებ, მაგრამ ვეცდები მოკლედ მაინც ჩავაყენო განყოფილება საქმის კუსში

1998 წლის თებერვლის ტერაქტს სერიოზული გამოძიება მოჰყვა, რათა შემდეგში მსგავსი თავდასხმის ალბათობა მინიმუმამდე დაყვანილი ყოფილიყო. ამერიკელი ექსპერტების დასკვნა დაცვის ეფექტურობასთან დაკავშირებით ძალზე უარყოფითი იყო. გამოძიების შედეგად გაირკვა რომ იმ ავადსახსენებელ დღეს დაცვის სამსახურის მხრიდან სავალალო და ფატალური შეცდომები იქნა დაშვებული. მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს: ინსტრუქციის უხეში დარღვევით პირადი დაცვისა და თანმხლები სპეცრაზმელების უმეტესობას არ ეცვათ ჯავშანჟილეტი, ხოლო საბრძოლო მასალა ძირითადში 1-2 მჭიდის სახით გააჩნდათ(ჯიგრებს თრევა ეზარებოდათ). თვითონ შეტაკების ანალიზიდან გაირკვა რომ ლიჩნიკების უმეტესობამ უმისამართო ცეცხლი გახსნა და ტყვიების კვალი მრავლად იქნა აღმოჩენილი ხეების კენწეროებზე. ასევე დაცვის დაბნეულობის წყალობით ტერორისტების ნაწილმა ქუჩაზე გადმოსვლა მოახერხა და დაჭრილი დავით კოკაური საკუთარივე ავტომატით გამოასალმეს სიცოცხლეს

. ამ მოვლენების შედეგად შეიცვალა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობა და დანიშნულ იქნა კაპიტანი სულხან პაპაშვილი(ცოტა ხანში უკვე გენერალ-მაიორი

) უშიშროების საბჭოდან. მინდა ვთქვა რომ პაპაშვილმა ნამდვილად ივარგა. სამსახური თვისობრივად ახალ დონეზე ავიდა, ხოლო პრეზიდენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად შესაძლებელს მიუახლოვდა. ვარდების ე.წ რევოლუციამდე რამოდენიმე თვით ადრე სდსს-ში უცნაური მოვლენები განვითარდა. თანამშრომლების აბსოლუტურ უმრავლესობას შეუწყდა დაფინანსება, ხოლო სამსახურის საფინანსო განყოფილებამ არნახულ მაქინაციებს და დატაცებას მიჰყო ხელი. მე მიმაჩნია რომ სულხან პაპაშვილმა შეგნებული დივერსია განახორციელა რატა ნოემბრის დღეებში შევარდნაძის დაჩოქება შესაძლებელი გამხდარიყო.
ახლა განვიხილოთ ვარდების შემდეგ განვითარებული მოვლენები. იმ დღეებში სამსახურს სატავეში ჩაუდგა ალექსიძე(სახელი დამავიწყდა, ლევან ალექსიძის ვაჟი). მინდა გითხრა რომ საკმაოდ წარმატებულად! დაიწყო სტრუქტურული რეორგანიზაცია, სამსახურიდან დაიფრინეს კორუფციონერი შემადგენლობა, დაიწყო პერსპექტიული კადრების დაწინაურება, თანდატან გამოსწორდა ტანამშრომელთა ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ ამ ყველა სასიკეთო წამოწყებას წერტილი მიხაელ სააკაშვილმა დაუსვა.
დაიწყო იმით რომ აბსოლუტურ იგნორს უკეთებდა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სამართლიან მოთხოვნებს(მაგალითისთვის, მანქანის ფანჯრიდან თავის გამოყოფა, დაგეგმილი მარშუტის ხუშტურების მიხედვით არევა, საკადრო საქმიანობაში უხეში ჩარევა. თანამშრომელთა პიროვნული დამცირება და დაჩმორება). აღნიშნული მოვლენების შემდეგ ალექსიძე გადადგა. ახლადხელდასხმულმა ხელმძღვანელობამ მხარი აუბა მიშას ხუშტურებს, პარალელურად ის თანამშრომლები დააბრუნეს ძველ თანამდეობებზე რომლის მიმართაც პროკურატურას საქმეები ჰქონდა აღძრული ფინანსური მაქინაციებისა და დატაცების გამო. ვინც დაცვის სამსახურის სპეციფიკაშია კარგად გარკვეული დამეთანხმება რომ პირადი დაცვა უკანასკნელი ხაზია, ძირითად შავ სამუშაოს კი ოპერატიული სამსახური, ოტო, სპეცდანიშნულების და სპეციალური კავშირების განყოფილებები ასრულებენ. სააკაშვილის დროს პირადი დაცვის გარდა ყველა განყოფილება დაფინანსების მინიმალურ დონეზე იქვნენ გადაყვანილი, თანამშრომლების უდიდესი ნაწილი დათხოვნილი და გაძევებული. უძლიერესი სპეცსამსახურისგან ფაქტიურად აჩრდილი დარჩა. შედეგმაც არ დააყოვნა. ყველას გახსოვთ გორში მიშას ფორთხიალი??? მაშინვე ვთქვი რომ სააკაშვილმა რაც დათესა ის მოიმკო. ლიჩნიკები იმ დონეზე ჰყავს დატერორებული რომ მათ შეეშინდათ უშუალო მოვალეობის შესრულება. საფრთხის გამოჩენისთანავე ხელი უნდა ჩაევლოთ მიშასათვის და მოერიდებინათ იმ ტერიტორიისთვის, მაგრამ ყველას შეეშინდათ!!! ამ შიშის წყალობით კი მთელი მსოფლიოს წინაშე თავი მოგვეჭრა. ძალიან ბევრი რამის მოყოლაც შემიძლია, მაგრამ უახლოესი 10 წელი ალბათ ვერ შევძლებ
* * *
ძაღლსა თუ კატას ყველას ვიცნობდი

განსაკუთრებიდ იმელის შენობაში ჩვენი ყოფნის პერიოდი მახსენდება სასიამოვნოდ. 95 წლის აგვისტოს ტერაქტისას მაგრა გადავრჩი. მაგ ნივის გვერდით ვიდექი აფეთქებამდე 5 წუთით ადრე
This post has been edited by X Man on 12 Aug 2010, 22:17