
FAV (Fast Attack Vehicle) ანუ იგივე DPV (Desert Patrol Vehicle)
ესეთები გვინდა მინიმუმ 50 ცალი მაინც Apple-Cross-ისთვის.
ეკიპაჟი: სამი კაცი(მძღოლის ჩათვლით)
შეიარაღება: ზედ შეიძლება დაყენდეს, მძღოლის გვერდით 7.62-იანი ხელის ტყვიამფრქვევი PKM ან M60. ზედა ნაწილში 50კალიბრიანი M2 Browning, ან სულაც დშკ. ან 40mm-AGL ან Mk-19 ავტომატური ყუმბარმტყორცნი. ასევე შესაძlებელია 2/4 ცალი AT4-ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო გამშვების გადატანა.
ჩვენს პირობებში ზედ + ორი ცალი ''გრომის'' ან ''სტინგერის'' დამატებაც შეგვიძლია რითაც საბრძოლო პოტენციალი გაიზრდება.
FAV-ების შექმნის დროს, იდეაში იყო ისეთი მოდელის შექმნა, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა TOW-ს დამონტაჟება, თუმცა მაშინ ამ პროექტზე უარი თქვეს. თუმცა, თუ ჩვენი მხარე ამ მანქანების მსხვილ პარტიას შეიძენს, მაშინ გარკვეული რაოდენობის FAV-ზე ჩვენით შეგვიძლია ფაგოტ-ების დამონტაჟება, რაც უეჭველად უნივერსალურს გახდის მსგავსი ტექნიკით შეიარაღებულ სპეც-ჯგუფს.
FAV-ების საბრძოლო გამოცდილებას რაც შეეხება ყურეში ომის დროს, Delta Force-ს ოპერატორები და NavySeal-ს მებრძოლები საკმაოდ წარმატებულადაც იყენებდნენ, ასევე მწვანე ბერეტებიც და ზოგადად აშშ მთელი სპეცდანიშნულების ძალები.
აგრეთვე FAV შეიარღებაში აქვს მიღებული საზღვაო ქვეითთა კორპუსის სადაზვერვო დანაყოფებს (Force Reconnaissance) რომლებიც MARSOC (Marine Special Operation Commanding) შემადგენლობაში ირიცხებიან.
ჩვენი თავდაცვის დოქტრინა თუ ითვალისწინებს დინამიური თავდაცვით ბრძოლას, მაშინ ჩასაფრებებისთვის, დივერსიისთვის, მოწინააღMდეგის ლოჯისტიკის, მომარაგების და სამედიცინო კოლონებზე/ბაზებზე თავდასხმისთვის და სწრაფი უკანდახევისთვის, იგივე ობიექტებზე საარტილერიო და საჰაერო დარტყმის კორექტირებისთვის და სამიზნეების მონიშვნისთვის, ასევე მსგავსი სპეციალური ოპერაციებისთვის ზედგამოჭრილია ეს 'ხვლიკი''.
ამგვარად აღჭურვილი სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების მებრძოლების პატარ-პატარა ჯგუფებს, მტრის მომარაგების კოლონების მცირე ხნით შეყოვნება, ფლანგური შეტევა და დროის ამ მცირე მონაკვეთში, შორს განლაგებული საკუთარი საარტილერიო ბატარეის ცეცხლის კორექტირება შეუძლია, სამიზნის კოორდინატების გადაცემის შემდეგ კი წამებში პოზიციების დატოვება და უკან დახევა, სანამ კოლონა გზას გააგრძელებს, ამასობაში გამოძახებული არტილერია იქაურობას ცაში აიტანს.
მითუმეტეს დაბალი სილუეტი, სისწრაფე და მობილურობა აძლევს ამის საშუალებას.
კომპლექსურად რომ შევძლოთ ეგეთის შესრულება დინამიურ თავდაცვაში, მაშინ მტრის ძირითადი ძალების მომარაგება ტყვია-წამლით, საკვებით და მედიკამენტებით სრულად თუ არა 50% ით მაინც შეფერხდება (მინიმუმ), რაც მათ დასუსტებას გამოიწვევს, ამით ჩვენს ძირითად ძალებს უფრო თანაბარ პირობებში შეეძლებათ მტრის დასუსტებული შეტევების შეჩერება და გარკვეული დროის შემდეგ კ/შ-ზე გადასვლა.
"Energetically will I meet the enemies of my country.
I shall defeat them on the field of battle
for I am better trained and will fight with all my might."
© 75th Ranger regiment creed - 5th stanza.