მოდი მაშინ მე ჩამოვყალიბდები ჩემი აზრით როგორი ომი უნდა ვაწარმოოთ რუსებთან, ჩემი აზრით რათქმაუნდა
1) თავდაცვითი ომი, თუ რუსები არ დაიწყებენ შეტევას მაშინ
2) ვიმოქმედოთ ისე რომ ამოქმედდეს პირველი პუნქტი

მე ვფიქრობ ომის აქტიური ფაზა 2 კვირას, ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ უნდა შევძლოთ მართლაცდა "მობილური და ყრუ თავდაცვითი" ომის წარმოება ერთად,
1) პირველი ეტაპი "შეჩერება"
ფაზა 1 დან - 3 დღემდე,
მოქმედების ადგილი უშუალო საზღვრიდან 3 - 5 კილომეტრი
ამ ეტაპზე პრიორიტეტი იქნება მტრის ჯავშანტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა, ეს უნდა გააკეთონ მართლაც მობილურმა მაგრამ ღრმა სანგრების (და სათადარიგო სანგრების)სისტემაში მჯდარმა ტანკსაწინააღმდეგო გათვლებმა, ჩვენ რელიეფზე ასეთი სანგრების სისტემიდან გახსნილმა ჯვარედინმა ცეცხლმა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებიდან უმოკლეს ხანში უნდა დააგდოს რუსების მანევრულობა, პრიორიტეტი იქნება ტანკები და ჯავშანმანქანები შემდეგ ყველაფერი რაც იქოქება და დადის, რითიც გადაადგილება შეიძლება , ამ ტანკსაწინაარმდეგო გათვლების დაცვა ფლანგებიდან დაევალება მობილურ ჯგუფებს (სპეცნაწილებს + ადგილობრივები), მაგრამ ეს ჯგუფები არ ირბენენ ჰაილუქსებით გორში ან ფოთში, ყველა ჯგუფს ექნება თავისი ზონა (რუსების სავარაუდო მარშრუტის მართობულად), მათი მომარაგებაც და ყველაფერი იქნება იმავე ზონაში, ფაქტიურად მაქსიმუმ 3 კვ.კმ -ზე და ზოგან უფრო ნაკლებიც, ჯგუფებში მებრძოლთა რაოდენობა 50 დან 150 მდე, ანუ ფრონტის I ხაზზე იმოქმედებენ ასე ვთქვათ ოპერატიული ქვედანაყოფები შემადგენლობით (რამდენიმე ტანკსაწინაარმდეგო გათვლა + რამდენიმე მობილური ჯგუფი) გათვლების და ჯგუფების რაოდენობა კონკრეტული გეოგრაფიული ადგილიდან ამოვა, ეკიპირება მქსიმუმი რაც შეიძლება მივცეთ. გადაადგილება მოუწევთ ფეხით, აქ ჰაილუქსების ადგილი არ არის იმის გამო რომ ზონა დიდი ცეცხლის ქვეშ იქნება და საერთოდ ტექნიკა არ გვჭირდება მანდ. ჩვენი არტილერიის დანიშნულება ძირითადად მტრის არტილერიასთან დუელი, ამის შემდეგ ეს ოპერატიული ქვედანაყოფები უკან დაიხევენ და გადავლენ ფრონტის II ხაზზე
2) ეტაპი "გამოფიტვა"
ფაზა 3 - 5 დღე,
ადფგილი სიღრმეში 5 - 15კმ მეორდება თითქმის იგივე, მხოლოდ ფლანგებზე და წინაც სპეციალური ნაწილების გარდა სხვა უფრო მსხვილი შენაერთები იმოქმედებენ, ადგილმდებრეობის ცოდნა + ასევე სანგრების სისტემა და რუსების მოეიერიშე ნაწილებთან მაქსიმუმ ახლო კონტაქტი + მაქსმუმ საარტლერიო ცეცხლი, აქაც ყველა შენაერთს ექნება ტავისი ადგილი, ჰაილუქსები მხოლოდ დაჭრილების გამოსაყვანად, აქ მთავარი იქნება ბრძოლის ველის პულსის გაგება, რუსებს არ უნდა მივცეთ ჩასანგრების დრო, იმდენად ახლოს უნდა ვიYოტ რომ როგორც კი შეტოკდებიან უნდა მივაწვეთ, არცერთი ნაბიჯი უკან ! მიწის თითოეულ მეტრს ვიცავთ ბოლმომდე (განსხვავებით I ფაზისგან სადაც ოპერატიულ ჯგუფებს მეტი თავისუფლება აქვთ)
3) ეტაპი კონტრშეტევა
პირველი ოორი ეტაპის კარგად ჩატარების შემტხვევაში რუსების ჯავშნის მანევრულობა დაცემული იქნება 40 - 50% -ზე, თუ მეტზე არა, დარღვეული იქნება მომარაგება და ნაწილები ერთმანეთში არეული, საერთო სურათის ცოდნით კონტრშეტევისთვის საჭირო წერტილის დადგენა და ჩვენი ტანკების დაქოქვა ...
აქ კი დაგვჭირდება ჰაილუქსები
ამ ეტაპზე ჩვენ არტილერიას თუ კიდევ ექნება სროლის თავი კარგია, რადგან კიდევ ბევრი გასროლა დაგვჭირდება.
სხვამხრივ მე ვერ ვხედავ სხვა ომს, თუ შემოვიდნენ და 70% უომრად დაიკავეს ესეიგიკიდეც წავაგეთ.
გვჭირდება 80 - 100 000 კაცი.
მანშტეინი ვარ თითქმის

და ძაან არ დამცინოთ