მაგარი უსუსური ისტორიკოსები გყვავს. ვეძებ ქართველების ბრძოლების აღწერებს მონღოლთA ლაშქრობებშI და არ არსებობს , ან ინგლისურად უნდა ეძებო და ფრაგმენტები მოიძIო ან არაბულად.
თავიდან სპარსეთშI მონღოლების შეჭრაში ვმონაწილეობდით, ალამუთის (ალლუჰ -ამუთ) ალყას 7 წელი დაჭირდა, აქაც ვმონაწილეობდით, აქ მოხდა ის ფაქტი ასასინმა რომ მონღოლი ნოინი მოკლა და ქართველებს რომ გვაბრალებდნენ, სპარსეთი დაიპყრეს მონღოლებმა, მერე ბაღდადი აიღეს და აბასიდების 500 წლიანი დინასტია დაამხეს, ბაღდადის აღების დროს ქართველებს თავი გამოუჩენიათ , მთელი ქალაქი გაჟლიტეს მონღოლებმა. მერე დამასკო და აიუბიდების დინასტია მიაყოლეს ზედ. დამასკოშიც ერთერთი პირველები შევცვივდით და აუფ რას ვიგიჟებდით წარმომიდგენია

მაშინდელი მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქები იყო ბაღდადი და დამასკო.
ისლამურ სამყაროში დარჩა მხოლოდ ეგვიპტის მამლუქთა სასულთნო და აქ ცუდად წავიდა მონღოლთა საქმეები და ჩვენიც.
მოკვდა მინღოლთა ყაენი მუნკე, ეგვიპტის დასაპრყრობად გასაგზავნი თითქმის 120 000 ლაშქარი უკან გაიწვიეს, ჰულაგუ ხანიც, დატოვეს მხოლოდ 20 000 მონღოლი კიტბუღა ნოინის სარდლობით, + ქართველები + კილიკიელი სომხები.
1260 წლის 3 სექტემბერს, იერუსალიმის ჩრდილოეთით 120 - 150 კმ -ზე, მოხდა ცნობილი ბრძოლა აინ ჯაილუთთან.
მონღოლები, ქართველები, კილიკიელი სომხები კიტბუღა ნოინის სარდლობით და ეგვიპტელი მამლუქები სულტან კუტუზის და ბეიბარსის სარდლობით.
მონღოლებს მონღოლური ხრიკი ჩაუტარეს მამლუქებმა, მრავალსაათიანი ბრძოლის მერე უკან დახევა დაიწყეს ხეობით მთებში სადაც ფლანგებზე მამლუქებს დამატებითი ძალებიც ყავდათ დამალული, კიტბუღა მოტყუვდა და შეყვა ხეობაში, ალყაში მოაქციეს , როგორც წერია აქ მონღოლებს (ქართველებს - სომხებს) ალყის გასარღვევად ისე უბრძოლიათ რომ მამლუქები რაიმეს გაიქცნენ ერთი პერიოდი, მაგრამ კუტუზის პირადმა სიმამაცემ (შლემი მოიგლიჯა თავიდან და ხმამაღლა ეძახდა გაქცეულებს) მოატრიალა მამლუქები, მერე კიტბუღაც მოკლეს, ვინმე მამლუქმა ჯამალ ალ დინ ალ აკუხ შამსიმ.
ეს ბრძოლა აღსანიშნავია იმით რომ მონღოლების მძIმე კავალერია პირველად დამარცხდა პირისპირ ხელჩართულში, ასევე იმით რომ ერთერთი პირველი ბრძოლაა სადაც საველე არტილერიის გამოყენება მოხდა (აღწერილი)
ბკაიროსკენ მიმავალ გზაზე რძოლის ველის გმირი კუტუზი შეთქმულებით მოკლა ბეიბარსმა და გახდა ეგვიპტის მამლუქთა სულთAნი.
ამ ბრძოლაში ქართველ მებრძოლთა ბედი ჩემთვის უცნობია
შემდეგშI მონღოლებმა რევანშI სცადეს, 1260 წლის 10 დეკემბერს მოხდა პირველი ბრძოლა ჰომსთან. აქაც დამარცხდნენ და ქართველების ბედიც უცნობია.
შემდეგში, 1277 წლის მოხდა ბრძოლა ელბისტანთან. სანიკიძეს უწერია ამასიასთანო მარა სხვაგან ყველგან ელბისტანია . აქ ქართველები უკვე დემეტრე მეფესთან ერთად არიან, ამ ბრძოლაშიც ალყაში მოხვდებიან და მარცხდებიან მონღოლები, 3000 ქართველიდან ალყა გაარღვია ცოცხალი გადარჩA მარტო მეფე დემეტრე და 3 პირადი მცველი.
შემდეგში 1281 წლის 29 ოქტომბერი, მეორე ბრძოლა ჰომსთან, აქ მონღოლების მარცხენა ფრთა აბარიათ ქარტველებს, პირველ იერიშსაც ქართველები დაიწყებენ და მამლუქების მარჯვენა ფრთას გაარღვევენ, იმდენად წავლენ წინ რომ ვერ დაინახავენ რომ უკან მამლუქებმა მონღოლების ცენტრი და მარჯვენა ფრთა მოსპეს, მონღოლთა სარდალი მუნკე-თემურ დაჭრილი ბრძოლის ველს მიატოვებს და გაიქცევა. ბოლოს ჩვენ ისევ ალყაში ვხვდებით. მეფის ალყიდან გამოყვანა 4000 ქართველის სიცოცხლე დაჯდა.
შემდეგში 1299 წლის 22 დეკემბერი. ვადი ალ ხაზანდართან როგორც იქნა მონღოლ ქართველები ბრძოლას იგებენ. აქ ქართველთა დანაკარგები ჩემთვის უცნობია, საერთო დანაკარგი მონღოლთა მხრიდან იყო 14 000, დიდი ეჭვი მაქვს მანდ ჩვენი წილი იქნებოდა ესე 2 - 5 000