მონღოლთა არმია
მარკო პოლო წერს რომ მონღოლ მეომარს შეეძლო 10 დღე გაეძლო ცხელი საჭმელის გარეშე, ( ეს ფაქიზი იტალიელისთვის როგორც ჩანს საოცრებაა, მე თვითონ სტუდენტობისას ბევრად მეტი გამიძლია ვიდრე 10 დღე

), სამაგიეროდ ყურადსაღებია მონღოლი უნიტის სალაშქრო კვების რაციონი, უფრო სწორედ ე.წ "ხელშეუხებელი მარაგი" : 4 კგ გამომშრალი რძე, 2 ლიტრი კუმისი, და ხორცის ნაჭრები უნაგირის ქვეშ. ყოველ დილით მეომარი ცოტა გამომშრალ რძეს და კუმისს ერთმანეთში ურევდა ტყავის მათარაში და შუადღემდე ჭენებისას რაღაც არაჟან-იოგურტის

მსგავსს იღებდა, მონღოლები ლაშქრობისას პრობლემის გარეშე ჭამდნენ ძაღლებს, ვირთხებს, ცხენებს მელიებს , მაშინ როცა მონღოლთა მოწინააღმდეგეები, ჩინელები, სპარსელები, რუსები თუ სხვა ხალხები მსგავს საკვებს მხოლო დიდი ხნის ალყის და დაუძლურების შემდეგ თუ იღებდნენ.
ღია სტეპში მონღოლ მეომარს შეეძლო 5- 6 კმ -ში დაენახა ბუჩქს ან ლოდს ნახევრად ამოფარებული ადამიანი, ხოლო 28-30 კმ -ში ადამიანს ცხოველისგან არჩევდა
(თანამედროვე სითბოვიზორების ტტმ თითქმის)

, სამი წლის ბავშვს აბავდნენ უზანგზე და ცხენის მართვას ასწავლიდნენ, 4 წლისას მშვილდისარს აძლევდნენ და აქედან სადმე სიკვდილ ჩაძაღლებამდე ცხენზე იჯდნენ, აღწერილია შემთხვევა როცა მონღოლმა მეომარმა 9 დღეში 900 კმ -ზე გაიარა ერთი ცხენით, ჩინგიზ ხანის არმიისთვის ორ დღეში 200 კმიანი მარში საშუალო დატვირტVა იყო. ცხენს შეეძლო სწრაფი გაჩერება ჭენების დროს, იკვებებოდა ყველაფრით რაც შეხვდებოდა გზაზე, ხის ქერქითაც კი
მთავარი საბრძოლო იარაღი იყო კომპოზიტური მშვილდი, მოჭიმვის ძალიტ 70 კგ -მდე სროლის სიშორით 200 - 300 მეტრი, მეომარს ჰქონდა ორი მშვილდი, მოკლე და გრძელი და სამი ოთხი კაპარჭი თითოში 30 ისრით, ისრები სამი სახის, მსუბუქი მოკლე ბუნიკით შორ დისტანციაზე სასროლი, მოკლე განერი ბუნიკით ახლო სასროლი და სასიგნალო ცეცხლის დასანთები, ისრები არწივის ფრთებით.
მძიმე კავალერიას ჰქონდა სხვა იარაღიც, გრძელი შუბი კაუჭით მოწინააღმდეგის ცხენიდან ჩამოსათრევად, და ფარებს (სხვადასხვა ზომის) მონღოლები იყენებდნენ მხოლოდ ქვეით მწყობრში ბრძოლისას და ციხესიმაგრეების იერიშის დროს. მძიმე კავალერისტებს ჰქონდათ ასევე მოღუნული ხმლები (აზიურ მუსულმანური სტილის) და ჩუგლუგები, ყველა მონღოლს თან მიჰქონდა მსუბუქი ცული, სადგისი, ნემსი, ძაფი , ცხენის ძუისგან დაწნული თოკი, სალაშქრო ქვაბი, ტყავის ტომარა პროვიანტისთვის, ერთი წყალგაუმტარი ტყავის ტომარა რომელშიც ყველაფერს ყრიდნენ მდინარეების ფორსირებისას.
რკინის აბჯარი მონღოლებში ფართოდ გამოყენებადი ევროპაში ლაშქრობის შემდეგ და უფრო გვიან ე.წ ჩინური-მონღოლის ტიპაჟის შექმნისას გახდა, თითის სისქე და ხელისგულისოდენა რკინის ფირფიტები ერთმანეთზე ტყავის ძაფით მაგრდებოდა და ყელიდან მუხლების ქვევით ეშვებოდა, წელიდან ორად გაჭრილი
ცხენიც ატარებდა ტყავის აბჯარს, რომლის აღწერა რთულია და აღარ დავწერ, ზევიდან მთლიანად ფარავდა ცხენს და ნახვრეტები ჰქონდა სადაც კუდს ფეხებს და კისერს აყოფინებდნენ. აბჯრის ეს აღწერა ეხება მხოლოდ გვიანდელი პერიოდის იმპერიას
ადრეულ ხანაში შუა აზია რუსეთ ევრპაში ლასქრობისას მსგავსი აბჯარი ჰქონდა მხოლოდ ყოველ მეათე მეომარს
ამ ყველეფარზე მონღოლი ზამტარში იცმევდა ორ ტყავის ქურქს, პირველს ბეწვით შიგნით სხეულისკენ მეორეს ზევიდან ბეწვით გარეთ ,
არმიაში იყენებდნენ აქლემესაც რომელსაც 120 კგ წაღება შეეძლოთ.
ფაქტიურად მკაცრად ორგანიზებული, გაწრთვნილი ერთიან სარდლობის ქვეშ, მებრძოლი ვირთხების(ამტანობით) არმიაა, რომელიც ერთდროულად ატარებდა ოპერაციებს პოლონეთიდან ვიატნამამდე, ერთდროულად ებრძოდა სამურაებს და ტევტონებს
მარცხს მოწინააღმდეგეები ისტორიულ ქრონეკიბში ხშირად წერენ როგორც მონღოლთა მრავალრიცხოვნობით გამოწვეულ ლოგიკურ შედეგს, სინამდვილეში მონღოლთა რაოდნოება ზოგერ სამ ოთხჯერ ნაკლებია მოწინააღმდეგეებზე
მაგრამ მაღალი მობოლურობის და სრაფი ღრმა ფლანგური მანევრების გამო მოწინააღმეგეს ექმნებოდა შტაბეჭდილება რომ მტერი აურაცხელია, საითაც გაიხედები ყველაგანაა
მაგალითად ჩინეთში ცინის იმპერიაში შეჭრისას მონღოლები 4 ჯერ ნაკლები იყვნენ ცინის არმიაზე !
რა შედეგბი მოსდევს მსგავსს განწყობას ჩვენი 23 წლიანი ისტორიით კარგად ვიცით
ყველაზე პატარა ქვედანაყოფი ათეული - არბან, ასეული - ჯაგუნ. ათასეული - მინგან და ათიათასეული - დუმენი
ორი სამი დუმენი შეადგენდა კორპუსს
ერთი ქვედანაყოფიდან მეორეში გადასვლა სასტიკად იკრძალებოდა, ყველა მეომარს ჰქონდა ზუსტად განსაზრვრული მოვალეობები ქვედანაყოფში, 14 დან 60 წლამდე ყველა მონღოლი ექვემდებარებოდა საომარ გაწვევას
მონღოლთა არმია ბრძოლის ველზე იყოფოდა სამ ნაწილად, (ბანაკადაც მსგავსი წყობით დგებოდა), მარცხენა ფრთა - ჯუნგარ, მარჯვენა - ბარაუნგარ, ცენტრი - ხოლ. ცენტრი შეიცავდა ხანის პირად გვარდიას - ქეშიკებს. ქეშიკებში ირიცხებოდნენ ათმეთაურების ასმეტაურების და მაღალი წოდების მონღოლების შვილები, დარჩენილ ადგილებს სხვა ძლიერი მეომრებით ავსებდნენ, ქეშიკები მსახურობდნენ მთელი ცხოვრება სამხედრო რეჟიმზე, მათგან გამოდოდნენ ოფიცრები მთელი არმიისთვის.
შემორჩენილი გვარდიის წესდება:
1. პირველ დარღვვეაზე ქეშიკი ისჯება 30 დარტყმით (ჯოხის)
2. მეორე დარღვევა 70 დარტყმა
3. მესამე დარღვევა 37 დატყმა და გვარდიიდან გაგდება
პირადად ჩინგიზ ხანის პირველი გვარდიის რაოდნოება იყო 70 კაცი, მერე გაიზარდა დუმენამდე რომელიც ხანს ყველგან თან დაყვებოდა, (სწორედ ამ დუმენს გაექცა ჯალალ ედ დინი კლდიდან რომ გადახტა ინდში )
მეთაურები იღებდნენ საბრძოლო მოქმედებების ძირითად მონახას, დანარჩენის შესრულებაში სრულაიდ თავისუფლები იყვნენ. სუბუდაი იყო 26 წლის როცა არმიის სარდალი გახდა.
მარკო პოლი წერს, ყველა მეთაური ბრძანებას აძლევდა მხოლოდ 10 კაცს, ისინი ტავისთავად ბრძანებას გადასცემდნენ ქვემდგომ 10 კაცს, არავის შეეძლო ებრძანებინა 10 -ზე მეტისთვის, ყველა პასუხისმგებელი იყო მხოლოდ უშუალო მეთაურის წინაშე
არმია ექსპანსიას იწყებდა რამდენნიმე კოლონად როლებიც ერთმანეთს საკამოდ მანძლით იყვნენ დაშორებულნი, კოლონების წინ ასეულ კილომეყრზებზე ყოველთვის მოძრაობდა ავანგარდი
გენერალური ბღძოლისთვის მონღოლთაა არმია შემდეგნაირად ეწყობოდა
ხუთ რიგად მოწყობილი არმია, დაახლოებით რომაული ლეგიონის მსგავსად ასეულებს შორის ინტერვალით და ჭადრაკისებურად, პირველი ორი რიგი მძიმე კავალერია
შემდეგი სამი მსუბუქი კავალერია, მარცხენა და მარჯვენა ფრთა მსუბუქი კავალერიის იწყებდა მოწინააღმდეგის ღრმად ფლაბგებზე გასვლის მანევრის, ცენტრში მსუბუქი კავალერია გაივლიდა მძიმე კავალერიის ქვედანაყოფებს შორის ინტერვალებს და ისრების და მსუბუქი შუბების წვიმას დაუშვებდა, შეტევა გრძელდებოდა მონაცვლებით და სასრლი მარაგის შევსების მიზნით მსუბუქი კავალერია იცვლებოდა ინტერვალებს შუა მტრის მოღლის შემდეგ იერიშს მძიმე კავალერია იწყებდა და მის უკან მსუბუქი კავალერია მიყვებოდა, ეს იყო ტაქტიური ხერხი "ჩვეულებრივი სარტყელი", იყო სხვებიც მაგ "ყვავები"
დამარცხებულის დევნა გრძელდებოდა იმენნა ბოლომდე სკალპის აძრომამდე, მაგალითად ვადი ალ ხაზინდართან (მესამე ბრძოლა ჰომსთან) დამარცხებულ მამლუქებს 500 კმ სდიეს
პლანო კარპინი აღწერს მონღოლებისს საბრძოლო ხერხებს კარგად და რეკომენდაციებსაც იძლევა, "კარგი იქნება თუ ჩვენ მეომრებს მკერდის ჯავშანს გავუზრდით, ასევე ავუკრძალავათ გაქცეული მტრის დევნას და მწყობრის მოშლას, ყველაზე მეტად მონღოლებს არბალეტების ეშინიათ"
რაც შეეხება ციხე სიმაგრეების ალყას აქ თავიდან საკმაოდ გამოუცდელები იყვნენ, მაგალითად 1209 წელს ჩინეთში ჩუნ სიუნ -ის ციხესიმაგრის ალყის დროს დიდი თხრილის გაყვანა დაიწყეს რათა წყალი ციხესიმაგრეზე მიეშვათ, საბოლოოდ მოვარდნილმა წყალმა მონღოლათა ბანაკი წაიღო მთლიანად
მაგრამ 1211 წლიდან არმიაში უკვე ჩინელი და მუსულმანი ინჟინრები ყავთ, იყენებნ ფეთქებად მასალებს და ევროპაში ლიგნიცთან ბრძოლის კვამლის საფარიც დადგეს