რა არის სტრაიკბოლი?სტრაიკბოლი არი სამხედრო თამაში, ომის სიმულაცია, სპორტის სახეობა, გართობის საშვალება - მოკლედ ის ყველაფერი რაზეც ყველა მამაკაცი ბავშობიდან ოცნებობს.
სტრაიკბოლში(იგივე აირ-ზოფტი) იარაღად გამოიყენება პნეუმატიკა, რომელიც ისვრის 6მმ -იან პლასმასის ბურთებს.
პლასმასის ბურთებს? კი მარა როგორ ხვდებით ვინ მოკვდა, ვინ არა?მარტივად - ვისაც ტყვია მოხვდა თავისით ამბობს რო მკვდარია. თამაში არი სიკვდილის პატიოსნად აღიარებაზე. თუ თქვენ ეს არ შეგიძლიათ - დახურეთ ექსპლორერი, ჩადით ეზოში, ითამაშეთ ფეხბურთი და პირველივე შესაძლობისას წაიქეცით მოწინააღმდეგის საჯარიმოში - ეგებ პენალი დანიშნონო.
კაი და რა ღირს?მონაწილეობა? - არაფერი არ ღირს. ყიდულობ თოფს, სათვალეს მოდიხარ და ყიდულობ ტყვიებს კიდე. ეგ არის და ეგ.
იარაღი რა ჯდება? აქირავებთ?არა, არ ვაქირავებთ. ყველას თავისი იარაღი აქვს. თოფების ფასი ვარირებს ათასობით დოლარიდან 9 ლარამდე

. (იხ. საიტი
http://www.wgcshop.com). აირ-ზოფთ იარაღის ყველაზე ცნობილი მწარმოებელი ფირმები არიან Tokyo MARUI და Classic Army. მათი იარაღების ფასი იწყება 200$-დან და ზემოთ. რაც მთავარია ყველა თავისუფალია იარაღების გაუმჯობესებაში - მაგალითად დღეს დღეობით ყველაზე გავრცელებული თოფი, 9 ლარიანი ვინჩესტერი, კარგი ჩალიჩის მერე კი ისვრის MARUI-ის 200$-იანი თოფივით(მანძილზე) მარა აუტომატური არაა და ხელშიც ისევე არ იგრძნობა როგორც მარუის იარაღი, რა თქმა უნდა, მარა დამწყებისთვის მშვენიერი იარაღია(low end იარაღები იყიდება ნებისმიერ საბავშვო მაღაზიებში, ან ბაზრობაზე).
ეგ კაი, სათვალეები?სათვალეები გჭირდება დარტყმა გამძლე. ანუ შუშის სათვალეები არ წავა, უნდა იყიდო ე.წ. ორგსტეკლოს სათვალეები, სასურველია სპეციალურად სროლებისთვის გათვლილი. მაგალითად რუსთაველზე, "მონადირეში" იყიდება ბევრი სასროლი სათვალე, ფასი იწყება 10 ლარიდან და ზევით. პრინციპში დიზაინი უფრო იცვლება ფასთან ერთად ვიდრე რეალურად ხარისხი, მე პირდად 10 ლარიანი მაქვს და პრობლემა არ გამჩენია.
მომწონს, როგორ მივიღო მონაწილეობა?აქვე ფორუმზე რომელიმე სტრაიკბოლის ტოპიკში უნდა თქვა რო გინდა მოსვლა, ან დამიკავშირდება E-mail -ზე uabashidze@inbox.ru . მერე როგორც კი გადაწყდება სად ვიკრიბებით და როდის შეგატყობინებთ, მოხვალ და იომებ. ისე შეგიძლია ფორუმს ადევნო თვალყური - აქ აუცილებლად ვწერ ხოლმე როდის ვიკრიბებით.
საერთოდ ვინ თამაშობენ თქვენთან? რა სტილის ხალხია?ყველანი, დაწყებული სკოლის დირექტორებიდან და დამთავრებული პროფესიონალი პოხუისტებით. მაგალითად:
გვყავს ერთი სკოლის დირექტორის მოადგილე, ერთი პატრულის თანამშრომელი, 2 გარემოს დაცვის სამინისტროს უფროსი სპეციალისტი და ა.შ. ასევე გვყავს უამრავი სტუდენტი, მუქთახორა, პოხუისტი და ა.შ. მოკლედ ვინც გინდა.
გოგოები ომობენ?კი ომობენ, პრობლემა არაა, ბრძოლის ველზე კაცი ქალი სულ ერთია, ტყვიამ სქესი არ იცის.
რამე განსაკუთრებული წესები არი?კი:
1. სადაც არ უნდა მოგხვდეს ტყვია მკვდარი ხარ.
2. სათვალეების მოხსნა არ შეიძლება
3. ნასვამ, ნაწევ(ვგულისხმობ ბოსტნეულს

) და ნაჩხირავ მდგომარეობაში თამაში არ შეიძლება
სად ომობთ ხოლმე?ყველგან, ტყეებში, სტროიკებზე, მიტოვებულ შენობებში და ა.შ. სამწუხაროდ(ჩვენთვის სასიხარულოდ) საქართველო სავსეა მიტოვებული ქარხნებით, დაუმთავრებელი მშენებლობებით და მართლა სასიხარულოდ უამრავი ტყეები გვაქვს. ასე რომ პოლიგონების ნაკლებობას არ განვიცდით.
ეს სტრაიკბოლი თქვენ მოიგონეთ?არა, სტრაიკბოლი მოიგონეს იაპონიაში, როგორც სამხედრო წვრთნის ფორმა და მერ გავრცელდა მსოფლიოში. აგერ რამდენიმე უცხოური საიტი და დანარჩენი ლინკები მანდვე არის მთელი მსოფლიოს საიტებზე:
http://www.airsoftgun.ruhttp://www.airsoft.com.uahttp://www.arniesairsoft.co.uk სტრაიკბოლის ძირითადი საიტი მებრძოლების დახასიათებებიhttp://85.117.35.81:2500/ - ჩემი სახლის კომპიუტერი(ანუ ხან მუშაობს, ხან ძინავს). აქ დევს უცხოური და სამამულო წარმოების ვიდეოები, ასევე მთლიანი ფოტომასალა.

This post has been edited by Cyborg-Mcloud on 5 Mar 2006, 01:34
მიმაგრებული სურათი
Жизнь - смертельная болезнь, передаваемая половым путем.
"ავღანეთია და იობანი ვროტია" (c) Zyklon
ჟოპოზიციონერთ მოძულე ანტიმიშისტი
ამ ქვეყანაში ქალიშვილების 90% იმიტომაა ქალიშვილი, რო მაგათ პროსტა არავინ მოტყნავს (c) Kissie