F-22 გათვლილი იყო საწყისი პროგრამით ისე რომ ბაზიდან ეფრინა 100 საზღვაო მილი დაბალი სიცქარით და შემდეგ 300 საზღვაო მილი ზებგერითი სიჩქარით და მოეხდინა მტრის ტერიტორიაზე შეჭრა,მოწინააღმდეგის ავიაციასთან შეტაკება,300 საზღვაო მილი ზებგერითი სიჩქარით ფრენა გამოსვლის დროს და მერე ისევ 100 საზღვაო მილი დაბალი სიჩქარით ბაზაზე დაბრუნება.
ანუ ფრენის დიდი ნაწილი ხდება ზებგერით სიცქარეებზე და მტრის PVO-ს უტოვებს ძაან ცოტა დროს რეაქციაზე.
F-22 "Super Cruise" შესაძლებლობა არის მისი მახასიათებლების ერთერთ "წყვდიადით მოცული" ადგილი.(იდეა არაა ახალი,რადგანაც თვითმფრინავები:SR-71 Blackbird,XB-70 Valkyrie,MiG-25,MiG-31,სატრანსპორტო Tu-144 და Concorde შეიქმნა ისე რომ დაეფარათ დიდი მანძილები ზაბგერითი სიჩქარეებით).
ოფიციალურად გამოცხადებულია:1 800 nm(3 333km) ფრენის მანძილი,მაგრამ მაგ მანძილზე ფრენისას არ ხდება ზებგერითი სიჩქარის განვითარება,ფრენა ხდება მარტო ქვებგერით სიჩქარეებზე.ამის გასანეიტრალებლად ძაან გარეკლამებულია მისი შესაძლებლობა იფინოს 1,7 Max სიჩქარით ფორსაჟის გარეშე(After burner).
ის ფაკტი რომ F-22 არის 70% სწრაფი სხვა ანალოგებთან შედარებით უფორსაჟო რეჯიმით ფრენისას არ ამტკიცებს იმას რო ის არის Super Cruise თვითმფრინავი.
ცნობისთვის წინა თაობის თვითმფრინავებს შეუძლიათ მიახწიონ 1,7 Max სიჩქარეს და იფრინონ რამდენიმე წუთი მაგ სიჩქარით.
F-22 კონცეპციაში ახალი იყო ის რომ უნდა შესძლებოდა ზებგერით სიჩქარეზე ფრენა დიდი დროის განმავლობაში.(2005 წლის იანვარში,Air Force Magazine სტატიაში ეწერა რომ F-22 ფრენის სიშორე 1,5 Max სიჩქარით არის 100nm ქვებგერითი და 405nm ზებგერითი ან 50nm ქვებგერითი და 450nm ზებგერითი,ორივე შემთხვევაში ეგ ციფრები არ სცდება 505nm,რაც საწყისი მოთხოვნებისგან საკმაოდ განსხვავდება,300nm წადი და 300nm მოდი არის 600nm,რაც თითქმის 100nm-ილით მეტია იმასთან შედარებით რაც რეალობაში გააჩნია).
რაც საჭიროა იმისთვის რომ მიღწეული იქნას ზებგერითი სიჩქარით ფრენის დიდი მანძილი ეს არის საწვავის რაოდენობის გაზრდა თვითმფრინავის წონასთან შედარებით.(ანუ მთლიანი საწვავის წონის შეფარდება მთლიანად თვითმფრინავის წონასთან ) და ზებგერითი ფრენისთვის დახვეწილი კარკასი.F-22 ბაკების ტევადობა არის 18 348 lb(ანუ 8681 ლიტრა),ანუ F-15C-ზე 36% მეტი(12 579lb ანუ 5952 ლიტრა)მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი მოქმედების რადიუსიც ანალოგიურად გაიზარდა(F-15 ფრენის სიშორე 4445კმ----F-22-ისა 3 333კმ,1100 კმ სხვაობა F-15 სასარგებლოდ).F-22 საბრძოლო მასა არის 65 337lb(ანუ 28-29 ტონა)რაც თავიდან პროგრამით გათვალისწინებულ წონაზე 30% მეტია,გამოდის რომ საწვავის წონის საერთო წონასთან შეფარდება არის 0,28,ანუ იგივე რაც F-15 ან თითქმის F-4EPhantom-ს,მაგრამ არცერთს არ გააჩნია ზებგერითი სიჩქარით ფრენის დიდი შესაძლებლობები.
რაც შეეხება აეროდინამიურობას და კარკასის ფორმებს აქ საქმე გაცილებით უკეთესადაა,აგრეთვე ძაან ეხმარება იარაღის შიდა ნიშაში განთავსება,აგრეთვე დიდი პლიუსია ცვალებადი წევის ვეკტორი(ვერტიკალურ სიბრტყეში მარტო)რომელსაც შეუძლია უკანა,ჰორიზონტალური ფრთების მაგივრობაც შეასრულოს ფრენის დროს და გააწონასწორონ თვითმფრინავი,რითაც თავიდან იცილებს არა სასურველ ხახუნი ძალას უკანა ფრთებზე,ეს ყველაფერი უფორსაჟო ფრენის რეჟიმის დიდ რეზერვთან ერთად ხდის F-22 გაცილებით უკეთესს ზებგერით სიჩქარეებზე,მაგრამ არა იმ დონეზე რა დონეზეც იყო თავიდან გათვლილი.(ამ ასპეკტსი შედარება საინტერესო იქნება რუსულ MiG-25/31-თთან,რომელსაც გააჩნია Super Cruiser შესაძლებლობა,საწვავის წონის საერთო წონასთან შეფარდებით 0,38/0,45,მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს რომ ეს არის ფაქტიურად საწვავის მფრინავი ტანკერი და არა საჰაერო ბატონობის თვითმფრინავი).
აგრეთვე F-22 კრიტიკა მთავრდება იმით რომ მას არ შეუძლია ზებგერითი სიჩქარეზე ფრენა ფორსაჟის გარეშე,რასაც აქვს ლოგიკური საფუძველი,რადგანაც იმ სიმაღლეზე სადაც კარკასისი აეროდინამიკა აღწევს თავის სასურველ მაჩვენებლებს,ანუ თვითმფრინავის აეროდინამიკური მაჩვენებელი იზრდება სასურველ დონეზე,და ეს სიმაღლე არის 60 000 ფუნტი(18,3 კმ ზღვის დონიდან)არის ის სიმაღლე სადაც მხოლოდ ფორსაჟით არის შესაძლებელი საჭირო წევის მიღწევა ძრავაში.
ამისთვის არსებობს Breguet-ის ფორმულა: R=L/DxV/cxln(1-Wf / Wt) რაც უჩვენებს იმას რომ თუ გვინდა რომ მივაღწიოთ ფრენის დიდ რადიუსს ( R ) მაშინ სწრაფაწევის შეფარდება ხახუნის ძალასთან (L/D) გამრავლებული სიჩქარეზე(V) უნდა იყოს შესაძლებლობისდაგვარად დიდი.პარალელურად ჩანს რომ დიდ გავლენას ახდენს აგრეთვე საწვავის წონის შეფარდება საერთო წონასთან (Wf / Wt) და აგრეთვე საწვავის წვის რაოდენობას ( c ).

ეს ალბათ ვერავინ ვერ გაიგეთ,ასევე როგორც მე.
წონის მომატებას აქვს კიდევ სხვა მინუსებიც,მაგალითად მანევრულობის შემცირება,ამ ასპეკტში F-22 დიდად არ განსხვავდება F-15-ისაგან,ეს აზრი გამომდინარეობს ძრავის წევის შეფარდება წონასთან და ფრთების ნაგრუზკებიდან გამომდინარე.
F-22 ძრავის მაქსიმალური წევა უდრის 35 000-38 000lb(ზუსტი მონაცემები არაა ცნობილი) სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი F-22 წევის წონასთან ფარდობა უდრის 1,17-1,07 რაც საკმაოდ შორსაა საწყისი პროგრამით გათვალისწინებულ 1,4 -ისგან.ფრთების ნაგრუზკა არის 379კგ კვადრატულ მეტრზე,.შედარებისთვის ანალოგიური მაჩვენებელი F-15C აქვს 357კგ კვადრატულ მეტრზე,აქედან გამომდინარე F-22 რაიმე კარგს ვერაფერს ვერ გვთავაზობს,მაგრამ სწორი შედარება იქნება იმ შემტხვევაში თუ გავითვალისწინებთ სპეციალურ ჭარბ წევას (Specific Excess Poower),რომელიც ზემოთ ნახსენების გარდა შეიცავს აგრეთვე უკუწევის ძალას,რომელიც F-22 საკმაოდ დაბალია,აგრეთვე არ უნდა დავივიწყოთ წევის ცვალებადი ვეკტორი.
დასკვან გამოდის რომ F-22 კი აქვს F-15 შედარებით უკეტესი მანევრულობა,მაგრამ საწყისი მოთხოვნებისგან საკმაოდ ჩამორჩება.
უჩინმაჩინობა
არის რადრზე კვალის შემცირების ხერხები,მაგრამ ეს არის 1/5 მთელი საქმისა,რადგანაც სტელსის ტექნოლოგია მოიცავს კვალის შემცირებას ყველა ასპეკტში:რადარი,ელეკტრომაგნიტური,ინფრაწითელი,ვიზუალურ და ხმოვანი კვალის წაშლას.
რადგანაც F-22 ძირითადი როლი არის დახმარება გაუწიოს დღისით მიმდინარე ოპერაციებს,მისი დიდი ზომები მას ადვილად შესამჩნევს ხდის(შედარებისთვის F-15 ფრთების 56,5 კვადრატული მეტრის ფართობით შესამჩნევი ხდება 6-7 საზღვაო მილის სიშორიდან,F-22 ეს მანძილი საგრზნობლად გაიზრდება,რადგანაც მისი ფარტობი 38% მეტია ფ-15 ფართობთან შედარებით)
ძრავის საქშენების სპეციალური ფორმა უზრუნველყოფს მათი ინფრაწითელი გამოსხივების ნაწილობრივ დამალვას,თუმცა ძრავა არის ზირითადი წყარო სითბოსი,მაგრამ ზებგერით სისწრაფეებზე დიდხანს ფრენის შემდეგ კორპუსის ზედაპირზე სხვა სითბოს წყაროებიც ჩნდება,ხახუნის ძალის გამო,აგრეთვე აქვს ხმაური დიდ სისწრაფეებზე ფრენის დროს(sonic boom),რადარზე დატოვებული კვალი(Radar Cross Section) თავის მხრივ წარმოადგენს ცალკე თემას,რაც სხვადასხვა მეცნიერებში იწვევს საკმაო კამათს და ეჭვებს,განსაკუთრებით ის ფაქტი თუ რა გავლენას ახდენს მის მონაცემებზე.
როგორც ცნობილია იარაღის სიდა ნიშაში მოთავსება ამცირებს ეპრ-ს,მაგრამ იწვევს საერთო ჯამში თვითმფრინავის ზომების გაზრდას,ანუ წონაშიც იმატებს,რასაც თავის მხრივ გააჩნია უარყოფითი შედეგი აეროდინამიკაზე.(იგივე უარყოფითი შედეგი აქვს აეროდიამიკაზე ისეთი ნივთიერებების და მასალების გამოყენებას რომლებიც რადიოტალღებს შთანთქავენ).
რა დონის მცირე კვალიც არ უნდა მიაღწიოს,ფაქტია რომ ერთნაირ კვალს არ დატოვებს საჰაერო და საავიაციო რადარზე(საჰაერო რადარები მუშაობენ მაღალ სიხშირეებზე,სახმელეთო კიდე საშუალო და დაბალზე.ასევე როგორც RAM მასალები,აგრეთვე გეომეტრიული ფორმა არაა ერთნაირად ეფეკტური ყველა რადარის მიმართ).
რა ხდება სინბამდვილეში?ბევრ საეჭვო ადგილს გააჩნია რეალური საფუძველი,ამავე დროს პროგრამის საიდუმლოდ ყოფნა ტოვებს სხვადასხვა დასკვნების გამოტანის საფუძველს.თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ მისი ფასი აწია ძაან მაღლა.ცნობილმა გადამდგარმა ოფიცერმა Everest Ricconi-იმ,რომელიც წლების განმავლობაში დაკავებული იყო თვითმფრინავების შექმნით თავის ერთერთ კრიტიკულ გამოსვლაში თქვა:ყველაზე მნიშვნელოვანი რაც F-22 ხდის უჩინმაჩინს ეს არის მისი...........ფასი.
********************************
"ეს ყველაფერი გადაიზარდა უაზრობაში................მივფრინავთ საჰაერო წვრთნების რაიონში,ჩამოგვყარეს,................ვხვდებით საჰაერო ტანკერს,ვავსებთ ბაკებს,ვბრუნდებით საწვრთნელ რაიონში,კიდევ ერთხელ ჩამოგვყარეს,................ვბრუნდებით ბაზაზე"
ასე აღწერს F-15-ის პილოტი F-22 ბრძოლას,რომელიც ცნობილია RED FLAG-ის სახელით.
********************************
ეს კიდევ F-35 მოდიფიკაციები და მათი სხვაობები:
http://www.globalsecurity.org/military/sys.../f-35-specs.htm This post has been edited by scout on 16 Jun 2007, 03:22
მიმაგრებული სურათი
“Yea though I walk through the Valley of the shadow of Death, I shall fear no evil...because I am the meanest motherfucker in the Valley.”
― Bruce H. Norton, Force Recon Diary, 1969: The Riveting, True-to-Life Account of Survival and Death in One of the Most Highly Skilled Units in Vietnam