აბა არ ჩავკლათ ეს თემა

შესაბამისად, აი პატარა ინფო წინა გვერდებზე ხსენებულ FALCON Project_ის შესახებ (კოდური დასახელება: HTV-3X)
ესეიგი ეს იქნება 6M კრეისერული სიჩქარის ქვე-ორბიტალური თვითმფრინავი რომელიც იფრენს საშუალოდ 40კმ სიმაღლეზე.
მისი დიდი უპირატესობაა ის, რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილამდე მიაღწიოს არაუმეტეს 1 საათისა.
იმსიმაღლიდან ჩამოგდებული ბომბი განავითარებს ~20M სიჩქარეს რისი შეჩერებაც მხოლოდ ჩამოგდების მომენტშია შესაძლებელი. დაცემისას ეს სიჩქარე განსაკუთრებულ დამანგრეველ ძალას მატებს
ექნება ჩვეულებრივი ტურბორეაქტიული ძრავა Ramjer_ის (არ ვიცი ქართულად) შიგნით. როგორც J58 ოღონდ SR71_სგან განსხვავებით ტურბორეაქტიული 3M_მდე მიიყვანს და მერე ჩაირთვება მეორე
პროგრამა შედგება რამდენიმე ნაწილისაგან
X-41 - გასაიდუმლოებული პროექტი. ცნობილი როგორც ულტრაბგერითი სიჩქარის მანევრირებადი თვიტმფრინავი
HTV-1 - აგრეთვე ულტრაბგერითი სატესტო თვითმფრინავი. წელს იგეგმებოდა გაშვება მარა შეწყდა პროგრამა
HTV-2 - შემდეგი ვერსია. ფრენა იგეგმება 2008ში
HTV-3 - აგრეთვე შემდეგი ვერსია. იგეგმება 2009_ში
HTV-3X ანუ ის, რომელზეც ზემოთ დავწერე
პირველადი კონტრაქტორი რაღათქმაუნდა Lockheed_ის Skunk Works.
ძრავა: Pratt and Whitney
პროექტს სჭირდება 800მილიონი $ პირველი ორი პროტოტიპის ასაგებად
იმედია ლოქჰიდი მობილურის ნომერს არ გამოაქვეყნებს და არ იტყვის რომ "ყოველი ზარი ჯდება 3000$ და მთლიანად მოხმარდება უპატრონო ბავშვთა სახლსა და Falcon Project_ს"
ეს თვითმფრინავი ფაქტიურად პირველია იმ ულტრაბგერითი კრეისერული სიჩქარის მზვერავების სერიიდან რომლებიც პირველ ფრენამდე შეწყვიტეს
მაგ.: X-20, X-30 და სხვა უფრო ნაკლებად ცნობილი პროექტები
This post has been edited by Quest on 19 Dec 2007, 12:48