მაგრამ საჰაერობრძოლისნახვა მასე დამერე დაწერა რომ თვითმხილველმა ნახაო და ტაიფუნმა თავზე დაიხიაო Su-30-იო ცოტა დილეტანტური განცხადებაა(არ მიწყინო შენზე არ ვგულისხმობ).
დავიწყოთ თავიდან:
1.შენ თუ გადახედე ამ ტოპიკს ნახავდი რომ მე მიწერია ანალიზი მაგ ორ თვითმფრინავს შორის და მიწერია ისაც რომ ევროფაიტერი ჯობია Su-30.(გადახედე რამდენიმე ფურცლით უკან და ნახავ)მაგრამ Su-35-ი ტოლს კი არა და ბევრი რამით აჯობებს ევროფაიტერს.
2.საჰაერო ბრძოლა რო ნახო არაა საკმარისი რო დასკვნა გამოიტანო და თქვა იცით იმან ის თავზე დაიხიაო.
ჯერ ერთი მაგან როგორც თვითმხილველმა ნახა რომელიღაცა ეპიზოდი საჰაერო ბრძოლისა და სრულებით სავარაუდოა მაგ ეპიზოდში სუხოი დამარცხდა,მაგიტომ დასკვნა რომ დაიხია ეს არის სისულელე.
3.ინდოეთმა რა თხოვა არ ვიცი,მაგრამ ის რომ ბრიტანელების პირობა იყო რომ შედეგები არ გახმაურებულიყო ეგ ფაქტია(იმიტომ რომ მანამდე ინდოეთში ბრიტანული ტორნადოები დაიხიეს თავზე სუხოებმა და პრესაში იყო მთელი ამბავი ატეხილი და ინდოელები ბლატავს ვერ რჩებოდნენ).მეორეს მხრივ ინდოელებმა ლამის გადაიფიქრეს მაგ წვრთნებში მონაწილეობის მიღება,არ უნდოდათ საფრთხე შეექმნათ რაიმე ტექნიკური საიდუმოლს შენახვისთვის და ბოლო დღეს გადაწყდა იქ გამგზავრება(19 000კმ გადაიფრინეს),ინდოელებს ცვალებად ვეკტორული საქშენები და რადარები არ გამოუყენებიათ მაგ წვრთნებში და აგრეთვე რამდენიმე სხვა სისტემა,რომლების გამოყენებასაც ნატოს წევრ ქვეყნებში უკრძალავს რუსებთან დადებული ხელშეკრულება.
4.კმაყოფილი დარჩა ორივე მხარე ეს არ ნიშნავს იმას რომ სუხოიმ და ეფროფაიტერმა თავი ერთ დონეზე გამოიჩინეს,სუხოიმ რომ 3 შეხვედრიდან 1-ში გაიმარჯვოს ეს უკვე ძაან,ვიმეორებ ძაან კარგი შედეგია მაგ თვითმფრინავისთვის,იმიტომ რომ ტექნოლოგიურად სხვაობა საკმაოდ მოზრდილია მაგ 2 თვითმფრინავს შორის.
5.კიდევ ერთხელ ვიმეორებ არაა საკმარისი ნახო უნდა იცოდე დამასე განსაჯო,მაგრამ ძაან მაგარი პილოტიც რომ იყო მაინც ძნელია საბოლოო შედეგზე მასე მსჯელობა თუ არ ნახე მართლა რა შედეგი იყო ბოლოს.
ახლობრძოლის დროს თვითმფრინავებს უყენდება ფოტოაპარატი და მიზნის ზახვატის დროს ეს აპარატი ახდენს მის ფოტოგრაფირებას,რაც შემდეგ დაჯდომის დროს არის დამამტკიცებელი საბუთი იმისა რომ მან მართლა გაუკეთა ზახვატი და ჩამოაგდო მოწინააღმდეგე.წესით უნდა გადაიღო 11 კადრი რო ჩაითვალოს ჩამოგდება.
ეხლა შენ წადი და გაიგე რა მოხდა ჰაერში და რა ნახა და რა გაიგო იმ თვითმხილველმა.
აი ეს არის სურათი F-22-ისა,რომელიც ჩამოაგდო ამერიკის საზღვაო ქვეითების E/F-18 შარშან წვრთნების დროს,ამბობენ ჩამოაგდოო წესების დარღვევითო,წვრთნების დროს აკრძალულია 1000 მეტრეზე ახლოს მიახლოება თვითმფრინავთან,F-18 პილოტმა დაარღვია ეს წესი მიუახლოვდა,გაუკეთა ზახვატი და ქვემეხით ჩამოაგდო,თუმცა საჭირო 11 კადრის მაგივრად 9 კადრი გადაიღოო,F-18 პილოტი ახლაც უმასპინძლდება მეგობრებს პივითო

ხო და ამის შემდეგ გაიგე შენ რა ხდება ჰაერში.
სიმართლე გითხრა ინგლისური არ ვიცი კარგად და ეგ სტატია რო გადმოთარგმნო ძირითადები მაინც კარგი იქნებოდა.
ისე ვიცი რომ ამერიკაში წასულები იყვნენ ევროპელები ევროფაიტერით და ამერიკელებს მოეწონათ ევრომებრძოლი,სადღაც ვკითხულობდი,F-22 ჯობდა კომფორტით და მოხერხებულობითო(კაბინაზეა ლაპარაკი.)
This post has been edited by scout on 15 Jan 2008, 00:21
“Yea though I walk through the Valley of the shadow of Death, I shall fear no evil...because I am the meanest motherfucker in the Valley.”
― Bruce H. Norton, Force Recon Diary, 1969: The Riveting, True-to-Life Account of Survival and Death in One of the Most Highly Skilled Units in Vietnam