ძველი თემა პარტიზანებზე 100 გვერდზე ავიდა და დავხურე და ახლის გახნსას ამ თემაში განვაგრძოთ ჯობია

რაც შეეხება თემას, მინდა
merkvila3-ის ეს პოსტი ამოვწიო - "
ეგ თემა სადაც არ უნდა დაიდოს ერთი და იგივე მომენტი მხვდება თვალში, სჯობს იმაზე ვისაუბროდ მომავალში რა იქნება თორე ის რომ ჩეჩნები როგორ იბრძოდნენ აფხაზეთში ეგ უკვე ყველამ იცის "
და დავამატო, თუ აქ ვიღაცეებისთვის თავების დაჭრის ვიდეოების, ტერაქტების და რადიკალი მუსულმანური იდეოლოგიის მქონე ვიდეოების დადებას (და მათ პროპაგანდას) ვაპირებთ, მაშინ თემას აზრი არ ექნება, რადგან არც პირველი ორი ნიშნავს პარტიზანობას და არც მესამე შეესაბამება ამ თემას
კი კავკასია ყველაზე ახლო რეგიონია, მაგრამ სხვებსაც უბრძოლიათ და იბრძვიან პარტიზანულად და სხვების მაგალითების განხილვაც შეიძლება
არც მარტო ვიდეოების დადება შველის რამეს თუ ტაქტიკა და სტრატეგიის განხილვაც არ მოყვა ამ ყველაფერს. და მართლაც ჯობია იმაზე ვილაპარაკოთ თუ რა იქნება მომავალში
სხვა რაც შეეხება კიდე ვფიქრობ ჩრ. კავკასიაში პარტიზანული მოძრაობა (რასაც ქვია პარტიზანული მოძრაობა) გელაევის სიკვდილის შემდეგ მოკვდა და 098-ის ნააზრევს ვეთანხმები - "
თავად ჩეჩნეთის და რუსეთის ტერიტორიაზე კი არცერთი ,ხაზს უსვამ არცერთი ტერორისტული აქტი არ ჩაუდენია (სხვა საველე მეთაურებისაგან განსხვავებით) და მხოლოდ ვაჟკაცურად, პარტიზანული წესით რუს სამხედროებს ებრძოდა..."
ჩრ. კავკასიაში თუ ვინმეს ვცემდი პატივს ეს გელაევი და მასხადოვი იყო (შედარებით სუსტი ლიდერი ალბათ, მაგრამ ადამიანი ვისაც ჩეჩნეთისთვის მართლა კარგი სურდა და ტერორისტულ აქტებს ისიც ნაკლებად უჭერდა მხარს (+ მისი თანამებრძოლი ზაკაევი, მაგრამ ლაფანყურის თემასთან დაკავშირებით რაღაც სისულელე დაახეთქა როგორც მახსოვს და ...

))
საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 101