#46843779 · 27 Jan 2016, 20:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Wanguard გასაგებია ეს ყველაფერი და პრინციპში გეთანხმები.მაგრამ ისევ არსებობს ერთი მაგრამ,რამაც გააღრმავა ის პრობლემები რაცა რებობდა და მიგვიყვანა იქმადე,სადაც ვართ დღეს:დაკარგული ტერიტორიები,ამდენი იძულებით გადაადგილებულები,ნახევარი მოსახლეობა ემიგრაციაში და ა.შ. არავითარ შემთხვევაში არ ვსვამ აქ სოციალურ საკითხსა და პრობლემებს.არ მინდა საკითხის მატერიალურ მხარეს შევეხო.ეს უჩემოდაცაა გაფეტიშებული,თან უაზროდ. როგორც განათლებულ კაცს,არ გამოგეპარებიოდა მხედველობიდან მთელი რიგი მნიშვნელოვანი დეტალები,რაც ჩანს ამ ფორუმზე გინდა "არსენალში",გინდა (კიდევ ბევრად უკეთესად) პოლიტგანყში.რა დამოკიდებულება გვაქვს საკუთარ სახელმწიფოებრიობის მიმართ.კორუფცია რომ არაა ჩვენში ისეთი,როგორიც აფხაზებში,არ ნიშნავს იმას,რომ თურმე გამოვსწორდით...არა ვართ ჯერ ჯერობით ის საზოგადოება,რომელიც გადაჭრის აფხაზეთის და აფხაზების პრობლემას საჭირო დონეზე.შეიძლება არ გავიმეოროთ ის "ბალაგანი",რაც იყო 90-იანებში,უფრო დეისციპლინირებული და ორგანიზებულები ვიყოთ,მაგრამ არა ვართ ჯერ საჭირო დონეზე მისული. ცემთვის ჩვენი დამოკიდებულება იგივე ლარის მიამრთ ბევრის მთქმელია,მიუხედავდ იმისა,რომ არ გახლავარ სოციალური ფსიქოლოგი.სულ მეკიდებოდა ლარის კურსის ცვლა სხვა პირობებში,მაგრამ ჩვენს პირობებში არ მკიდია.ისევ და ისევ არ ვაკეთებ აქცენტს საკითხის მატერიალურ მხარეზე.ჩვენნაირი საშინელი არასრულფასოვნების კომპლექსით დაავდებული ხალხი(სპეციალურად არ ვამბობ "ერი".არა ვართ ერი) ვერ გადაჭრის ასეთ რთულ და სათუთ პრობლემებს ისე,როგორც უნდა გდაიაჭრას წესით საუკეთესო შედეგებით.ფაქტი სახეზეა.თავად აღნიშნე აქამდე გამოქვეყნებულ პოსტებში არსებული ტენდენციები
--------------------
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად სხვას არა წაუღია რა...
|