Accuracy International-ის დამფუძნებელი არის მალკოლმ კუპერი. მან ჩამოაყალიბა ეს კომპანია 1978 წელს აწ განსვენებულ მამასთან და მეუღლესთან ერთად. დასაწყის ეტაპზე კომპანია აწარმოებდა სპორტულ იარაღს. მალკოლმმა ამ იარაღის წარმოების დროს გამოიყენა 20 წლის გამოცდილება, მიღებული დიდი ბრიტანეთის სპორტული იარაღით მსროლელთა ჯგუში მოღვაწეობის დროს.
თვითონ მალკოლმი დაიბადა 1947 წელს კემბერში - დიდ ბრიტანეთში. 14 წლიდან იღებდა მინაწილეობას სპორტული იარაღიდან სროლის შეჯირში. 1970 წელს იგი გახდა სპორტული იარაღიდან სროლის ჯგუფის წევრი. 1977 წელს იგი პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი. ამასთან ერთად მან გაიმარჯვა ოლიმპიურ თამაშებში, ლოს-ანჟელესში და სეულში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე რომ იგი 9 გზის მსოფლიოს ჩემპიონია(!) ასევე იგი იყო 5-ჯერ ვიცე მსოფლიოს ჩემპიონი და 14-ჯერ ევროპის ჩემპიონი. მან დაამყრა 14 მსოფლიო რეკორდი რომელთაგანაც 3 დღესაც კი მიუღწეველია სხვა სპორცმენებისათვის და ისევ მის სახელზეა. მთლიან შემადგენლობაში კუპერის სახელზე 160 მედალია(!) ყველაზე დიდ წარმატებად ითვლება მისი გამარჯვება სნაიპერული შაშხანებით შეჯიბრში, სადაც მან მოუგო პარკერ ჰეილს. რამოდენიმე წლის წინ მალკოლმმა გადაააბარა კომპანიის პრეზიდენტობა გრეხამ რაიანს და ამით დაასრულა მსოფლიო მიღწევების ისტორია.
საერთოდ მისი კომპანია პორტსმუტტიდან დაკავებული იყო სპორტული იარაღის გამოშვებით და მათი გაუმჯობესიბით, სასროლი მანძილით 300 მეტრამდე. ასევე იწყება მთელი რიგი მოდელების გამოშვება "კუპერმატჩ სერია", რომლებიც პასუხობდნენ ყველა საერთაშორისო სტანდარტებს UIT და NRA. ძალიამ მალე მისმა პროდოქციამ 2-ჯერ გაიმარჯვა ოლიმპიურ თამაშებში და კომპანიამაც დაიწყო თავისი ადგილის ძებნა მსოფლიო ბაზარზე.
ყველა პლიუსთან ერთად ამ შაშხანას ქონდა ასევე ერთი დიდი მინუსი, რაც გამოიხატებოდა იმაში რომ იგი ძალიან მგრძნობიარე იყო ამინდის ცვალებადობის დროს.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად 1982 წელს დაიწყო ახალი შაშხანის შექმნა, ახალი და საერთოდ განსხვავებული წინა მოდელისაგან სტრუქტურული კონცეფციით. მცურავი ადგილი არის შესრულებული ალუმინის შენადნობისაგან, რომელზეც მაგრდება ჩამკეტი, კონდახი და სვირი, იგი შედგება ორი განყოფილებისაგან. კონსტრუქცია არის გაძლიერებული ნეილონით. თავისუფალ-ზამბარისებულმა კონსტრუქციამ კომპენსირება გაუკეთა უკუდარტყმის ძალას და გააუმჯობესა სროლის სიზუსტე, რითაც შეამცირა მერყეობის ალბათობა. ნეილონის საფუძველი მყარად იჭერს სვირს. მთელი სისტემა არის ცვალებადობის პრინციპით აწყობილი. კონდახის უკანა ნაწილი რეგულირებადია, რაც კომფორტულს ხდის მის ხმარებას. ყველა რკინისა თუ სხვა შენადნობის მასალა, გამოყენებული შაშხანაზე დამუშავებულია ანტიკოროზიული საშუალებებით. ჩამკეტის სისტემა დაფუძნებულია ცილინდრულ ჩამკეტზე, სამი დამბჯენით და დამცველით, რომელიც 60 გრადუსითაა დახრილი.
1989 წელს Accuracy International -მა გამოუშვა ახალი მოდელი სახელწოდებით PM (რაც იშიფრება როგორც Precision Magazine). ამ მოდელმა შეცვალა L 96 A 1 დიდი ბრიტანეთის არმიაში. ამ მომენტისათვის კუპერის შაშხანა უწევდა კონკურენციას პარკერ-ჰეილ მ85, რომელიც უკვე იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის პოლიციელთა შეიარაღებაში. PM დიდი უპირატესობა იყო მისი შესაბამისობა სხვა ტიპის იარაღებთან მიმართებაში. იგი შეესაბამებოდა ნატოს სტანდარტებს სროლის სიზუსტეში(30 მმ 100 მერზე).
რეზულტატის ლოდინმა არ დააყოვნა - ათობით სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი მისი შეძენის. შემდეგ გამოჩნდნენ უკვე ეს შაშხანები სხვა კალიბრით: სუპერ მაგნუმი .338 ლაპუა მაგნუმი, .300 ვინჩესტერ მაგნუმი და 7მმ რემინგტონ მაგნუმი. ამას მოფყვა 50 BMG კალიბრის შაშხანა და სპეციალური ვერსია მაყუჩით.
ამასთან ერთად Accuracy International -მა 2000 ერთეული შაშხანა მიაწოდა დიდი ბრიტანეთის არმიას.
ესეც სურათი განწყობისათვის

This post has been edited by Giorgi001 on 1 Nov 2008, 17:32