ზოგადად ჩახმახიანი ბევრად ზუსტია ვიდრე ნახევარავტომატი. თუმცა საომარ პირობებში სწრაფ გადატენვას თავისი უპირატესობა აქვს.
მე მაქვს იგივე მოდელი, მაგრამ სნაიპერის არ არის.
სნაპერის მოსინები იგივე მოსინის შაშხანაა, უბრალოდ ქარხნული შემოწმების შემდეგ, რომელიც მოეწონებიდათ, იმას უკეთებდნენ კრონშტეინს ოპტიკისათვის.
ძირითადი განმასხვავებელია ნომრის ასოები - ПС - Проверенно Снаиперский. და ჩახმახის მოღუნული სახელური.
ოპტიკის გადიდებას რაც შეეხება - გამოიყენებოდა 2-3 ტიპის ოპტიკა რომელიც მისთვის არის განკუთვნილი -
ПУ, ПЕ. გადიდება არის 2.4-დან 4-მდე ფიქსირებული. თვით გერმანელებსაც კი თავიან მაუზერებზე გადიდება ჰქონდათ 2. თვლიდნენ რომ მეტი უბრალოდ არ იყო საჭირო საომარ პირობებში.
რეალურად სნაიპერის შაშხანა ბევრად ძვირი ღირს რარიტეტის გამო. ყველაზე იაფია 43/44-ში გამოშვებული კარაბინები.
რაც შეეხება თბილისში არსებულ სიტუაციას.
შემოიტანეს უკრაინიდან დიდი პარტია მოსინის შაშხანების და კარაბინების. 5-6 ყუთში რაც მე ვნახე არცერთი არ იყო სნაიპერის. აქაურმა ხელოსნებმა დაიწყეს ოპტიკის დაყენება. დაახლოებით 4 ჯგუფი ვიცი ვინც აკეთებს ამას, ვნახე ორი ნაირსახეობა ამ ოპტიკის დაყენების. არცერთი არ ვარგა. აყენებენ 2 ვინტზე, არანაირი კონტრვინტები არ აქვს, ანუ გარანტიას გაძლევთ რომ 100-200 გასროლის მერე ვინტები დაეშვება, არანაირი მიკრომეტრული ხრახნი. მოხსნა დაყენების შემდეგ ალბათ გასწორებისათვის დაგჭირდებათ 2-3 გასროლა. უბრალოდ ხალხს აბოლებენ, ან თვითონაც არ იციან.
თავის ოპტიკურ სამიზნეს იყიდით 80-100 ლარად, დაყენების ფასები მერყეობს 50-200 ლარამდე. (??? ესეც ძალიან საინტერესოა)
სასროლად ძალიან კარგია, ოღონდ დარტყმა ოდნავ მეტად იგრძნობა. სამხედრო ვაზნით (9.6 გრამი) სროლისას ხმა ბევრად დიდია ვიდრე სანადირო 13 გრამიანი (205 გრეინი, არის ასევე 180 გრეინი) ტყვიით სროლისას. (მე მქონდა ნოვოსიბირსკის), ხალხმა მითხრა ეტყობა დენთი აქვს ცოტაო, არ ვიცოდი და ხმა არ ამომიღია, ახლა გავარკვიე რომ უბრალოდ დენთია განსხვავებული და დიდი ხმას არ იძლევა როგორც სამხედრო ვაზნა.
ლულა ყველა მოსინს, თუ ის არ არის გადაკეთებული კუსტარულად, ან ქარხნულად (ქარხანა მოლოტი მოსკოვთან ახლოს,
http://www.molot.net/) არის უქრომო, ანუ შავი ლულით, რაც ართულებს მის წმენდვას, თუმცა განსხვავება სიზუსტეში პროფესიონალი სნაიპერისათვის შესამჩნევია უკეთესობისაკენ.
СВД და მოსინის შაშხანა ორივე იყენებს ერთი დაიგივე ვაზნას, აქვს ერთიდაიგივე ხრახნის ბრუნი 1/10-თან.
http://7.62x54r.net/ - ეს არის ძალაინ კარგი გვერდი მოსინი-ნაგანის შაშხანისთვის.
იმ კონდახებს რომელიც აქ დაუყენეს - არ ვარგა როგორც ამბობენ, მაგრამ ოპტიკის დაყენებისა არ იყოს - უნდა ხალხს და ყიდულობს
* * *
ეს არის მაგის ოპტიკა, ასევე გამოიყენება СВТ-ზე
This post has been edited by PBero on 12 Oct 2004, 08:36
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)