არა ცდები....
მეცნიერული გამოთვლები პრაქტიკული გამოცდილებით რომ არ დადასტურდეს შეუძლებელია...(ამ თემაზე ერთხელ ძვეეეელად გამოვთქვი აზრი ოღონდ მოკლედ.... ვინაიდან დიდი სირული თემაა და დიდად არ მაინტერესებს მაგრამ ვატყობ ზოგიერთი ფიზიკის და სამი ენის ცოდნას ამარიაჟებს და არც მასეა საქმე... ყოველ შემთხვევაში ენებიც თუ მასე იცის არაა გასაკვირი რო გამოაგდეს იქედან საიდანაც გამოაგდეს)
მაშ რაშია საქმე?
მარტივია ძაან ლულიდან გამოსროლილი ტყვიისთვის გადაცემული კინეტიკური ენერგია და მსროლელზე კონდახით გადაცემული კინეტიკური ენერგია (იარაღის დამაბრუნებელ მექანიზმზე, დგუშზე კომპენსატორზე და ასე შემდეგ ჯამში არ ვამბობ... ვამბობ კონდახით ადამიანზე გადაცემულ ენერგიაზე) ერთი და იგივე სიმძლავრის სულაც არაა...
ეგრე რომ იყოს მხარს მოაგლეჯდა მსროლელს...
ცნობისთვის სტანდარტული AKM-ის ტყვიას ლულასთან მიახლოებით 2500 მდე ჯოული აქვს ენერგია...
СВД-დან ნასროლ სტანდარტულ ტყვიას მიახლოებით 3200 ჯოული...
AKM-ის ტყვიას 300 მეტრაში მსროლელი ლულიდან ჯერ კიდე 1500-1700 (გააჩნია ფაქტორებს) ჯოული აქვს ენერგია...
9X19-ის სტანდარტულ ტყვიას რომელსაც M-9-ადან ისვრიან 650 ჯოული აქვს ენერგია...
კინეტიკური ენერგია რომელსაც ჯოულებით ავღნიშნავთ არის სიჩქარე გამრავლებული წონაზე...
რაც მეტად ეცემა ტყვიის სიჩქარე (თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ტყვიის მასა თითქმის უცვლელია ფრენის მანძილზე) მით მეტად ეცემა მისი კინეტიკური ენერგია და ბოლოს ნულდება...
რაც შეეხება მსროლელს: ცხადია რომ კონდახი უკან იგივე სიჩქარით არ მოძრაობს უკუცემისას როგორც ტყვია მიფრინავს წინ... მაშასადამე კონდახის ზემოქმედება მსროლელზე თუ ის იგივე კინეტიკურ ენერგიას უნდა შეიცავდეს (როგორც ბატონი განსწავლული "ვსეზნაიკა" ქედმაღალი ფიზიკოსი ამტკიცებს ) რასაც ამ იარაღიდან გასროლილი ტყვია მაშინ ფიზიკის კანონით ის უნდა იწონიდეს ძააალიან ბევრს...
როდესაც ვამბობთ კონდახს აქვს იგივე კინეტიკური ენერგია რაც ტყვიასო იგი ან სიჩქარით ან წონით უნდა გამოიხატებოდეს...
სხვანაირი შანსი არაა უბრალოდ...
ენერგია გარდაიქმნება იგი არასოდეს არ ქრება... ეს არის ფიზიკის ისეთი კანონი რომელიც ყველამ იცის ან უნდა იცოდეს...
მაშ მაინც რამდენს უნდა იწონიდეს კონდახი რომ ვთქვათ СВД-დან ნასროლ სტანდარტულ ტყვიის ენერგიის უკუცემა ქონდეს იგივე სიჩქარით???
აალბათ მაქნქანის (გოლფის) წონას მაინც...
აი გოლფმა რომ ნელა (ასე 20 კმ-საათით) დაზადნოს და გხიოს მკერდში ისეთი უნდა იყოს მინიმუმ...
კიდე ერთი კონდახზე... არ დაგავიწყდეთ რომ ავტომატური ჯერის გაშვებისას ერთი კი არა დროის პატარა მონაკვეთში რამოდენიმე გასროლის ჯამური ენერგია მოქმედებს...
მოკლედ ვფიქრობ ის რომ მსროლელზე გაააცილებით ნაკლები ენერგია მოქმედებს იარაღის უკუცემისას ვიდრე ლულიდან გამოვარდნილ ტყვიას აქვს დავასაბუთ... (თუმცა რო უარყოფენ ეგაც ვიცი... ნუუუუ ეხლა რატომაც ეგაც ვიცი... ეგ მათთვის სპორტია...)
კიდე ერთი: მაიკ ტაისონის დარტყმა (სანამ მაიკი "რკინის" იყო და არა ეხლა როა ყლე ისეთი) გაზომეს ჯოულებში და თუ მეხსიერება არ მღალატობს 350-400 ჯოული იყო...
ანუ AKM-ზე კი არა 9X19-ზე საგრძნობლად ნაკლები...
ბოლოს მაინც გადააგდებს თუ არა კაცსს ტყვია უკან მოხვედრისას...
გააჩნია ბევრ ფაქტორს...
მათგან 2 არის მთავარი...
პირველი მაინც რამდენი აქვს ტყვიას ენერგია მოხვედრის მომენტში..
მეორე გამჭოლად გაივლის თუ სხეულში შეჩერდება ტყვია...
თუ ის კენეტიკური ენერგია რაც მოხვედრისას ტყვიას აქვს ადამიანსის სხეულს სრულად გადაეცა (ასეთად ჩაითვლება თუ ტყვია სხეულმა შეაჩერა...) და ეს ენერგია საკმაოდ დიდი მაშინ ეს უდაოდ იმოქმედებს სხეულზე...
ეხლა მეტრაზე გადააგდებს თუ უბრალოდ შეაქანებს ეგ უკვე...
P.S. მე მინახია როგორ ცდიან ბრონირებული მანქანის , შევროლე სუბურბანი (რომელიც 4-5 ტონას იწონის) შუშების გამოცდა ტყვიაგაუმტარობაზე....(გვერდითა შუშებში ესროდნენ)
ესროდნენ 50 მეტრიდან AKM-ს და ყოველი მოხვედრილი ტყვიისგან (ვერცერთმა ვერ გახვრიტა რაც ნიშნავს რომ ტყვიის ენერგია თითქმის მთლიანად გადაეცა მანქანას...თითქმის იმიტომ რომ ისხლეტავდა და არა აჩერებდა) ამხელა 5 ტონიანი მახინა ირხეოდა...(არ მითხრათ რბილი ამორტიზატორები აქვს და იმიტომო)
ხოდა ახლა სუბურბანი თუ "შეატოკა" ამის დედაც რა ღმერთი გაუწყრება რომ კაცი მოწყვიტოს და დააგდოს???
(გადააგდოს არ ვიძახი, ეხლა 2-3 მეტრაზე 70 კგ-ს ფრენას დიდი ენერგია უნდა ძაან, 1500 ჯოული არ ეყოფა ალბად)