ქართული არტილერია 16 წლიაა
ქართველმა არტილერისტებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს.
16 წლის წინ, აფხაზეთის ომის დროს, სოხუმზე შეტევისას ქართულმა არტილერიამ მტერს დიდი ზიანი მიაყენა. იმ დღის შემდეგ პროფესიული დღესასწაული ყოველ 15 მარტს აღინიშნება.
არტილერიის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა.
ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო, რის შემდეგაც საქართველო-რუსეთის ომის დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღესასწაული ქვეყნის სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა პირადად მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველო-რუსეთის ომში ქართული არტილერიის დამსახურება და ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაზე ისაუბრა: “...მინდა მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ თუ არა თქვენ და თქვენს მიერ მოგებული რამდენიმე დღე, პრაქტიკულად საქართველოს დედაქალაქი და მთლიანად ქვეყანა რჩებოდა დაუცველი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მომზადების სრულყოფა. ჩვენ ასევე, შევიძინეთ და შევიძენთ ახალ ტექნიკას, გავაუმჯობესებთ სწავლებას და საყოფაცხოვრებო პირობებს. მაგრამ, ვერც იარაღი, ვერც მომზადება, ვერაფერი შეცვლის თქვენს გულს, პატრიოტულ სულისკვეთებას და ეს ყოველთვის ყველაზე მთავარია.
საქართველო დგება ფეხზე, იმართება წელში და საქართველო რა თქმა უნდა ყოველთვის უნდა ზრუნავდეს თავის თავდაცვისუნარიანობასა და ჯარის სიძლიერეზე...”
დღესვე 67 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ არტილერისტებს “ქაქუცა ჩოლოყაშვილი”-ს, “სამშობლოსათვის თავდადებული”-ს, “გენერალ კვინიტაძი”-ს და “გენერალ მაზნიაშვილი”-ს მედლები გადასცეს.
16 წლის იუბილეს ქართული არტილერია ორი ბრიგადით შეხვდა. II საარტილერიო ბრიგადა საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მისი ამოცანა დასავლეთის მიმართულების გაძლიერებაა და შესაბამისად დასავლეთ საქართველოშია დისლოცირებული. I ბრიგადა კი კვლავ აღმოსავლეთ მიმართულებაზე დარჩა.
არტილერიის 16 წლის იუბილეს დღეს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, სახეობათა სარდლები და უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეებიც დაესწრნენ.
საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი
http://www.mod.gov.ge/?l=G&id=1236p.s. დევი ჭანკოტაძემ თქვა ინტერვიუში რომ ეხლა უფრო მეტი ტექნიკა გვყავს ვიდრე კონფლიკდამდეო......