სამხრეთ კავკასია - სამხედრო რეიტინგი
http://presa.ge/index.php?text=news&i=5789 წინა წერილებში შევეხეთ მსოფლიოს წამყვანი სამხედრო სახელმწიფოების რეიტინგებს. წარმოდგენილ წერილში საქართველოს რეიტინგს ჩვენს სამხრეთკავკასიელ მეზობლებთან მიმართებაში განვიხილავთ. შემდეგ წერილებში იგივეს გავაკეთებთ შავიზღვისპირეთის რეგიონთან, ევროპასთან, დაბოლოს - მსოფლიოს აუტსაიდერებთან მიმართებაში.
ამასთან, მკითხველს შევახსენებ, რომ ჯამური სამხედრო რეიტინგი ორი პარამეტრის - საბრძოლო ძალის რეიტინგის და საბრძოლო მზადყოფნის თვისებრიობის რეიტინგის ურთიერთგადამრავლების შედეგად მიიღება.
მაშ ასე, დავიწყოთ სამხრეთ კავკასიით (რატომღაც, რეიტინგის ავტორებმა სამხრეთ კავკასიელები ერთმანეთს დაგვაშორა: ჩვენ და სომხეთი ევროპას მიგვაკუთვნეს, ხოლო აზერბაიჯანელები - ახლო აღმოსავლეთს). სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა ჯამური სამხედრო რეიტინგი ასეთი სახისაა:
ადგილი
ქვეყანა
სახმელეთო ცეცხლის ძალა
ჯამური თვისებრივი მაცვენებლები
ჯამური სამხედრო რეიტინგი
1.
სომხეთი
34 (9)
0,17 (0,17)
5,78 (1,53)
2.
აზერბაიჯანი
22 (11)
0,11 (0,11)
2,42 (1,1)
3.
საქართველო
11 (2)
0,12 (0,12)
1,32 (0,24)
* - ფრჩხილებში მოცემულია 2002 წლის რეიტინგის მაჩვენებლები.
ამ რეიტინგიდან, ნათლად ჩანს საქართველოს ერთგვარი პროგრესი (თუმცა, ეს პროგრესი უაღრესად ცალმხრივ ხასიათს ატარებს). თუ 2002 წელს სომხეთს (ყარაბაღელთა დახმარების გარეშეც კი), უხეშად რომ ვთქვათ, ექვსი საქართველოს დამარცხება შეეძლო და კიდევ დარჩებოდა ძალა, 2008 წელს (უფრო ზუსტად, აგვისტოს კატასტროფამდე) მხოლოდ ოთხნახევარი საქართველოს დამარცხებაღა შეეძლო. ეს იგივე მაჩვენებელია, რომელიც აზერბაიჯანს 2002 წელს ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში (ამჯამად აზერბაიჯანი საქართველოს ორჯერაც კი ვერ უსწრებს).
პირველ ყოვლისა აღსანიშნავია, რომ სომხეთის მონაცემებში არ შედის ყარაბაღის არმია, რომელიც ტექნიკის ოდენობით და, შესაძლოა, საბრძოლო მომზადებით აღემატება საკუთრივ სომხეთისას. ასევე არ შედის საქართველოს ტერიტორიებზე მობინადრე სეპარატისტების შეიარაღებული ძალების საბრძოლო რეიტინგები, რომლებიც უმნიშვნელოა თვით საქართველოსთან შედარებითაც კი.
ამას გარდა, აღსანიშნავია საქართველოს თავდაცვითი ბიუჯეტის უპრეცენდენტო ზრდა. მაგალითად 2002 წლის მონაცემებით (ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის გამოცემა The Militry Blnce) საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი 18 მილიონი დოლარი იყო, სომხეთისა - 65 მილიონი დოლარი, ხოლო აზერბაიჯანისა - 123 მილიონი დოლარი. სხვაგვარად, სომხეთის თავდაცვის აბსოლუტური ხარჯები ამ წელს 3,6-ჯერ აღემატებოდა საქართველოსას, ხოლო აზერბაიჯანისა - თითქმის 7-ჯერ(!).
სამაგიეროდ 2008 წლისათვის საქართველოს თავდაცვითი ბიუჯეტი (“სტრატეჯიპეიჯი”- ს მონაცემებით) 600 მლნ დოლარი იყო, სომხეთის - 340 მლნ, ხოლო აზერბაიჯანისა - 1 მლრდ. დოლარი. ამრიგად, საქართველომ 6 წლის განმავლობაში მოახერხა სომხეთისათვის თითქმის ორჯერ გაესწრო, ხოლო აზერბაიჯანთან 7-გზის ჩამორჩენა მოახერხა და 1,7-ჯერ ჩამორჩენაზე დაიყვანა.
ამგვარმა ბიუჯეტურმა ზრდამ, “სტრატეჯიპეიჯის” მეთოდოლოგიის გადასინჯვასთან ერთად (2008 წლის რეიტინგში მეთოდოლოგიის ზოგიერთი პარამეტრის გადასინჯვამ ყველა სახელმწიფოს მექანიკურად გაუზარდა ცეცხლის ძალის მაჩვენებლები) გამოიწვია სახმელეთო ცეცხლის მაჩვენებლის ზრდა. ოღონდ, ამავე პერიოდში სომხეთმა თავისი მაჩვენებლის მიღწევა (ეს მაჩვენებელი კი ჩვენსას 3-ჯერ აღემატება) ჩვენი ნახევარი ხარჯით მოახერხა, რაშიც ცხადია უპირველესი როლი რუსეთმა ითამაშა, რომელიც სომხეთს პრაქტიკულად უფასოდ ამარაგებს სამხედრო ტექნიუკითა და საჭურვლით.
ეს მომარაგება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სომხეთმა 2008 წელს მოახერხა სახმელეთო ცეცხლის ძალით მნიშვნელოვნად გაესწრო აზერბაიჯანისათვის, ამ უკანასკნელის თავდაცვითი ბიუჯეტის მასშტაბური ზრდის მიუხედავად.
არანაკლებ საინტერესოა თვისებრიობის მაჩვენებლები. საყურადღებოა, რომ რეიტინგის მიხედვით არცერთ სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოს ეს მაჩვენებელი არ შეცვლია. რაც ადასტურებს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე არსებულ ტენდენციას - აქცენტი კეთდება რაოდენობრიობაზე და არა თვისობრიობაზე.
როგორ აფასებს რეიტინგი სამხრეთ კავკასიის არმიების თვისებრიობის განმსაზღვრელ ძირითად პარამეტრებს? ამას წარმოდგენილ ცხრილში ვხედავთ:
ქვეყანა
მეთაურების მომზადების დონე
აღჭურვილობა დონე და ადეკვატურობა
გამოცდილება
უზრუნველყოფა
მობილი ზაცია და რეზერვი
სამხედრო ტრადიცია
სომხეთი
0,6 0,4 0,6 0,2 0,2 0,3
აზერბაიჯანი
0,4 0,3 0,5 0,2 0,3 0,2
საქართველო
0,5 0,3 0,5 0,2 0,3 0,3
როგორც ვხედავთ, თვისებრივი მაჩვენებლების ძირითად პარამეტრებში (მაქსიმალური შეფასებაა ერთი ერთეული) სომხეთი მცირედ უსწრებს საქართველოს, ხოლო საქართველო - კიდევ უფრო მცირედ უსწრებს აზერბაიჯანს. თვალშია საცემი სამივე სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში მხარდაჭერის კომპონენტების (ლოჯისტიკა, საინჟინრო უზრუნველყოფა) უაღრესად დაბალი დონე, აგრეთვე აღჭურვილობის დაბალი დონე, რაც აგვისტოს ომმაც ნათლად დაგვანახა.
ასევე, უაღრესად დაბალია მობილიზაციის უნარი და სამობილიზაციო კომპონენტების დონე. მობილიზაციის კომპონენტებში საქართველოს და აზერბაიჯანის უპირატესობა 0,1 ერთეულით (სომხეთთან შედარებით) ჩანს იმდენად თვისებრივი უპირატესობით არაა განსაზღვრული, არამედ იმით, რომ აზერბაიჯანის და ჩვენი საერთო მობილიზაციური რესურსი აღემატება სომხეთისას (თუმცა, საკითხავი რჩება რატომ არ აისახა რეიტინგში ის, რომ აზერბაიჯანის სამობილიზაციო რესურსი მნიშვნელოვნად სჭარბობს საქართველოს რესურსსაც).
გამოცდილების სფეროში რესურსის შედარებით მაღალი დონე გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ სამხრეთ კავკასიის მრავალრიცხოვან კონფლიქტებს. ასევე, გასაგებია სომხეთის პირველი ადგილიც - ის ამ კონფლიქტებში არ დამარცხებულა. ამ გამოცდილების ხარჯზე, ჩანს, იზრდება სამეთაურო მომზადების თვისებრიობის დონის მაჩვენებელიც.
ყველაზე სადავოა “სტრატეჯიპეიჯის” მიერ ჩვენი სამხედრო ტრადიციების მაჩვენებლების ესოდენ დაბალ დონეზე შეფასება. ეს მართლაც სადავო პუნქტია და არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში.
მაგალითად, წარმოუდგენელია, მაგრამ რუსეთის სამხედრო ტრადიციის მაჩვენებელი (0,5 ერთეული) ჩამორჩება არა მხოლოდ ისეთი ქვეყნებისას, როგორიცაა ბრიტანეთი და თურქეთი (0,9-0.9 ერთეული), გერმანია (0,8 ერთეული), ავსტრია (იგულისხმება ავსტრია-უნგრეთთან ერთად - 0,7 ერთეული), არამედ, ისეთ სახელმწიფოებსაც კი, როგორიცაა ფინეთი (0,8 ერთეული) და, წარმოიდგინეთ, კვიპროსის თურქული რესპუბლიკაც კი (0,6 ერთეული). ჩანს აიღება მხოლოდ თანამედროვე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტრადიციები.
აშკარად უსამართლოდ არიან დაჩაგრული სხვა ერებიც. მაგალითად, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მონღოლების ექსპანსია ევროპაში ლიტვის დიდმა სამთავრომ შეაჩერა. არადა, ლიტვა არა მხოლოდ ჩვენ და სომხეთს ჩამოგვრჩება, არამედ იგივე მაჩვენებელი აქვს, რაც ესტონეთს (0,2), რომელსაც 1918 წლამდე საერთოდ არ ჰქონიათ სახელმწიფო.
ასეთივე მაჩვენებელი აქვთ სლოვენიასა და ხორვატიას, თუმცა ცნობილია რომ ხორვატები და სლოვენიელი მსუბუქი ქვეითები, ე.წ. “პანდურები”, ავსტია-უნგრეტის იმპერიის ელიტარულ დანაყოფებს წარმოადგენდნენ (დღევანდელ ავსტრიულ ძირითად ჯავშანტრანსპორტიორს დღეს ამ სლოვენური ნაწილების საპატივცემლოდ “პანდური” ჰქვია. იტალიელებზე მრავალგზის გამარჯვებისას ავტრიელები, როგორც წესი, ძირითადად ხორვატებით დაკომპლექტებული ნაწილებით ომობდნენ).
როგორც ჩანს რეიტინგის ავტორები პოსტსაბჭოთა სახელმწიფოთა რეიტინგებს დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდიდან ითვლიან, ხოლო დანარჩენების შემთხვევაში მთელი ახალი დროის ისტორიას ითვალისწინებენ, მოყოლებულს 17-ე საუკუნიდან. რამდენად სამართლიანია ამგვარი მიდგომა - სხვა საკითხია.
დაბოლოს, რეიტინგის შესწავლა გვარწმუნებს რომ გამოუსწორებელი შეცდომა იყო აქცენტის გაკეთება მხოლოდ სახმელეთო ცეცხლის ზრდაზე ანუ რაოდენობრივ მაჩვენებელზე. აგვისტოს ომმა ეს მაჩვენებელი საერთოდ ლამის ნულამდე დაგვიყარა და, შესაბამისად, წყალში გადაიყარა ის თანხები რომლებიც ამ პარამეტრის გაზრდაზე წავიდა (მოძველებული ტექნიკის შესყიდვაზე და მსგავს საეჭვიო ფინანსურ ოპერაციებზე). თვისებრიობის მაჩვენებელი კი იგივე დარჩა როგორიც შევარდნაძის დროს იყო, რაც ბიუჯეტის არნახული ზრდის გათვალისწინებით სამარცხინო ფაქტია.
უნდა დავასკვნათ, რომ სამხედრო აღმშენებლობა, რომლის დაწყებაც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ნულიდან მოგვიწევს, დაბალანსებულად უნდა უდგებოდეს, როგორც რაოდენობრივ, ისე - თვისებრივ პარამეტრებს. ამ მხრივ უეჭველად პოზიტიური მომენტია გენშტაბის ახალი ხელმძღვანელობის მიერ პრიორიტეტად განათლების გამოცხადება.
გარდა განათლებისა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მხარდაჭერის და მართვის კომპონენტების თვისებრივ განვითარებას. როგორც აგვისტოს ომმა გვაჩვენა, ლოჯისტიკა საერთოდ არ გვქონია, ისევე როგორც საინჟინრო მოქმედებების გამართული სისტემა, რაც უბრალოდ აბსურდია საქართველოს რელიეფის ხასიათის გათვალისწინებით. ასევე, ომმა აჩვენა, რომ გვქონდა კავშირგაბმულობის და დაზვერვის სრულიად უვარგისი სისტემები. აღარაფერს ვიტყვი რეზერვისტების მომზადების ბოდვით სისტემაზე. მოკლედ, ჯართად ქცეული ტანკები ვამჯობინეთ იმ კომპონენტებს, რომლებიც არმიის თვისობრივ უპირატესობას განსაზღვრავს. შედეგიც ლოგიკური იყო.
* * *
Истребитель пятого поколения будет испытан с опережением графика
http://www.vesti.ru/doc.html?id=244305&cid=7
1918 - ბრესტ-ლიტოვსკის ზავი. თურქეთს გადაეცა ბათუმისა და არდაჰანის რეგიონები.
1921 - საქართველოს ოკუპაცია.
1921 - აფხაზეთის ССР.
1921 - აჭარის АР.
1922 - სამხრეთ ოსეთის АР.
იზრაილ გელფანდი; ლეიბა ბრონშტეინი, ადოლფ იოფე, ვლადიმირ ბლანკი, გრიგორი ალფელბაუმი.
მოგიტყ........ "მოძმე" ებრაელი ერი!